სამყარო საიდუმლობებით არის სავსე, რომელთა ამოხსნასაც ბევრმა მეცნიერმა ცხოვრება მიუძღვნა. სამყაროს ზოგი საინტერესო თვისება, რომელიც თითქოს ამოუხსნელიც კია, სხვადასხვა ფორმით იჩენს ხოლმე თავს.

ერთ-ერთი ასეთი იდუმალი რამ არის "სომერფელდის მუდმივაც". ფუნდამენტური მუდმივა — 1/137, რომელსაც ფიზიკოსები ხშირად α-თი (ალფა) აღნიშნავენ.

ნობელიანტი ფიზიკოსი რიჩარდ ფეინმანის თქმით, ეს ის რიცხვია, რომელზეც ყველა თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა უნდა იფიქროს. ფეინმანმა მუდმივას "ფიზიკის ყველაზე დიდი საიდუმლოც" უწოდა.

ფიზიკოსი ლორენს ევანსის აზრით, 137 ის რიცხვია, რომლითაც განვითარებული უცხოპლანეტელების რასას შეგვიძლია მივანიშნოთ, რომ კაცობრიობამ გარკვეულ განვითარებას მიაღწია. ევანსისთვის ეს მუდმივა იმის საბუთია, რომ ადამიანებს სამყაროზე და კვანტურ მექანიკაზე წარმოდგენა აქვთ.

მუდმივამ ნობელის ლაურეანტი ფიზიკოსის, ვოლფგანგ პაულის ყურადღებაც მიიპყრო. ერთ ინტერვიუში მან მუდმივაზე ხუმრობით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"როცა მოვკვდები, ეშმაკს პირველ რიგში ვკითხავ: რა არის სომერფელდის მუდმივას არსი".

მაშ რატომაა 1/137 ასეთი უნიკალური?

α სამი სხვადასხვა მუდმივას, სინათლის სიჩქარეს, პლანკის მუდმივას და ერთი ელექტრონის ელექტრულ მუხტს აერთიანებს. 137 ფიზიკაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების გადაკვეთაზე მდებარეობს, როგორიცაა ფარდობითობის თეორია, ელექტრომაგნეტიზმი და კვანტური მექანიკა. სწორედ ეს სძენს რიცხვს განსაკუთრებულობას.

სომერფელდის მუდმივა ბევრგან შეინიშნება, მაგალითად, ის განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად შეუძლია აღგზნებულ ატომს ფოტონის გამოსხივება.

1/137 თავს სხვა მრავალ ფიზიკურ თეორიასა და გამოთვალშიც იჩენს. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სომერფელდის მუდმივა "ფიზიკის გაერთიანებული თეორიისთვის" საკვანძოა. ფიზიკოსების მცდელობების მიუხედავად, დღემდე უცნობია, რატომ იჩენს ეს რიცხვი ბუნებაში თავს ასე ხშირად.