მეამბოხე სულები 16 წლის შემდეგ
ფოტო: 4 Caminos
წლების წინ, როცა ჯერ კიდევ მოსწავლე ვიყავი, სკოლიდან გამოსვლას, ბევრ სხვა სასიხარულო მიზეზთან ერთად, ისიც ემატებოდა, რომ ვიცოდი - სანამ მეცადინეობას დავიწყებდი რუსთავი 2-ზე მიას, პაბლოს, მარისასა და მანუელის ამბებს ვნახავდი, იმ დროს ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პერსონაჟებს არგენტინული სერიალიდან მეამბოხე სულები.
სერიალი 2002 წელს, არგენტინაში, კრის მორენამ გადაიღო. სიუჟეტი ჩვენთვის საოცნებო კოლეჯში ვითარდებოდა, სადაც ყველა ტიპის და წარმომავლობის ადამიანს შეხვდებოდით.
არგენტინელ თინეიჯერების ცხოვრება, სასიყვარულო თავგადასავლები, მეგობრული თუ სახიფათო კავშირები, ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანს გადახდეს ამ ასაკში, უფრო სწორედ კი, რაც შეიძლებოდა ჩვენ გადაგვხდენოდა თავს. რამდენჯერ გიოცნებიათ ისეთ კოლეჯში სწავლაზე, სადაც ღამითაც დარჩებოდით? მინიმუმ 318-ჯერ მაინც, ზუსტად იმდენჯერ რამდენ ეპიზოდსაც მოიცავს შოუ.
სერიალში მთავარ როლებს - კამილა ბორდონაბა, ლუისიანა ლოპილატო, ბენჯამენ როხასი, ფელიპე კოლომბო, კატრინ ფულოპი და სხვა მსახიობები თამაშობენ.
მოდით გავიხსენოთ და გავიგოთ, ამჟამად რას საქმიანობენ ადამიანები, რომლებმაც ბევრ ჩვენგანს თინეიჯერობა გაუხალისეს.
დააჭირეთ ფოტოებს და ნახეთ როგორები იყვნენ და როგორ გამოიყურებიან მეამბოხე სულები 16 წლის შემდეგ.
ლუისიანა ლოპილატო - მია კოლუჩი
ლუისიანა დღეს 29 წლის არის და ცნობილი კანადელი მომღერლის მაიკლ ბუბლეის ცოლია, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს.
მისი სამსახიობო კარიერა ჯერ იდევ 1999 წელს დაიწყო, როდესაც კრის მორენამ (რომელმაც მოგვიანებით ლუისიანას ერთ-ერთი მთავარი როლი მისცა მეამბოხე სულებში) სერიალ Chiquititas-ში გადაიღო.
ის დღემდე აქტიურად მონაწილეობს ფილმებსა და სერიალებში, ასევე მიწვევით თამაშობს არგენტინის რამდენიმე თეატრში. 2016 წელს მისი მონაწილეობით 2 არგენტინული და ერთი ამერიკული ფილმი გამოვიდა, 2017 წელს კი მთავარ როლს შეასრულა ალეხანდრო მაცის სერიალში ის, ვინც სიძულვილამდე მიყვარს.
კამილა ბორდონაბა - მარისა სპირიტო
ფოტო 1: getty
შეიძლება ითქვას, რომ მარისას როლის შემსრულებელი კამილა ბორდონაბა ერთ-ერთი ყველაზე წყნარი და ერთგვარად უჩინარი მსახიობია. მისი ახალი ფოტოების მოძებნა ძალიან გაგიჭირდებათ. მისი კარიერა 2011 წლის შემდეგ წყდება - უარს ამბობს სერიალებზეც, ფილმებზეც, თეატრზეც და მუსიკაზეც კი. ინტერნეტ სივრცეში იმდენად ცოტა იწერება მასზე, რომ ჭორიც გავრცელდა, თითქოს კამილა ბორდონაბა გარდაიცვალა, ეს ამბავი იმდენად აიტაცეს, რომ მის ძმას სპეციალური განცხადების გაკეთებაც კი მოუწია. ტელევიზიებმა კი ბორდონაბაზე ნადირობა გამოაცხადეს. როგორც ცნობილია, კამილა განმარტოებით ცხოვრობს და აღარ აპირებს შოუ-ბიზნესში დაბრუნებას.
ბენჯამენ როხასი - პაბლო ბუსტამანტე
ფოტო 1: gett / ფოტო 2: getty
ფელიპე კოლომბო მთელ თავის დროს მუსიკას უთმობს და სერიალებში მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს. მისი, ჯერ-ჯერობით, ბოლო როლი სერიალში ჩემი მეგობარი განსახიერებული პერსონაჟია.
ფელიპე კოლომბო - მანუელ აგირე
ფოტო 1: getty / ფოტო 2: getty
ფელიპე კოლომბო არგენტინულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახეა, როგორც მსახიობი და ასევე, როგორც მუსიკოსი. მას ხშირად იწვევენ სატელევიზო შოუებში, თამაშობს კინოში, თეატრში და სერიალებში. მეამბოხე სულების შემდეგ კოლომბოს ყველაზე წარმატებული როლი ეროტიკული ჟანრის სერიალი ორმაგი ცხოვრება იყო.
ანჯელას ბალბიანი - ფელ მიტრე
ფოტო 1: getty / ფოტო 2: getty
ანჯელას კარიერა არც მეამბოხე სულებამდე და არც მას შემდეგ ვარსკვლავებს არ ეთამაშებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის რეალური შანსი ჰქონდა. ის ყოველთვის ეკრანს მიღმა ცხოვრებას ამჯობინებდა და იშვიათად თუ მიდიოდა სტუმრად რომელიმე გადაცემაში. 2007 წლის შემდეგ კი, რაც პირველი შვილი გააჩინა, ანჯელა ბალბიანის შესახებ მხოლოდ წარსულ დროში წერენ და მას კვლავ ფელ მიტრესთან აიგივებენ.
ჟასმინ ვარელა - ლუხან ლინარესი
ფოტო 1: getty / ფოტო 2: getty
ჟასმინიც, ისევე როგორც ანჯელა ბალბიანი, დღეს ყველასთვის მხოლოდ ლუხან ლინარესთან ასოცირდება. 2007 წლის შემდეგ, სამსახიობო კარიერაზე ვარელამაც უარი თქვა.
ვიქორია მაურეტე - ვიკო პაზი
ფოტო 1: getty / ფოტო 2: getty
ვიქტორია მაურეტი იდეალურად ახერხებს თანაბარი დრო დაუთმოს კარიერასა და ოჯახს. გარდა მსახიობობისა, ის დიდ დროს უთმობს ტელევიზიასაც, მაურეტე ერთ-ერთ არხზე დილის გადაცემის პროდიუსერია.
დიეგო გარსია - მარკუს აგილარი
ფოტო 1: gtty / ფოტო 2: diego garcia
დიეგოს ვარსკვლავიც მეამბოხე სულების შემდეგ ჩაქრა.
კოკო მაჟიო - ტომას ესკურა
ფოტო 1: getty / ფოტო 2: getty
კოკო ამჟამად არგენტინულ სერიალში - მე ქალწული ვარ მონაწილეობს. მის პირად ცხოვრებაზე არგენტინულ პრესას არაფერი უთქვამს.
დიეგო მესალიო - გუიდო ლასენი
ფოტო 1: getty / ფოტო 2: tele trece
დიეგო ტელეეკრანზე იშვიათად ჩანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მეამბოხე სულებზე სასაუბროდ მიიწვევს. ბოლოს, ეთერში ტრაგიკული შემთხვევის გამო აღმოჩნდა, მსახიობს თვალში სპირტი შეესხა, რის გამოც ერთი თვალით ვეღარ ხედავს. დიეგომ უკვე ექვსი ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ჯერ-ჯერობით ექიმებმა მისთვის მხედველობის დაბრუნება ვერ შეძლეს.
მიქაელა ვასკესი - პილარ დუნოფი
ფოტო 1: getty / ფოტო 2: getty
მიქაელა ვასკესი დღეს არგენტინაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი და ტელეწამყვანია. ის ერთდროულად ოთხ ტელევიზიასთან თანამშრომლობს - სამი მათგანის სერიალში მონაწილეობს და ერთში გადაცემის წამყვანია. ასევე აქტიურია თეატრშიც.
ინეს პალომბო - სოლ რივაროლა
ფოტო 1: getty / ფოტო 2: getty
ინესი არგენტინული ტელევიზიის ვარსკვლავად სწორედ მეამბოხე სულებმა აქცია და სერიალის დასრულების შემდეგ მისი პოპულარობა უფრო და უფრო იზრდებოდა. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სერიალი კონფლიქტები, რომელშიც ის მონაწილეობდა, ხოლო ახალ პროექტზე მუშაობა უკვე აქტიურად დაიწყო.
ლიზ მორენო - ლოლა არაგუაია
ფოტო 1: getty / ფოტო 2: getty
ლის მორენო და ლოლას პერსონაჟი ჩემთვის შოუს ერთ-ერთი მთავარი კოზირი იყო. ლიზი 2014 წლიდან América TV-ის თანამშრომელია და საკუთარი თოქ-შოუ მიჰყავს. ასევე აქტიურია twitter-ზე, Facebook-სა და youtube-ზე, სადაც საკუთარი ჩენელი აქვს.
კატრინ ფულოპი - სონია რეი
ფოტო 1: getty
სერიალის მაყურებლებისთვის სონია რეი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი იყო და შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან მისი პოპულარობა ოთხ მთავარ პერსონაჟსაც კი ჩრდილავდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი რა თქმა უნდა კატრინ ფულოპია. ფულოპი დღეს 51 წლის არის და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი და შოუმენია. იწვევენ სერიალებში, აძლევენ მთავარ როლებს, ათამაშებენ თეატრსა და კინოში. აქვს საკუთარი გადაცემა და არის ორი გადაცემის ჟიურის წევრი. ითვლება არგენტინის სექს სიმბოლოდ და ხშირად იღებენ ფლეიბოის ფოტოსესიებში.
არტურო ბონინი - მარსელ დუნოფი
ფოტო: getty
ასე გამოიყურება დღეს იმ სკოლის დირექტორი, რომელში სწავლაზეც ხშირად გვიოცნებია. არტურო ბონინი ამჟამად მხოლოდ თეატრის სცენაზე თამაშობს, ისიც ძალიან იშვიათად.
ბოი ოლმი - სერხიო ბუსტამანტე
ფოტო 1: getty / ფოტო 2: getty
პაბლოს მამას რა დაგავიწყებდათ?! მსახიობი ბოი ოლმი არგენტინაში ერთ-ერთი პოპულარული მსახიობია და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ხშირად უარყოფით როლს ასრულებს. თუმცა, საბედნიეროდ, როგორც ამბობენ ის მზრუნველი მამა, მეუღლე და ბაბუაა.
ჰილდა ბერნარდი - ჰილდა აკოსტა
ფოტო 1: getty / ფოტო 2: getty
არგენტინული კინოს, თეატრის, რადიოსა და ტელევიზიის პიონერი, 95 წლის ჰილდა ბერნარდი დღეს ტელეეკრანზე აღარ ჩნდება. თუმცა მისი შესრულებული როლები არაერთხელ გამხდარა კრიტიკოსთა აღფრთოვანების მიზეზი. ჩვენ კი მისი შესრულებული ჰილდა აკოსტა გვახსოვს, მკაცრი, მაგრამ ყველაზე საყვარელი ისტორიის მასწავლებელი.
16 წელი გავიდა მას შემდეგ რაც არგენტინაში ჩვენთვის საყვარელი სერიალი მეამბოხე სულები გადაიღეს.
დრო გავიდა, მსახიობები, რომლებიც გვიყვარდა და რომლებსაც ვბაძავდით, დღეს დიდი-გოგო ბიჭები არიან, ზოგიერთი მათგანი წარმატებულია, ზოგმაც სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა კარიერაზე, მაგრამ ჩვენ დღესაც გვახსოვს და ალბათ სულ გვემახსოვრება ყველა თუ არა, უმეტესობა მათგანი მაინც.
-
გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
-
დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა
გადახედვა
-
28 თებერვალს პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — რა უნდა ვიცოდეთ 28 თებერვალს პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — რა უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა
გადახედვა
-
28 თებერვალი — Extra.ge-ს დაბადების დღე! 28 თებერვალი — Extra.ge-ს დაბადების დღე!
-
თეონა ჭალიძე: მივმართავ სოციალურად დაუცველებს, ვისაც გადაგამოწმებენ უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები და შედეგად თუ უსამართლოდ შეგიჩერდებათ ან შეგიწყდებათ საარსებო შემწეობა დამიკავშირდით თეონა ჭალიძე: მივმართავ სოციალურად დაუცველებს, ვისაც გადაგამოწმებენ უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები და შედეგად თუ უსამართლოდ შეგიჩერდებათ ან შეგიწყდებათ საარსებო შემწეობა დამიკავშირდით
გადახედვა
-
6 ოპოზიციური პარტია ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს 6 ოპოზიციური პარტია ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
შვიდი სამეფოს რაინდი — წლის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი შვიდი სამეფოს რაინდი — წლის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი
გადახედვა
-
ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს
გადახედვა
-
საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები: მტკიცება, რომ ჩვენმა ქვეყნებმა მოუწოდეს საქართველოს II ფრონტის გახსნისკენ, დეზინფორმაციას საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები: მტკიცება, რომ ჩვენმა ქვეყნებმა მოუწოდეს საქართველოს II ფრონტის გახსნისკენ, დეზინფორმაციას
გადახედვა
-
ევროკომისია: ომის ოთხი წლისთავზე, ჩვენს შტაბ-ბინაზე უკრაინის ფერები უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამძლეობის შეხსენებაა ევროკომისია: ომის ოთხი წლისთავზე, ჩვენს შტაბ-ბინაზე უკრაინის ფერები უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამძლეობის შეხსენებაა
გადახედვა
-
ნობელიანტმა ქიმიკოსმა მანქანა შექმნა, რომელიც ჰაერიდან დღეში 1000 ლიტრ წყალს გამოყოფს ნობელიანტმა ქიმიკოსმა მანქანა შექმნა, რომელიც ჰაერიდან დღეში 1000 ლიტრ წყალს გამოყოფს
გადახედვა
-
ვების ტელესკოპმა ურანის იონოსფერო პირველად გადაიღო და პოლარული ციალები გამოავლინა ვების ტელესკოპმა ურანის იონოსფერო პირველად გადაიღო და პოლარული ციალები გამოავლინა
გადახედვა
-
საჰარის უდაბნოში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს — მას თავის ქალაზე უცნაური გამონაზარდი აქვს საჰარის უდაბნოში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს — მას თავის ქალაზე უცნაური გამონაზარდი აქვს
გადახედვა
-
ევროპის ქვეყნების ელჩებმა, ახალგაზრდებთან ერთად იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს ევროპის ქვეყნების ელჩებმა, ახალგაზრდებთან ერთად იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გადახედვა
-
რა არის ტეტჩერის ეფექტი? — გამოცადეთ საკუთარ თავზე რა არის ტეტჩერის ეფექტი? — გამოცადეთ საკუთარ თავზე
გადახედვა
-
YouTube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო მუზეუმში გამოფინეს YouTube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო მუზეუმში გამოფინეს
გადახედვა
-
ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
-
მოძრაობა "ხმა": მაია კაკიაშილის ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია მოძრაობა "ხმა": მაია კაკიაშილის ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ნამდვილი ცხოველია თუ გამოგონილი ქვიზი: გამოიცანი ნამდვილი ცხოველია თუ გამოგონილი
კომენტარები