მელანია ტრამპი: შესაძლოა, ჩემი მშობლები თეთრ სახლში გადმოსახლდნენ, ამას განვიხილავთ

ვიქტორ და ამალია კნავსები.
აშშ-ს მომავალი პირველი ლედი, წარმოშობით სლოვენიელი, მელანია ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, მისი მშობლები თეთრ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამის შესახებ მან CBS-ის გადაცემაში, 60 წუთი, განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა მელანია ტრამპს ჯერ მიშელ ობამაზე ჰკითხა, რომელმაც თეთრ სახლში ორი შვილი გაზარდა და რომელსაც ბავშვების გაზრდაში დედა ეხმარებოდა. წამყვანმა პარალელი სწორედ მიშელ ობამასთან გაავლო და დაინტერესდა, მელანია 10 წლის შვილის გაზრდაში დაიხმარებდა თუ არა მშობლებს. სწორედ ამის საპასუხოდ თქვა აშშ-ს მომავალმა პირველმა ლედიმ, რომ ამ საკითხს განიხილავს.
მელანია ტრამპის მშობლები, ვიქტორ და ამალია კნავსები სლოვენიელები არიან. ვიქტორ კნავსი იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. როგორც ნიუ-იორკ ტაიმსი წერს, ვიქტორ კნავსი პარტიის წევრობას იყენებდა იმისთვის, რათა ოჯახს მეტ-ნაკლებად უზრუნველად ეცხოვრა. 1990-იან წლებამდე სწორედ პარტიულ ელიტას შეეძლო საკუთარი თავისთვის უზრუნველად ცხოვრების საშუალება მიეცა.
მელანია ტრამპის მშობლები უკვე წლებია, ნაწილობრივ ნიუ-იორკში, ტრამპ თაუერში ცხოვრობენ, თუმცა მათ აქვთ სახლი სლოვენიაშიც, სადაც ამალია კნავსი ტექსტილის საწარმოს ფლობს.
დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისას ანტისაემიგრაციო განცხადებებით გამოირჩეოდა. როგორც ის ამბობს, აშშ-მ უნდა შეცვალოს ქვეყნის ღია საემიგრაციო პოლიტიკა და ქვეყნიდან გააძევოს ის მილიონობით არალეგალი, რომელიც კანონს არღვევს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა