თვითდასაქმებულებს იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით — გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო არაფორმალურ სამსახურში დასაქმებულებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც თავს თვითდასაქმებულად თვლიან ერთჯერადად, 300 ლარით დაეხმარება. ამ თემაზე მან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ისაუბრა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სერიოზული საზოგადოების ფენა და ჯგუფია, რომელიც თავს თვითდასაქმებულად თვლის. მისი თქმით, მათი იდენტიფიცირება უკიდურესად რთულია, რადგან ისინი ოფიციალურ ბაზებში არ აღირიცხებიან.
"სახელმწიფო იღებს ვალდებულებას სოციალური სამსახურების დახმარების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ამ ღონისძიების ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 75 მილიონი ლარი", — თქვა გიორგი გახარიამ.
მთავრობამ 24 აპრილს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია მედიისა და გუნდის წინაშე პრემიერმა, გიორგი გახარიამ წარადგინა.
ვის დახმარებას გეგმავს მთავრობა, როგორ აპირებს ამას — ანტიკრიზისული გეგმა
დღეს, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა, რომელსაც ოპოზიცია დაგვიანებულს, მთავრობა კი ეფექტურს უწოდებს რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პირველი ეტაპი
პირველ ეტაპში გაერთიანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ აქამდე გადადგა: კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ დაფინანსება, 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, ტურიზმის სფეროს ბიზნესსუბიექტების საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, მცირე სასტუმროების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, სესხების რესტრუქტურიზაცია იურიდიული პირებისთვის და ა.შ.
მეორე ეტაპი
რაც შეეხება მეორე ეტაპს, მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირება ეკონომიკაზე. პრემიერის თქმით, პროგნოზებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ხარჯების გათვალისწინებით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად 3,9 მილიარდია საჭირო.
მეორე ეტაპში მოექცა სამსახურის გარეშე და უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეების დახმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, თუ ისინი ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.
- მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, 200 ლარის ჩარიცხვა მაისიდან დაიწყება — გახარია
- რა საბუთები დასჭირდებათ თვითდასაქმებულებს 300-ლარიანი დახმარების მისაღებად — გახარიას განმარტება
ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობა ამბობს, რომ დამსაქმებლები ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას.
გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველები და შშმ პირები.
ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპშია გათვალისწინებული პენსიების საკითხიც, რომელიც 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს:
- ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა;
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%.
მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიების რეალურ მოცულობაზე და პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი. ამის გათვალისწინებით, მთავრობა აცხადებს, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები 70 წელს ზევით კი — 25 ლარზე ნაკლები.
ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორის, სოფლის მეურნეობის და აწარმოე საქართველოში მონაწილე მეწარმეების დახმარებასაც.
ეკონომიკის ამოქმედების გეგმა
ეკონომიკის ამოქმედების გეგმა, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და თავის მხრივ 6 ეტაპს მოიცავს, რომელთა შორის შუალედი 2 კვირაა. მთავრობის განმარტებით, ეტაპების ამოქმედება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შესაძლებელია შეზღუდვები ისევ გააქტიურონ, თუ სიტუაცია გაუარესდება.
მაგალითად, პირველი ეტაპი, რომელიც 27 აპრილიდან ამოქმედდება ითვალისწინებს მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილების აღდგენას, ონლაინ ვაჭრობისა და მიტანის სერვისების ამოქმედებას, ასევე, ღია ტიპის აგრარული ბაზრების აღდგენას.
მეორე ეტაპზე, 10 მაისიდან ამოქმედდება მშენებლობები, ავტოსერვისები და სარეკრეაციო ზონები.
გაიგეთ რას ფიქრობს ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმაზე:
- ვერაფერს დავარქმევ თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს — ვაშაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე
- ბოკერია: დაგვიანებული, ზედაპირული და ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან
- მათი ამოცანაა შეინარჩუნონ ხელისუფლება, ამიტომ დახმარება არჩევნებამდეა გაწელილი — ვაშაძე
- ისე არ წვიმს, როგორც ქუხს — რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე
- ეს არის გეგმა, როგორ მოვიგოთ ბიუჯეტზე დამოკიდებული ადამიანის გული — ჯაფარიძე
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე "განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე
გადახედვა
კომენტარები