ქართული ოცნება რა დოკუმენტსაც მოამზადებს, თვითონ მიიღოს — ხვიჩია საარჩევნო სისტემაზე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციამ ქართულ ოცნების მიერ მოწყობილ "მასკარადში" მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. მისი თქმით, ნებისმიერი დოკუმენტი, რასაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ქართული ოცნება მამზადებს თავად უნდა მიიღონ.
"ჩვენ არ უნდა ავყვეთ ქართულ ოცნებას ამ თამაშში. უნდა დავუტოვოთ ყველაფერი რა დოკუმენტსაც ის მოამზადებს თვითონ მისაღებად, თუ რამის მიღება უნდა, მაგრამ ასეთ არასერიოზულ პროცესში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს და რომელიც ქართულმა ოცნებამ ვაჭრობას დაამსგავსა, ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს", — თქვა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას აზრით, ოპოზიციამ ერთჯერად მხარი უნდა დაუჭიროს მხოლოდ ისეთ შეთავაზებას, რომელიც კომპრომისული იქნება და პირობას მეტნაკლებად შეასრულებს. მისი აზრით, ასევე, უნდა მოხდეს პოლიტიკური პატიმრების საკითხის "რაღაც დონეზე" გადაწყვეტა. ხვიჩიამ თქვა, რომ ოპოზიციამ ნებისმიერი ტიპის არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყოს, როგორც არ უნდა ჩატარდეს ის.
თებერვალში იაგი ხვიჩია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. მაშინ იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ "მოსაზრებები გაცვალეს" და იმსჯელეს როგორ შეიძლებოდა მოლაპარაკებების აღდგენა.
მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემაზე საუბარი არაოფიციალურ შეხვედრებზე განახლდა, ოპოზიციამ მოითხოვა, რომ უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერ შეძლოს ვერცერთმა პარტიამ, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს აიღებს. ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე. მათი პრინციპული მოთხოვნა იყო დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებაც და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს ამბობდნენ.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ 40%-იან ბარიერზე თანახმა არიან. საპასუხოდ მათ ოპოზიციას 110/40-ზე ფორმატი შესთავაზეს, თუმცა დაკავებულ ოპოზოციონერებს ისინი პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევენ. ამიტომ განხილვა ისევ არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა.
2 მარტს ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ თუ ქართული ოცნება დათანხმდება მათ შეთავაზებას 130/20-ზე საარჩევნო სისტემის შესახებ, მაშინ ამას დაკავებული ოპოზიციონერებიც დათანხმდებიან. კანდელაკის თქმით, "პოლიტპატიმრები თავად მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას", რომ შეთანხმებაზე წავიდნენ. ამას ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, რომ პოლიტპატიმრების გარეშე მთავრობასთან მოლაპარაკებებს არ გააგრძელებდნენ. სწორედ ამ საკითხებს გამოეხმაურა გიგი უგულავა.
შეწყვეტილი დიალოგი და საარჩევნო სისტემა
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირებას სთავაზობდა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები ოპოზიციონერ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა.
უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდება, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს. ოცნების დეპუტატებმა უგულავას პატიმრობა "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".
ამ ეტაპზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი დიალოგს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე აგრძელებს. ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობენ.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ 40%-იან ბარიერზე თანახმა არიან, რადგან 50%-ზე ნაკლების აღებას არ აპირებენ. საპასუხოდ მათ ოპოზიციას 110/40-ზე ფოტმატი შესთავაზეს, თუმცა დაკავებულ ოპოზოციონერებს ისინი პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევენ.
-
ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
-
საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე
-
გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს
გადახედვა
-
პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
გადახედვა
-
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია
-
ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
-
პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე" პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით
-
შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პაპუაშვილი კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და სამხარაძე იმერულად “ახვევს” გია ხუხაშვილი: პაპუაშვილი კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და სამხარაძე იმერულად “ახვევს”
გადახედვა
-
ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს
გადახედვა
-
ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
გადახედვა
-
"არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე" "არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე"
გადახედვა
-
G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე
გადახედვა
-
დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში
გადახედვა
-
ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს
-
შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს
გადახედვა
კომენტარები