E commerce, ანუ რატომ უნდა გადაერთო გაყიდვის ონლაინ არხებზე
ფოტო: Nido.ge
მსოფლიოში COVID-19-ის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაზე ქმედითი იარაღი, რაც კაცობრიობას ამ მომენტისთვის გააჩნია, სოციალური დისტანცირებაა. სწორედ ამიტომ, მომხმარებლები თავს არიდებენ სუპერმარკეტებში სიარულს და მიმართავენ ონლაინ მაღაზიებს. მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა სურსათსა და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ნივთებზე.
სამხრეთ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული კომერციის წილი საგრძნობლად დაბალი იყო სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. Nielsen-ის კვლევის მიხედვით, კარანტინის გამოცხადებამდე, სწრაფი მოხმარების საგნებისა და სურსათის გაყიდვები იტალიასა და ესპანეთში შესაბამისად 82% და 28%-ით (წლიდან წლამდე) გაიზარდა, მაშინ როდესაც ჯამური სექტორის ზრდამ მხოლოდ 11% და 7% შეადგინა.
ამავე კვლევის მიხედვით, საფრანგეთში 2 მარტის კვირის მდგომარეობით, სახლში მიტანის სერვისი 32%-ით, ხოლო ადგილიდან გატანის (click-and-collect) სერვისი 29%-ით გაიზარდა. ფრანგული სავაჭრო ცენტრები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც click-and-collect მოდელი დანერგეს, რომელიც წარმატებით მუშაობდა ქალაქგარეთ მდებარე ჰიპერმარკეტების შემთხვევაში.
გაერთიანებული სამეფოშიც, სადაც ელ. კომერციის პენეტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში, ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნის ზრდამ პრობლემები შეუქმნა ონლაინ გაყიდვის არხებს. ქვეყნის მოწინავე სუპერმარკეტების ქსელში Tesco-სა და Sainsbury’s-ში, ონლაინ შეკვეთის განთავსებაზე 3-კვირიანი რიგი წარმოიშვა. მოთხოვნის არანორმალური ზრდა ყველაზე მეტად თვალსაჩინო იყო ონლაინ სუპერმარკეტ Ocado-ში, რომელსაც მოუწია ვებ-გვერდის დროებით გათიშვა, ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შეწყვეტა და ელექტრონული რიგის სისტემის დანერგვა. ასევე, თითქმის გაორმაგდა საშუალო შეკვეთის ღირებულებაც.
დარგის ექსპერტების აზრით, მოთხოვნის ზრდა კრიზისის გადავლის შემდგომაც შენარჩუნდება, რადგანაც ამ კრიზისის გამო მოსალოდნელია მომხმარებლების ქცევის ცვლილება. Bain & Co-ს საცალო გაყიდვების ექსპერტი, Joëlle de Montgolfier აღნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც აქამდე ერიდებოდა სურსათის ონლაინ ყიდვას, იძულებული გახდა, საჭირო პროდუქცია ამ გზით შეეძინა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამგვარი ცვლილება მომხმარებლების ქცევაში სამომავლოდ გამოიწვევს ამ კატეგორიაში ონლაინ გაყიდვების ზრდას.
ჩინეთი არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ასეთი ტიპის კრიზისს ელ. კომერციის სამომავლო განვითარებაზე. ჩინეთში ელექტრონული კომერციის წილი მთლიან ვაჭრობაში 36%-ს შეადგენს, რითაც ის მოწინავეა სხვა ქვეყნებს შორის. ელ. კომერციის პოპულარობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება პირველი კორონავირუსი, SARS, რომელიც 2003 წელს გავრცელდა აზიაში. SARS-ის შემთხვევაში, მისი ლოკალიზება სწრაფად მოხდა და მასიურ გავრცელებას ადგილი არ ჰქონია. SARS-ის მასშტაბი გაცილებით პატარა იყო: ინფიცირდა დაახლოებით 8 000 ადამიანი და 800-მდე გარდაიცვალა. თუმცა, მაშინაც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიიღეს მკაცრი ზომები: დაიხურა კაფეები, გასართობი ცენტრები, გადაიდო ღონისძიებები.
ამ პერიოდს ემთხვევა ორი ჩინური გიგანტის გამოჩენა ბაზარზე. 2003 წლის ივლისში, Alibaba-ს შვილობლიმა Taobao-მ დაიწყო ფუნქციონირება. ასევე, მოგვიანებით ბაზარზე გამოჩნდა JD.com (ყოფილი 360buy.com). მათ კრიზისის დროს მოუწიათ ფიზიკური მაღაზიების დახურვა და ონლაინ ვაჭრობაზე გადართვა. SARS ითვლება მნიშვნელოვან კატალიზატორად ჩინეთის ელ. კომერციის ინდუსტრიის განვითარებაში.
სწორედ პირველი SARS-ის გამოცდილება ქმნის იმ მოლოდინს, რომ ონლაინ კომერციის წილი მთლიან ვაჭრობაში გაიზრდება სხვა ქვეყნებშიც და რა თქმა უნდა, საქართველოც არ იქნება გამონაკლისი.
მოთხოვნის გაზრდას უკვე ვამჩნევთ ონლაინ მაღაზიები და ეს ეხება ყველა კატეგორიას, განსაკუთებით საკვებ-პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს. მთავრობის მიერ რიგი პროდუქტების ონლაინ რეალიზაციის დროებით აკრძალვამ ნეგატიური გავლენა იქონია ამ პროცესზე. მოუხედავად ამისა, კრიზის შემდგომ პერიოდშიც გაზრდილი მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შენარჩუნებული იქნება.
მოსალოდნელი რეცესიის პირობებში კომპანიებს მოუწევთ ახალ რეალობასთან ადაპტაცია. გადარჩენის და შემდგომი განვითარების ყველაზე ლოგიკური გზა ციფრულ არხებზე მაქსიმალური აქცენტის გაკეთებაა. საშუალო ვადაში კი —გაყიდვების მრავალარხიანი (omni-channel) ბიზნეს მოდელის განვითარება, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლებისთვის პროდუქტებისა და სერვისების როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში შეთავაზებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საცალო გაყიდვების კომპანიებისთვის.
კრიზისის დროს ციფრულ არხებზე ფოკუსირების არაერთი საინტერესო მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ ჩინეთში. მაგალითისთვის კოსმეტიკურ კომპანია Lin Qingxuan მაღაზიების 40%-ის დახურვა მოუწია, უხანში კი ყველა მაღაზია დაიხურა. ამ ფაქტმა კომპანია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მიუხედავად ამ სირთულისა, კომპანიამ თავისი 100-ზე მეტი კონსულტანტი გადაიყვანა ონლაინ სივრცეში, დაეხმარა მათ გამხდარიყვნენ ონლაინ ინფლუენსერები და მომხმარებლებისთვის კონსულტაცია გაეწიათ ინტერნეტით, Wechat-ისა და Taobao-ს მეშვეობით. ამით კომპანიამ შეძლო, უხანში 200%-ით უფრო მეტი პროდუქცია გაეყიდა, ვიდრე ანალოგიურ პერიოდში გასულ წელს.
nido.ge ონლაინ მაღაზიაა, რომელიც 2014 წელს დაარსდა. საიტზე განთავსებულია სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია: საბავშვო, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, წიგნები. nido.ge წარმატებით თანამშრომლობს 50-მდე კომპანიასთან, რომელთა პროდუქციაც განთავსებულია ამ პლატფორმაზე. nido.ge-ს ყოველი კვირის განმავლობაში ათობით ახალი მომწოდებელი და ასობით პროდუქტი ემატება.
nido.ge გთვაზობთ პროდუქციის ონლაინ გაყიდვის მომსახურების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს: პროდუქციის საიტზე განთავსებას, ციფრულ მარკეტინგს, მოხმარებლის კონსულტაციას (ქოლ-ცენტრი და ჩათი), პროდუქციის ტრანსპორტირებას და საჭიროების შემთხვევაში, სასაწყობე მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ განათავსოთ ან გაყიდოთ nido.ge-ზე თქვენი პროდუქცია, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის


კომენტარები