Johnson & Johnson კორონავირუსის ვაქცინისთვის მილიარდ დოლარს გამოჰყოფს
ფარმაცევტული გიგანტი Johnson & Johnson მოწინავე ბიოსამედიცინო კვლევების და განვითარების ორგანოსთან (BARDA) თანამშრომლობით COVID-19-ის ვაქცინისა და ანტივირუსული მკურნალობის კვლევისთვის ერთ მილიარდ დოლარს გამოჰყოფს. ამის შესახებ კომპანიამ ორშაბათს განაცხადა.
შეთანხმების თანახმად, კომპანიის მიზანს ვაქცინის ერთ მილიარდზე მეტი დოზის მომარაგება წარმოადგენს, რომელიც J&J-ის მიხედვით, კლინიკური ცდებისთვის 2020 წლის სექტემბრისთვის იქნება მზად. ხოლო ვაქცინის პირველი პარტია, შესაძლოა, 2021 წლის დასაწყისში გადაუდებელი შემთხვევებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
ვაქცინის გარდა, BARDA-სა და J&J-ის თანაშრომლობის ფარგლებში პოტენციური ანტივირუსული მკურნალობის მეთოდების შემუშავება და კვლევაც იგეგმება.
J&J-ის თქმით, მათ წარმოების მოცულობა მთელ მსოფლიოში გააფართოვეს, რაც ხელმისაწვდომი ვაქცინის შექმნასა და მისი გადაუდებელ სიტუაციებში არაკომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში დაეხმარებათ.
J&J-მა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გუნდთან ერთად ვაქცინის პოტენციური კანდიდატების კვლევა ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო. კომპანიის თქმით აღნიშნული კანდიდატები რამდენიმე აკადემიურ ინსტიტუტში შემოწმდა და შედეგად COVID-19-ის ვაქცინის კანდიდატიც შეირჩა.
ფარმაცევტულმა კომპანიამ Moderna-მ, რომელიც ასევე ვაქცინაზე მუშაობს, გასულ კვირას განაცხადა, რომ, შესაძლოა, შემოდგომისთვის მათ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებისთვის მკურნალობის ექსპერიმენტალური მეთოდი ჰქონდეთ.
ასევე, Moderna-ს ვაქცინა COVID-19-ის ვირუსის ნაცვლად საინფორმაციო რნმ-ს იყენებს, რაც ნიშნავს, რომ აცრის დროს მიმღები უშუალოდ დაავადებას არ იღებს, შესაბამისად კი მისი გადადების რისკის ქვეშ არ არიან.
გასულ ორშაბათს Moderna-მ ვაშნგტონის შტატში მოხალისეებზე ვაქცინის გამოცდა უკვე დაიწყო.
კომენტარები