რას ჰყვებიან ქალები, რომლებიც ექიმს კარანტინის დროს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ფოტო: AJC
29 წლის მარიამ ქ. საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით 24 მარტს, დილით შემოვიდა. ის მარნეულის სასტუმროს კარანტინში მოათავსეს.
მარიამი On.ge-სთან ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში არავის გაუსინჯავს და არც ტემპერატურა გაუზომეს, ექიმის კონსულტაცია კი ღამის საათებში შესთავაზეს. სპეციალისტი მის ნომერში საღამოს 10 საათისთვის შევიდა. თავდაპირველად კორონავირუსის სიმპტომების არსებობით დაინტერესდა, რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ არაფერი აწუხებდა.
"საბაბი არ მიმიცია, რომ ჩემზე რამე განსაკუთრებული კვლევა ჩაეტარებინა. დაიწყო ყელის დათვალიერება, მერე სასუნთქი გზები უნდა გავსინჯოთო. გზადაგზა მეკითხებოდა, უი, რამდენი წლის ხარ, სად სწავლობ. ასე ღიად არ მაწვებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არა იყო. მერე მითხრა, ზედა უნდა გაიხადო, რომ სუნთქვა შევამოწმოთო. ეგ ჩვეულებრივ ამბად მივიჩნიე, მაგრამ თავი უკვე უხერხულად ვიგრძენი. ვუთხარი, ლიფს ჩავიცვამ და მოვალ-მეთქი", — ამბობს მარიამი.
ის ჰყვება, რომ შემდეგ ექიმმა, გასინჯვის გაგრძელების მოტივით, ლოგინზე დაწოლა მოსთხოვა. მარიამის თქმით, კაცმა განუმარტა, რომ ზურგზე დაწოლა სახსრების შესამოწმებლად იყო საჭირო, რადგან სახსრების ტკივილი კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია.
"მაცვია უთხელესი ელასტიკი და მითხრა, რომ ეს ელასტიკიც უნდა გაიხადოო. ჩავიწიე ელასტიკი კოჭებამდე [...] შემოწმება დაიწყო ნეკნებიდან. ყველაზე დიდი ხანი საშოს არეში გაჩერდა. ზედ საშოზე ხელი არ დაუდია, მაგრამ ასე ჩაუყვა ბარძაყის გვერდებს. მერე გადმომატრიალა მუცელზე. საჯდომის ქვემოთაც ჩამიყო ხელები, მერე კოჭები და მუხლებიც გამისინჯა, ხელებზე არაფერი შეუმოწმებია. მითხრა, ღრმა სახსრების გამტარობაც გამოვიკვლიეთო", — ჰყვება მარიამი.
მისივე თქმით, მთელი პროცესის განმავლობაში თავს უხერხულად გრძნობდა, ამიტომ აქეთ-იქით იყურებოდა და ელოდა, როდის დამთავრდებოდა შემოწმება. მარიამი იხსენებს, რომ ამის გამო ექიმმა ერთგვარი შენიშვნაც მისცა — უთხრა, რომ შემოწმების დროს მისთვის თვალებში შეეხედა და მზერა სხვა რამეზე არ გადაეტანა. მისივე თქმით, გასიჯნვის დროს ექიმმა რამდენჯერმა ჰკითხა, ცხოვრობდა თუ არა მარტო, რადგან იზოლაციაში გადასვლის შემდეგ მარტო უნდა ყოფილიყო:
"ვუთხარი, რომ დედასთან ერთად ვცხოვრობდი და ის გადადიოდა. შემდეგ ნომერი ჩამაწერინა, როცა გინდა დამირეკე, გაწერილიც რომ იყოო. ბოლოს, ალბათ, ვერ მოითმინა და რომ გადიოდა, მითხრა, რომ მეუღლე ან შეყვარებული თუ გყავს, ხომ იცი, ორი კვირა არ უნდა ნახოო", — ამბობს მარიამი.
ის არ არის ერთადერთი, ვინც იგივე სასტუმროში, იმავე ექიმს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. On.ge ესაუბრა 17 წლის გოგოსაც, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს.
არასრულწლოვანი ჰყვება, რომ ექიმი მასთან ღამის 11 საათზე, გაუფრთხილებლად მივიდა. ანას (სახელი შეცვლილია) თქმით, კაცი მთლიანად ეკიპირებული იყო და ნომერში შესვლის დროს სახელითა და გვარით არ გაცნობია.
"მითხრა, რომ წელს ზემოთ ყველაფერი გამეხადა. თავიდან ყელი და სუნთქვა შემიმოწმა, შემდეგ მითხრა დაწექიო. შარვალი გაიხადეო. თავიდან ოდნავ ჩავიწიე, თუმცა მთლიანად გამახდევინა. ძალიან უხერხულად ვიყავი, რადგან ასეთი შემოწმება არსად გამიგია. მითხრა, სახსრები უნდა შეგიმოწმოთო, რადგან ევროპაში ეს გამოეპარათ და ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროსო. როცა მუცელზე დავწექი, კინაღამ გადამიწია საცვალი და ძალიან უხერხულად მეხებოდა. შემდეგ ფეხზე ჩაასრიალა ხელები, ძალიან უხერხულად ვიყავი. სულ ირონიულად მელაპარაკებოდა, რატომ ნერვიულობ და ეგეთები. წასვლის წინ მითხრა, შეყვარებული თუ გყავს, დაგელოდოს ათი დღეო. იცინოდა", — იხსენებს ანა.
17 წლის გოგო ამბობს, რომ თავიდან ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა, რადგან გასინჯვა დიდხანს არ გაგრძელებულა.
"შემდეგ მეგობრებს ვკითხე, ვინც მსგავსი პროცესი გაიარა და ასეთი არავის გადახდენია. თავიდანვე მივხვდი, რომ არ იყო სწორი", — ამბობს ის.
მარიამისგან და ანასგან განსხვავებულად გასინჯა იმავე ექიმმა სხვა პაციენტი. ნათია (სახელი შეცვლილია), რომელიც კარანტინში შვილთან ერთად იყო, On.ge-ს უყვება, რომ კაცს მისთვის სახსრები არ შეუმოწმებია და ფილტვების გასინჯვის დროს არც სამოსის გახდა მოუთხოვია. მისი თქმით, ექიმმა მხოლოდ კოჭები, მუხლები და ხელები შეუმოწმა. მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ეძინა, ექიმს საერთოდ არ გაუსინჯავს.
მარიამ ქ. უკვე თბილისშია, თვითიზოლაციაში. მარნეულის სასტუმროდან დაბრუნების შემდეგ მან სახალხო დამცველს მიმართა. ომბუდსმენის აპარატში საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებულია და დაუკავშირდნენ ექიმსაც, თუმცა მისგან ოფიციალური პასუხის შესახებ ჯერ უცნობია. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.
ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე On.ge-სთან აღნიშნავს, რომ ექიმების მხრიდან პაციენტების სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართვიანობა იშვიათია.
"ჩვენი მთავარი ტენდენცია მაინც სამუშაო სივრცეში სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება", — ამბობს ის.
სხილაძე აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა მომართვიანობა ზოგადადაც დაბალია, მთავარ გამოწვევად კი კვლავ საზოგადოების დამოკიდებულება რჩება.
ექიმის მხრიდან პაციენტის სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ კაცი სამინისტროს ან გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი არ არის, თუმცა არ აკონკრეტებენ, როგორ მოხვდა ის კარანტინის ზონაში. მათი ინფორმაციით, საქმეს აკვირდებიან და გამოძიების შემდეგ შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
On.ge დაუკავშირდა ექიმს, რომელსაც ორი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ის ადასტურებს, რომ 24 მარტს მარნეულში მარიამ ქ. გასინჯა, თუმცა ბრალდებებს უარყოფს.
მისი თქმით, გაიდლაინით იხელმძღვანელა და ყველა პაციენტი ერთნაირად შეამოწმა. 31 წლის კაცი მიუთითებს, რომ პაციენტს შეეძლო პროცედურაზე უარი ეთქვა.
"სახსრებში შევამოწმე, ფილტვებში მოვუსმინე, ტემპერატურა გავუზომე, გამოვკითხე... სახსრებზე ხელით გავსინჯე, ერთი დადებით. დავადე, გტკივა? არა. "ვსიო". მეტი რა უფლება მაქვს ხელი მოვკიდო ზედმეტად... რაღაცაზე ხომ უნდა მომეჭირა ხელი, რომ მეთქვა? მე გავსინჯე მენჯ-ბარძაყის სახსარი, მუხლების სახსარი, ხელის სახსარი, თითის დადებით... ინტიმურ ადგილებში არ შევხებივარ, ინტიმურ ადგილებში არაა სახსარი", — ამბობს ის.
On.ge დაინტერესდა, აგრძელებს თუ არა ის სამედიცინო საქმიანობას და სად. ჯანდაცვის სამინისტროში ამ კითხვას არ პასუხობენ. თავად ექიმი ამბობს, რომ ამ დროისთვის თავისი სურვილით ისვენებს და მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებს. სამუშაო ადგილს არც ის აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კონკრეტული სპეციალიზაცია არ აქვს და სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომელია. ჯანდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ის სახელმწიფო სასწრაფო დახმარებაში დასაქმებული არ არის. სახელმწიფოს გარდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ქვეყანაში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას ჰყავს.
უცნობია, ექიმს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, რატომ არ შეუჩერდა სამედიცინო საქმიანობის უფლება დროებით მაინც, სანამ სახალხო დამცველი საკითხს სწავლობს.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა

კომენტარები