ნამდვილი ღმერთები მოდიან — Westworld-ის მესამე სეზონის ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: HBO
პრემიერამდე ერთი თვით ადრე HBO-მ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო შოუს, Westworld-ის მესამე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.
"მე ამ სამყაროში დავიბადე და ჩემი პირველი მოგონება ტკივილია. ამ სამყაროში იყო ერთი ადგილი, რომლის ნახვის უფლებაც არ გვქონდა: შენი სამყარო", — ტრეილერში ეუბნება სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი, დოლორესი ახალ პერსონაჟს, კალებს, რომლის როლსაც Breaking Bad-ის ვარსკვლავი, აარონ პოლი ასრულებს.
ტრეილერიდან ვიგებთ, რომ Westworld-ის სახელით ცნობილი პარკის მცხოვრებლები, როგორც იქნა, რეალურ სამყაროს გაიცნობენ, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი არც ისე მარტივად ჩაივლის.
"მათ გალიაში გამოგკეტეს და შენი ცხოვრება თავად დაგეგმეს. ზუსტად იგივე გამიკეთეს მეც", — ეუბნება დოლორესი აარონ პოლის პერსონაჟს. როცა კალები ეკითხება, საიდან იცოდა მან ეს, ხომ არ მითვალთვალებდიო, დოლორესმა მიუგო, რომ თავად არა, მაგრამ ვიღაც სხვა უყურებდა, "ვინც მისი მომავალი მოიპარა".
აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონში ვიხილავთ ვინსეტ კასელსაც, რომელიც, სავარაუდოდ, უარყოფითი პერსონაჟის როლს მოირგებს: ის ტენდი ნიუტონის გმირს, მეივის დოლორესის მოკვლას ავალებს. ახალი სეზონის სიუჟეტურ ხაზში დოლორესისა და მეივის დაპირისპირება, სავარაუდოდ, წამყვანი თემა იქნება.
ფოტო: HBO
კიდევ უფრო შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტებთან და მასშტაბურ სცენებთან ერთად, როგორც ჩანს, სიუჟეტის ხაზი მოულოდნელზე მეტად დაძაბული იქნება:
"ნამდვილი ღმერთები მოდიან და ისინი ძალიან გაბრაზებულები არიან", — ამბობს დოლორესი.
ისღა დაგვრჩენია, პრემიერის თარიღს, 15 მარტს დაველოდოთ და გავიგოთ, რა სიურპრიზებს გვიმზადებენ შოუს შემქმნელები.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები