გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი "გოგონა და ოქროს თევზი" ანიმაციურ ფილმად გაცოცხლდება
ალბათ ბევრს წაგვიკითხავს გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი, რომელიც გოგონასა და ოქროს თევზის საოცარ მეგობრობაზე გვიამბობს.
Halfpace Studio ზღაპრის ანიმაციურ ფილმად ქცევას აპირებს, რომელიც გასართობთან ერთად, შემეცნებითი დატვირთვისაც იქნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა და პროდიუსერმა ლევან ლაფაჩიმ On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მაყურებელი მასში უამრავ დაფარულ მესიჯსაც აღმოაჩენს.
ანიმაციურ ფილმში The Girl And A Golden Fish არ იქნება დიალოგები, შესაბამისად, მისი აღქმა ერთნაირად მარტივი იქნება ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის.
„რეალურად, ფილმს აქვს უდიდესი პოტენციალი გავიდეს ისეთ ქვეყნებში ფესტივალებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ასე შემდეგ” - გვითხრა ლევან ლაფაჩიმ.
ფილმის გამოსვლის თარიღი, ჯერ-ჯერობით, უცნობია. გუნდი სექტემბერში თიზერის გამოშვებასთან ერთად გეგმავს დაფინანსების კამპანიის დაწყებასა და ინფორმაციის შემოწირულობების საიტებზე განთავსებას.
ანიმაციურ ფილმზე ამ ეტაპზე მუშაობენ:
- ლევან ლაფაჩი - პროდიუსერი, პროექტის ხელმძღვანელი, ანიმაციის სუპერვაიზერი;
- ანუკა ბარათაშვილი - მხატვარი;
- ირაკლი ღარიბაშვილი - არტ დირექტორი, ანიმატორი.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, სამუშაო ეტაპებიდან გამომდინარე, გუნდი გაიზრდება და მასში იქნებიან სამ განზომილებიანი მოდელერები, რიგერები, ანიმატორები, განათების და რენდერის არტისტები და პოსტ პროდაქშენის არტისტები. ლევან ლაფაჩიმ აღნიშნა, რომ საქართველოში პროექტის დამფინანსებლის მოძებნა გაუჭირდათ:
„დაფინანსებას რაც შეეხება ამ ეტაპზე მთლიანად "ქრაუდ ფანდინგის" იმედი გვაქვს, რადგანაც ამ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოში არ მოიძებნა ის ადამიანი, ვინც მცირე რესურსის ჩადებით ამ სფეროს ასეულობით მილიონიან შემოსავლად აქცევდა, რომელიც ქვეყნისა და მისი ეკონომიკისთვის უდიდესი პლიუსი იქნებოდა. თუმცა, თუ ამ ეტაპზე მაინც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენი დახმარების სურვილს გამოთქვამს, მასთან სიამოვნებით გავივლით ფინანსურ დეტალებს და დავანახებთ ამ სფეროს მნიშვნელობას“.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა

კომენტარები