კორონავირუსის მელოდია — MIT-ის მეცნიერმა ვირუსი მუსიკად გადათარგმნა
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კორონავირუსის სტრუქტურის მელოდიად გარდაქმნა შეძლო. მელოდია ვირუსის ზედაპირზე არსებული კუთხოვანი ცილების მუსიკალური რეპრეზენტაციაა.
აღნიშნული კუთხეები ცილების საშენი მასალით, ამინომჟავებითაა ფორმირებული. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა კი სწორედ ეს ამინომჟავები გამოიყენეს და თითოეულ მათგანს უნიკალური ნოტი მიანიჭეს. შემდეგ კი ალგორითმმა მიღებული ინფორმაცია მუსიკად აქცია, რომელიც ცილების კლასიფიცირებას გამოხატავს.
პროექტს MIT-ის პროფესორი მარკუს ბუჰლერი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, მუსიკა კორონავირუსის შეფასების განსხვავებულ გზას გვთავაზობს.
"ჩვენი ტვინი ხმას ძალიან ეფექტურად აღიქვამს, ის ერთდროულად აანალიზებს ტემბრს, ტონს, მელოდიას, რიტმს, აკორდებს... ასეთი დეტალური ინფორმაციის ვიზუალურ ფორმატში მისაღებად ჩვენ მძლავრი მიკროსკოპი დაგვჭირდებოდა, თუმცა, შესაძლოა, სრული სურათი მაინც ვერ გვენახა. ცილებში არსებულ ინფორმაციასთან წვდომისთვის ხმა ბევრად ელეგანტური გზაა", — განაცხადა ბუჰლერმა.
მკვლევრებს, შესაძლოა, AI სისტემის მიერ შექმნილი მელოდია ვირუსის უკეთ შესწავლაში დაეხმაროთ. მომავალში კი შეიძლება მეთოდმა ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნაშიც კი შეიტანოს წვლილი.
"ჩვენ ახალი ცილის ძებნა შეგვიძლია, რომელიც ისეთი ანტისხეულის მელოდიასა და რიტმს დაემთხვევა, რომელსაც ვირუსის ცილასთან დაკავშირება და ინფიცირების უნარის შეჩერება შეეძლება", — აცხადებს ბუჰლერი.
კომენტარები