როგორ გამოიყურებიან ჩვენი ბავშვობისდროინდელი ბრაზილიური სერიალის ვარსკვლავები
თუ უკვე გაიხსენეთ, როგორ შეიცვალნენ მეამბოხე სულების, მაშველების, ცისფერი ხის და დინასტიას მსახიობები წლების შემდეგ და თვალი გადაავლეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები სკოლის პერიოდში ან მსახიობები, რომლებმაც დროს გაუძლეს, მაშინ შეგიძლიათ ამ სტატიის კითხვას თამამად შეუდგეთ და გაიგოთ მეტი იმ ადამიანებზე, რომლებსაც წლების წინ ყოველდღიურად ვადევნებდით თვალს ეკრანზე.
თუ გულწრფელი ვიქნებით, ერთი ბრაზილიური, მექსიკური ან ვენესუელური სერიალი ყველას გვაქვს ნანახი. თავიდანვე დახვეწილი ამერიკული ტვ-შოუებით არავის დაგვიწყია. ზოგი "მონა იზაურას" ადევნებდა თვალს, ზოგი "ველურ გულსა" და "კასანდრას", ზოგსაც "კლონი", "შავი მარგალიტი" ან "გრძნობათა ტყვეობაში" იგივე პრისინოერა ერჩივნა.
ისევე, როგორც სხვა ყველაფერში, ლათინოამერიკულ სერიალებშიც არსებობს სტანდარტები. ბრაზილიური კომპანია გლობოს სერიალები არა მხოლოდ სტილითა და სიუჟეტით, არამედ კარგი სამსახიობო ანსამბლითაც გამოირჩევა. მისი ვარსკვლავები ყოფილან ოსკარის, ოქროს გლობუსის, ემის, ოქროს დათვისა და სხვა საერთაშორისო ჯილდოების მფლობელები და ნომინანტები. კომპანიის სერიალებს კი არაერთხელ მიუღიათ Emmy Interational-ის მთავარი პრიზი. აღსანიშნავია ისიც, რომ გლობო მსოფლიოს მასშტაბით სიდიდითა და კომერციული წარმატებით მეორე არხია, რომელიც მხოლოდ ამერიკულ ABC-ს ჩამოუვარდება.
გლობო ყოველ ახალ სერიალს საკუთარ სივრცეს უქმნის, ნამდვილი შენობებითა და ქუჩებით. გადაღება ძირითადად პროჟაკში, მსოფლიოს ყველაზე დიდ სატელევიზიო ქალაქში იგეგმება ხოლმე.
მაშ ასე, გავიგოთ, რას საქმიანობენ ჩვენი ბავშვობისდროინდელი საპნის ოპერის ვარსკვლავები.
სუზანა ვიეირა
სუზანა ვიეირა არა მხოლოდ ბრაზილიური, არამედ მსოფლიო ტელენოველების დედოფლად არის შერაცხული. 74 წლის ქალბატონი უკვე 50 წელზე მეტია ამ სფეროშია და დღემდე გლობოს ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლება. მისი, როგორც გლობოს ექსკლუზიური კონტრაქტორის ჰონორარი კვირაში $150 000-ია, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა იმ მომენტში რომელიმე საპნის ოპერაში. კოლეგები აღნიშნავენ, რომ სუზანა გადასაღებ მოედანზე ისეთ ცეცხლს ანთებს, რომ მისი უშრეტი ენერგიის ახალგაზრდებსაც კი შურთ. გარდა იმისა, რომ სუზანა ტელევიზიის ნამდვილი ვარსკვლავია, ის აქტიურია თეატრის სცენაზეც, სადაც სპეციალურად მისთვის იწერება სცენარები. ყველაფერი კი 1961 წელს დაიწყო, როდესაც რეჟისორმა რეჟის კარდოსუმ მას ცოლობა სთხოვა. სწორედ მისი დახმარებით მიიღო სუზანამ რამდენიმე მცირე როლი სან პაულოს მუნიციპალურ თეატრში. ამავე პერიოდს უკავშირდება სუზანას სახელის პირველად გაელვება ეკრანზე. კარიერის დასაწყისში მას სონია მარია ვიეირა გონსალვეში ერქვა, თუმცა როცა 1962 წელს პირველ სერიალში გამოჩნდა, მოითხოვა, რომ ეკრანზე სონიას მაგივრად სუზანა დაეწერათ. 1964 წლის სექტემბერში სუზანას და რეჟის მათი პირველი (და სუზანასთვის ერთადერთი) შვილი - როდრიგო ვიეირა კარდოსო შეეძინათ. ქმარმა სუზანას მოსთხოვა, რომ როლებზე მეტად ოჯახზე კონცენტრირებულიყო, თუმცა ვიეირას შვილის გაზრდასთან ერთად კარიერული წინსვლაც სურდა. ნიჭიერი მსახიობი 15 ტელესერიალისა და ათობით სპექტაკლის შემდეგ რეჟისორმა კასიანო გაბუს მენდესმა გლობოს იმპერიაში მიიწვია. 1972 წელს 18-საათიანი სამუშაო გრაფიკის გამო მეუღლის განაწყენებამ პიკს მიაღწია და სუზანას 11-წლიანი ქორწინება დასრულდა. 1976 წელი ვიეირას კარიერაში აღმავლობის პერიოდად ითვლება, კასიანო გაბუს მენდესმა გამოუშვა ახალი სერიალი - "სასტიკი ანგელოზი". სუზანას პერსონაჟმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რამაც მსახიობს უამრავი მთავარი როლი მოუტანა შემდეგ სერიალებში. 1985 წელს სუზანას ფოტოები ფლეიბოის ფურცლებზე გამოჩნდა. ამ პერიოდში მსახიობი 43 წლის იყო. მისი ფოტოები ცხადყოფდა, რომ ქალური სექსუალურობა 40-წლის შემდეგ სულაც არ სრულდება.
2006 წელს სუზანა თავისზე 20 წლით უმცროს მამაკაცს, პოლიციელ მარსელო სილვას გაჰყვა ცოლად, რამაც სკანდალების სერია გამოიწვია. როგორც გაირკვა, სილვას საყვარელი ჰყავდა, რომლის დახმარებითაც ქმარმა სუზანასთვის შხაპის მიღების დროს ვიდეოს გადაღება და შემდეგ მისი დაშანტაჟება გადაწყვიტა. ხმაურმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც 2008 წლის დეკემბერში მარსელო კოკაინის ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაცვლილი იპოვეს. ამ ფაქტმა სუზანას რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა პრესას მისთვის ზურგი არ უქცევია. მოგვიანებით დივას ცხოვრებაში ახალგაზრდა ბიჭი, სანდრო პედროზა გამოჩნდა, რომელმაც ვიეირას დეპრესიიდან გამოყვანა შეძლო. 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისინი დაშორდნენ. სუზანა 74 წლის ასაკშიც კი ბრაზილიური შოუ-ბიზნესის წამყვან ფიგურად რჩება.
ვერა ფიშერი
ვერა ფიშერი ქართველი მაყურებლისთვის სერიალ "ოჯახური ურთიერთობების" შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი გახდა.
გერმანული წარმოშობის ბრაზილიელი ვარსკვლავი ინტერვიუების დროს ხშირად აღიშნავდა, რომ მამამისი ნაცისტი იყო და აიძულებდა ჰიტლერზე ლექსები ესწავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასტიკად სცემდა. ფიშერი ბრაზილიაში ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან მსახიობად ითვლება. 1969 წელს ის მის ბრაზილია გახდა, 1980-2000-იან წლებში კი ბრაზილიის სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა. მისი ფოტოები რამდეჯერმე გამოჩდა ფლეიბოსის ყდაზეც.
ფოტო: Playboy
რამდენადაც წარმატებული იყო მისი კარიერა, იმდენად არ გაუმართლა პირად ცხოვრებაში. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ფიშერს სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილებზე მეურვეობა ჩამოართვეს. 2014 წელს ვერა საავადმყოფოშიც მოხვდა და ერთი თვის გამავლობაში ექიმები მის გადასაჩენად იბრძოდნენ, საბედნიეროდ ვერას ჯანმრთელობა გაუმჯობესდა. შემდეგ კი მეგობარმა, გლორია პერესმა დეპრესიიდან გამოსაყვანად ტელენოველაში დაასაქმა. ფიშერმა მავნე ჩვევის გამო დიდება დაკარგა, ახლა კი რეაბილიტაციის რთულ გზას გადის.
მაყურებლებისათვის ვერა სერიალ "კლონთან" და კარიერაში ბოლო მნიშვნელოვან პერსონაჟთან, ივეტასთან ასოცირდება.
მურილიო ბენისიო
სერიალ "კლონის" კიდევ ერთი ვარსკვლავი მურილიო ბენისიოა, რომელსაც სასცენო პარტნიორების შეყვარების დიდი ისტორია აქვს.
1999 წლამდე ის მსახიობ ალესადრა ნეგრინიზე იყო დაქორწინებული, რომელიც ერთ-ერთი სერიალის გადასაღებ მოედანზე გაიცნო, 1999-ში კი სერიალ "სიყვარულის სახელით" გადაღებების დროს კაროლინა ფერეზი შეუყვარდა, რომელსაც 2001 წელს ჯოვანა ანტონელისთან უღალატა სერიალ "კლონის" გადასაღებ მოედანზე. ჯოვანა და მურილიო ერთად 4 წელი იყვნენ, მათ გაქორწინებას კი დაახლოებით ისეთივე რეაქციები მოჰყვა ბრაზილიაში, როგორიც აშშ-ში ბრედის და ანჯელინას დაშლამ გამოიწვია.
ფოტო: TV Foco
2007 წელს მისი მეუღლე მსახიობი გილერმინა ჟინლი გახდა. 2012 წელს მათი რომანი დებორა ფალაბელას გამო დასრულდა, რომელიც 2001 წელს მურილიოს შვილის როლს ასრულებდა "კლონში". დამეთანხმებით, მსახიობის პირადი ცხოვრება ნამდვილად ბრაზილიური სერიალივით ჩახლართულია.
მურილიო და დებორა
ფოტო: webnode
ჟანდირა მარტინი
მიუხედავად მრავალი როლისა, ჟანდირა მარტინი გლობოს წამყვანი მსახიობი არასდროს ყოფილა, ის ყოველთვის მეორეხარისხოვან, მაგრამ საიტერესო პერსონაჟებს ასახიერებდა. ბევრს ახსოვს მისი გმირი ზორაიდე, რომელმაც სერიალი "კლონი" კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.
რენატა სორა
რენატა ლეონარდო პერეირა სოშაჟევსკი 1947 წლის 21 თებერვალს რიო დე ჟანეიროში დაიბადა, სკოლის დამთავრების შემდეგ 17 წლის რენატა გაცვლითი პროგრამით მოხვდა ლოს ანჟელესში, სადაც უნივერსიტეტში სასწავლებლად დარჩა. იმ პერიოდში ჰიპების მოძრაობა და სექსუალური რევოლუცია ძალას იკრებდა. რენატა ჰიპი გახდა და საინტერესო ადამიანების გვერდით ამოყო თავი. სორა 1967 წელს სან პაულოში დაბრუნდა, 1970 წელს კი მისი დებიუტი შედგა სერიალში - "როგორც მიწაზე, ისევე ცაში". ფსევდონიმი რენატა სორა მოგვიანებით აირჩია, რადგან პოლონური გვარი გლობოს ფორმატისთვის მიუღებელი იყო. 1970 წლიდან მოყოლებული რენატა გლობოს 30-მდე სერიალში გამოჩნდა, თუმცა არნახული წარმატება 1988 წელს ეპიკურ სერიალში "ყველაფრის ფასად" შესრულებულმა როლმა მოუტანა. მისი პერსონაჟი ალკოჰოლიზმით დაავადებული ქალი ელენინია იყო. ამ სიუჟეტურმა ხაზმა იმხელა გამოხმაურება მოიპოვა, რომ ბრაზილიაში დღესაც ელენინიას იყენებენ ლოთის სინონიმად. 2004 წლიდან მის კარიერაში ახალი პერიოდი დაიწყო. რენატამ სერიალში "ბედთან მებრძოლი" ნაზარე ტედესკო განასახიერა, რამაც მისი პოპულარულობა ლამის სუზანა ვიეირას პოპულარობას გაუტოლა. მსახიობმა შეძლო, ისე ეთამაშა ფსიქიკურად დაავადებული ბოროტმოქმედი, რომ ხალხში თანაგრძნობაც გამოეწვია და სიყვარულიც. ნაზარეს როლმა რენატას არაერთი ჯილდო მოუტანა.
კოლეგები ამბობენ, რომ რენატასთან მუშაობა რთულია. ის არ უარყოფს, რომ თეატრში თავს ნამდვილ მსახიობად გრძნობს, ტელევიზიაში კი მხოლოდ მაღალი ანაზღაურების გამო მუშაობს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მსახიობი ბისექსუალია. რამდენიმე წლის წინ მან ყველა აალაპარაკა, როცა ყველაზე ცნობილ ბრაზილიელ კაცთან - პაულო კოელიოსთან ერთად დაიწყო სახალხოდ გამოჩენა, თუმცა რომანი მალევე დასრულდა. შემდეგ სერიალ "ორმაგი სახის" გადაღების დროს აღიარა, რომ კვლავ შეყვარებულია, ამჯერად შეუდარებელ ქალბატონ მარია ბეტანიაზე, რომელიც 60-იანი წლებიდან ბრაზილიური სცენის დედოფალი გახლავთ. რენატასა და მარიას რომანი ხანმოკლე, მაგრამ ბრაზილიელებისთვის დაუვიწყარი აღმოჩდა.
მარია და რენატა
ფოტო: Brasileirinho
ჟოზე მაიერი
67 წლის ჟოზე მაიერი გლობოს ერთ-ერთი წამყვანი მამაკაცი მსახიობია. იგი ქართველებისთვის ნაცნობ თითქმის ყველა ბრაზილიურ სერიალში იღებდა მონაწილეობას.
კლაუდია რაია
მარია კლაუდია მოტა რაია 1966 წლის 22 დეკემბერს სან პაულოში დაიბადა. 13 წლის გოგონა ბალეტის სწავლასთან ერთად სერიოზულად ჩაება სამოდელო საქმიანობაში და ამავე პერიოდში ნიუ-იორკის საბალეტო აკადემიის გრანტი მოიპოვა. ბროდვეიზე გატარებულმა წლებმა რაია პროფესიონალ მოცეკვავედ აქცია. გლობოსთან დადებული კონტრაქტის მიუხედავად, რაია აგრძელებდა სცენაზე აქტიურად თამაშს. გამოჩნდა პლეიბოის ფურცლებზეც. 1998 წელს კლაუდია ეკრანს დაუბრუნდა და პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე ცივსისხლიანი ბოროტმოქმედის, ანჟელა ვიდალის სახით სილვიო დე აბრეუს დეტექტივში "ბაბილონის გოდოლი". 2005 წელს რეჟისორის დაჟინებით რაია ეკრანს დაუბრუნდა "ბელისიმაში", სადაც ნიმფომანი საფირას როლი შეასრულა. მას პარტნიორობას რეინალდო ჯიანეკინი უწევდა.
2008 წელს კი, როგორც თვითონ აღნიშნა, უფალმა საჩუქარი გაუკეთა ჟოაო ემანუელ კარნეიროს სცენარის სახით და "ფავორიტში" მთავარი გმირი განასახიერა.
რაიას ხშირად ბრაზილიურ მედიაში One man Show-ს უწოდებენ, თავისი უნიკალური უნარის გამო, იცეკვოს, იმღეროს და ითამაშოს ერთდროულად, რაც არც ისე ბევრ ტელევარსკვლავს შეუძლია.
გლორია პირესი
გლორია პირესი ბრაზილიური ტელევიზიის ყველაზე პოპულარული მსახიობების ათეულში შედის. გარდა გლობოს სერიალებისა, მას ბრაზილიურ და ამერიკულ ფილმებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი რამდენიმე ფილმი ოსკარზეც იყო წარდგენილი. 2013 წელს ფორბსმა გლორია ბრაზილიაში შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ვარსკვლავად დაასახელა. მსახიობმა გრძელი გზა გაიარა დიდებამდე. 5 წლიდან ეკრანზე ჩანდა და თანდათან ტელევიზიის პირველი ლედის სახელი დაიმკვიდრა.
ჯოვანა ანტონელი
ქართველებისთვის ჯოვანა ანტონელს ორი სახელი აქვს - კაპიტუ და ჰადე. ერთი - სერიალიდან "ოჯახური ურთიერთობები" და მეორე - სერიალიდან "კლონი".
ჯოვანას კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო საბავშვო გადაცემის წამყვანობიდან. შემდეგ იყო ეპიზოდური როლი სერიალ "ტროპიკელ ქალში". ჯოვანას ბრაზილიელების სიყვარული სერიალ "ოჯახურ ურთიერთობებში" შესრულებულმა მეძავის როლმა მოუტანა. ამას მოჰყვა სერიალი "კლონი" 2001 წელს, რამაც ჯოვანა მეგავარსკვლავად აქცია. მისი პირველი ქმარი ბიზნესმენი რიკარდო მედინა იყო, რომელსაც ჯოვანა პატარაობიდან იცნობდა. ისინი 1997 წელს დაქორწინდნენ და 2001 წელს დაშორდნენ ჯოვანას რომანის გამო მურილიო ბენისიოსთან. ისინი კლონის გადასაღებ მოედაზე შეხვდნენ და თავიანთი სიყვარული ტელეეკრანიდან რეალობაში გადაიტანეს.
ფოტო: Contigo
მურილიოსთან დაშორების შემდეგ ანტონელი ამერიკელ ბიზნესმენს გაყვა ცოლად, თუმცა ამერიკაში გადასვლა ვერ შეძლო და მათმა ქორწინებამ მხოლოდ 4 თვეს გასტანა.
ჯოვანა ანტონელი გლობოს იმ იშვიათ მსახიობთა რიცხვში შედის, რომლებიც როლების არსებობის მიუხედავად იღებენ ჰონორარს. ჯერჯერობით, მისი ბოლო პროექტი სერიალი "თამაშის წესებია", სადაც უარყოფითი პერსონაჟი ათენა განასახიერა.
პრესაში მას ბრაზილიელ ჯულია რობერტსს უწოდებენ.
კაროლინა დიკმანი
შეუძლებელია ვინმეს "ოჯახური ურთიერთობები" ნანახი ჰქონდეს და არ ახსოვდეს სერიალის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდი, როდესაც კაროლინა დიკმანის გმირს, ლეიკემიით დაავადებულ კამილას თმას პარსავენ.
კაროლინა ეკრანზე გამოჩენის დღიდან გლობოს სუპერვარსკვლავი გახდა და დღემდე ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლება.
რეინალდო ჯიანეკინი
რეინალდოს გავარსკვლავებაში ყველაზე დიდი წვლილი სცენარისტ მანუელ კარლოშს მიუძღვის, რომელმაც ის სერიალ "ოჯახურ ურთიერთობებში" მიიწვია და დიდ ბრაზილიელ მსახიობებთან თამაშის შესაძლებლობა მისცა. ვერა ფიშერის, მარიეტა სევეროს, ტონი რამოსის, ელენა რანალდისა და სხვების პარტნიორობამ მთელი მისი კარიერა შეცვალა. რეინალდო 6 წლის განმავლობაში ყველაზე სექსუალურ ბრაზილიელ მსახიობად სახელდებოდა.
2011 წელს რეინალდოს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა 2015 წელს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიმსივნე დაამარცხა.
ამჟამად რეინალდო გლობოს პრაიმტაიმის სერიალში მთავარ როლს ასრულებს.
რაც შეეხებათ სხვა ვარსკვლავებს:
რეჟინა და გაბრიელა დუარტეები
ფერნანდა მონტენეგრო
ლეტიცია საბატელა
ელენა რანალდი
ქრისტიანე ტორლონო
კამილა პიტანგა
ედუარდო მოსკოვისი
ტაის არაუჟო
მარიანა ხიმენესი
ვივიანა პაჟმანტერი
ჟულიანა პაეში
დებორა სეკუ
ლუსელია სანტოსი
ანტონიო ფაგუნდესი
ტონი რამოსი
რა თქმა უნდა ეს ყველა ის ბრაზილიელი მსახიობი არ არის რომლებმაც თავი სხვადასხვა სერიალებითა და მათი პერსონაჟებით დაგვამახსოვრეს, მაგრამ გასახსენებლად ესეც საკმარისია, დანარჩენი თქვენ გაიხსენეთ და ჩვენც გაგვახსენეთ.
-
შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
გადახედვა
-
საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე
გადახედვა
-
მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს აინიცირებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს აინიცირებს
გადახედვა
-
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა
-
25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი? 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?
გადახედვა
-
მარნეულის მუნიციპალიტეტში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს მარნეულის მუნიციპალიტეტში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში
გადახედვა
-
სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
გადახედვა
-
"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
გადახედვა
-
რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე? რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე?
გადახედვა
-
Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს" Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში მაისის თვეში 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში მაისის თვეში 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
-
ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს" რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს" ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს"
გადახედვა
-
ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს
-
ჩემს მუსიკას ბარბაროსული სისულელეებისთვის ნუ იყენებთ — არიანა გრანდე თეთრ სახლს მიმართავს ჩემს მუსიკას ბარბაროსული სისულელეებისთვის ნუ იყენებთ — არიანა გრანდე თეთრ სახლს მიმართავს
გადახედვა
-
8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან
გადახედვა
კომენტარები