IBM-ის სუპერკომპიუტერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაერთები ამოიცნო
ახალი კორონავირუსი მეცნიერთათვის დიდი გამოწვევაა: ვირუსის გავრცელების სიჩქარე ძალიან მაღალია, ამიტომ საჭიროა, რომ კვლევების სისწრაფეც გაიზარდოს.
IBM-ის სუპერკომპიუტერი, რომელიც ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი ცდილობს ვაქცინის მილიონობით სხვადასხვა კომბინაციას შორის შეარჩიოს ის, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად იმუშავებს.
სუპერკომპიუტერმა ასეთი 77 ვარიანტი აღმოაჩინა. ეს წინგადადგმული ნაბიჯი ყველაზე ეფექტური ვაქცინის მიღების იმედს იძლევა. ოაკ-რიდჯის ეროვნული ლაბორატორიის მკლევრებმა კვლევების შედეგები ChemRxiv-ში გამოაქვეყნეს.
ვირუსები ჯანსაღ უჯრედებს საკუთარ გენეტიკურ მასალას ზედაპირზე გამოშვერილი ეკლის მსგავსი ცილების დახმარებით გადასცემენ. სუპერკომპიუტერის მიზანია იპოვოს ისეთი წამლის შემადგენლობა, რომელიც ამ ეკლებს მიებმება და ვირუსის გავრცელებას შეაფერხებს.
ოაკ რიდჯის მკვლევარმა, მიკოლას სმიტმა, კორონავირუსის ზედაპირზე არსებული ცილების მოდელი იანვარში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით შექმნა. სუერკომპიუტერის დახმარებით კი მან ნივთიერებებისა და ვირუსის ნაწილაკებს შორის მიმდინარე რეაქციების სიმულაციები ჩაატარა. 8000-ზე მეტი ასეთი სიმულაციის შემდეგ კი 77 ნაერთი შეირჩა.
მკვლევრების თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და გამოვლენილი ნაერთების ეფექტურობის შესამოწმებლად ხანგრძლივი კვლევებია ჩასატარებელი.
კომენტარები