ბასილ კობახიძე

18 Apr. 2020, 15:23

ატყუებს ხალხს ეკლესია, მთავრობა და მედია. ეკლესიას ტაძრები არ დაუკეტია. მხოლოდ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთა მკაფიო განცხადება და ისიც მხოლოდ აღდგომის წირვის შესახებ და არა მომდევნოებზე. ყველა დანარჩენი მეუფეების და მღვდლების განცხადებები, რომლებსაც აღფრთოვანებით აშეარებენ, სავსეა ტყუილით. შევზღუდოთ, გთხოვთ სახლში დარჩით, ეზიარეთ მაგრამ მერე კარანტინში წადით, არის აფერისტობა. მრევლი მაინც მივა და უფრო მეტიც მივა, რადგან ეს ახლა გმირობის ტოლფასი გახდა. მხოლოდ როდესაც სასულიერო პირი მკაფიოდ ამბობს, რომ ტაძარი მრევლისთვის დაკეტილია, მაშინ არ მივა. მთელ საქართველოში კი ასე კარანტინზე ეკლესიების დაკეტვა, რომ შიგნით მარტო მღვდელი მსახურებდეს და ტრანსლაცია მიდიოდეს წირვის, შეუძლია მხოლოდ პატრიარქს, რასაც არ აკეთებს. ასევე ყურადღების კონცენტრირება ხდება მხოლოდ აღდგომის წირვაზე, თითქოს სხვა წირვებზე უკვე და აღდგომის შემდეგ წირვებზე არ დავირუსდება ხალხი

წერს ყოფილი მღვდელი, ბასილ კობახიძე ფეისბუქზე. დღეს დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ თბილისის ჯვართამაღლების ტაძარში ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრება იზღუდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია

რუსეთის რეჟიმის კრიტიკოსის და ჭადრაკის ლეგენდის, გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილესმ, რომ მისი სიცოცხლე…