ამირან გამყრელიძე: საყოველთაო ტესტირებას არცერთი ქვეყანა არ აწარმოებს
ფოტო: დაავადებათა კონტროლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსზე საყოველთაო ტესტირებას არც ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ამის შესახებ მან მთავარის ეთერში ისაუბრა.
"გერმანიის მოსახლეობა 82 მილიონია. კორეის მოსახლეობა არის 50 მილიონი. სამხრეთ კორეას დღემდე ჩატარებული აქვს 350 ათასი ტესტირება, ყველა ერთად აღებული — სწრაფიც, ოქროს სტანდარტიც და ა.შ. გერმანიაში ჩატარებულია 250 ათასი ტესტი. ნახეთ ახლა 250 ათასი 82 მილიონზე, თუ ამას დაარქმევთ საყოველთაოს", — აღნიშნა გამყრელიძემ.
როგორც ის ხსნის, იმის გამო, რომ მარნეულსა და ბოლნისში ვირუსის პირველწყაროზე ვერ გავიდნენ, იქ გაფართოებული ტესტირებაა ჩასატარებელი. გამყრელიძის განმარტებით, ტესტირება უნდა ჩაუტარდეს ყველას, ვისაც აღენიშნება სიცხე ან მძიმე პნევმონია.
"თავიდან ყველა ქვეყანამ დაიწყო ოქროს სტანდარტზე, ანუ PCR-ზე დამყარებული ტექნოლოგიით [ტესტირება]. მერე შემუშავდა სწრაფი ტესტი. არის ორი ტიპის ანტისხეული, რომელიც ორგანიზმში ვითარდება, ზოგადად, ინფექციების დროს. არის IGG, ანუ იმონუგლობულინ G-ს ანტისხეული, რომელიც მიუთითებს რომ დაავადება გადატანილი გაქვს და შეიძლება გამოჯანმრთელებული ხარ. არის მეორე IGM, ანუ იმონუგლობულინ M-ზე დამყარებული, რომელიც გეუბნება, რომ მწვავე რეაქციაში ხარ. IGM ჩნდება ორგანიზმში ინფექციის დაწყებიდან მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე დღეს. როდესაც ოქროს სტანდარტი, რასაც საქართველოში ვაკეთებთ, იჭერს პირველ, მეორე დღეს და ხანდახან უსიმპტომო სტადიაში. ამიტომ ქვეყანაში უდნა იყოს ყველა სახის ტესტი", — ამბობს ამირან გამყრელიძე.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროის მონაცემებით, დაინფიცირებულია 67 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში არის 4 055 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტი რჩება.
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა ორივე რაიონის შესასვლელი, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ასევე, გაიშალა საველე ჰოსპიტლები.
ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაადგილება აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტით, გარდა პირადი ავტომობილებისა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვები დაწესდა ტაქსებზე. კერძოდ, მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა შეიძლება უკანა სავარძლებზე და ფანჯრები უნდა იყოს ღია.
23 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ავიახაზები 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 6 ქალაქიდან ჩამოიყვანს მგზავრებს. მთავრობის მოთხოვნით, ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს €199-ს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა. კერძოდ:
- მუშაობა შეწყვიტა ყველა სავაჭრო ობიექტმა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო და საფოსტო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკების გარდა;
- აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება;
- საზღვარი დაკეტილია ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის;
- საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- საჯარო დაწესებულებების ნაწილმა, მათ შორის, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა მომსახურებები შეზღუდა;
გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
-
დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს
გადახედვა
-
გურჯაანში, საბავშვო გასართობ სივრცეში ცხედარი იპოვეს — გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო გურჯაანში, საბავშვო გასართობ სივრცეში ცხედარი იპოვეს — გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება
გადახედვა
-
დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუქში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა — Арцыд растаг 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუქში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა — Арцыд растаг
გადახედვა
კომენტარები