5 პრობლემა, რომელსაც თანხის მოთხოვნის ფუნქციონალი თქვენ ნაცვლად მოაგვარებს
როცა მეგობრები დიდ წვეულებას აწყობთ ან სამსახურში ლანჩზე მთელ ოფისს ერთი ადამიანი ეგზავნება, ყოველთვის იჩენს თავს წვრილმანი პრობლემები — როგორ გავანაწილოთ თანხა? ნაღდი ფულით სჯობს დაბრუნება თუ გადარიცხვა? სხვა ბანკიდან როგორ გადმოვრიცხო?
ცოტა ხნის წინ, TBC Pay-ს აპლიკაციას ახალი ფუნქციონალი — თანხის მოთხოვნა (Money Request) დაემატა. ეს სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც სხვადასხვა შეკრებების ორგანიზების და ფულის შეგროვების ინიციატორები არიან.
თუ TBC Pay-ს პლატფორმას იყენებთ, აუცილებელი არ არის მხოლოდ ერთი ბანკის მომხმარებელი იყოთ ან საბანკო ბარათი გქონდეთ, ვინაიდან გადახდა ელექტრონული საფულითაც შეგიძლიათ, ხოლო საფულის შევსება თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, ნაღდი ფულით და საკომისიოს გარეშე არის შესაძლებელი. TBC Pay-ს მობილური აპლიკაცია და ვებგვერდი ყველა იმ სიკეთეს აერთიანებს, რასაც სხვადასხვა საბანკო თუ არასაბანკო ფინანსური პლატფორმა იძლევა.
და მაინც, რატომ არის თიბისი ფეის აპლიკაცია და მისი თანხის შეგროვების სერვისი განსაკუთრებული?
1. თანხის შეგროვების პროცესი უფრო მარტივია
ალბათ ერთხელ მაინც ვყოფილვართ ისეთ სიტუაციაში,როცა მეგობრისთვის საერთო საჩუქრის ყიდვა დაგვევალა და ჩვენდაუნებურად გავეხვიეთ თანხის შეგროვების დაუსრულებელ, ქაოსურ პროცესში. აპლიკაციით თანხის მოთხოვნის შესაძლებლობა სწორედ ამ პრობლემას აგვარებს:
თანხის მოთხოვნისთვის საკმარისია ადრესატის მობილურის ნომერი. იმ შემთხვევაშიც კი თუ მას აპლიკაცია არ აქვს ჩამოტვირთული, შეტყობინება თანხის მოთხოვნის შესახებ, სმს-ის სახით მიუვა. ხოლო მას შემდეგ, რაც ლინკზე გადავა და შეიყვანეს ნებისმიერი ქართული საბანკო ბარათის მონაცემებს, მოთხოვნილი თანხა მას ანგარიშიდან ჩამოეჭრება.
2. შენ ნაცვლად დაითვლის და გადაანაწილებს თანხას
მეგობრების შეკრებისას, ან თანამშრომლებთან ლანჩისას, ძირითადად ერთი ადამიანი იხდის მთელი გუნდისთვის. აპლიკაციაში ჯამური თანხის ჩაწერის შემდეგ, თანხა ყველა ადრესატზე თანაბრად გაიყოფა. თუმცა, აპლიკაცია ასევე იძლევა საშუალებას, მიმღებს ინდივიდუალურად განესაზღვროს გადმოსარიცხი თანხა.
3. შეახსენებს თანხის გადმორიცხვას
ალბათ, ერთხელ მაინც გამოგვიცდია ის სიტუაცია, როდესაც მეგობარს შეკვეთის შემდეგ თანხის ჩარიცხვა დავიწყებია.
ასეთ დროს შეხსენების უხერხულობას აპლიკაცია აგარიდებთ და ყველას, ვისაც თანხა ჯერ არ ჩაურიცხავს, შემახსენებელ სმს შეტყობინებას გაუგზავნის.
ასე ხომ უფრო მარტივია.
4. შაბათ-კვირას თანხა სხვა ბანკიდან მომენტალურად ჩაირიცხება
სხვადასხვა ბანკებს შორის გადარიცხვები შაბათ-კვირას, ან არასამუშაო საათებში არასასურველია, რადგან ორშაბათამდე ან მეორე დილამდე გიწევს ლოდინი. TBC Pay-ს აპლიკაციის მეშვეობით კი ჩარიცხული თანხის ბანკომატიდან გამოტანა მომენტალურად არის შესაძლებელი.
5. თანხას ინტერნეტის გარეშეც გადარიცხავ
აპლიკაციების მოხმარებისას უმეტეს შემთხვევაში ინტერნეტის არქონა სერიოზული ბარიერია. თიბისი ფეის აპლიკაცია გადახდების ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც მობილური ინტერნეტის ამოწურვის შემთხვევაშიც მუშაობს. გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე ეს სერვისი მხოლოდ მაგთის აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი.
თანხის მოთხოვნის ფუნქციონალი, ქართულ ბაზარზე, თიბისი ფეის ექსკლუზიური სიახლეა. ეს ფუნქციონალი მუდმივად იხვეწება და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, სწორედ ამ სერვისის მოხერხებულობის ხათრით, თანხის შეგროვების ინიციატორიც უფრო ხშირად იყოთ და ვინ იცის, იქნებ ამდენჯერ გადადებული და თავმოუბმელი კლასის შეკრებაც კი ითავოთ.
აქამდე რაც რთულად გეჩვენებოდათ, ახლა უფრო მარტივია!
აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ როგორც iPhone-ზე, ისე ანდროიდის სისტემის სმარტფონზე. ამისთვის მიჰყევით ბმულებს:
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები