5 ჯეკპოტი, ანუ დაუჯერებელი ამბავი
ფოტო: ლოტო
მოგების სახით გაცემულია 28 336 163 ლარი, გათამაშებულია 5 ჯეკპოტი, მაქსიმალური მოგებაა 1 182 454 ლარი, გამარჯვებულია 2 500 000-ზე მეტი ბილეთი — ეს საქართველოს ეროვნული ლატარიის ოფიციალური მონაცემებია.
კომპანიამ ოპერირება ბაზარზე 2018 წლის 17 მარტს დაიწყო, ამ ორი წლის განმავლობაში გაცემულია უპრეცედენტო რაოდენობის თანხა და დაფიქსირებულია 5 ჯეკპოტის გათამაშება. გთავაზობთ ლატარიის მოთამაშეებიდან ყველაზე იღბლიან ადამიანებს, რომლებმაც ჯეკპოტი მოიგეს.
ჯეკპოტი 1 182 454 ლარი — გიორგი და ვალიკო კვაჭაძეები, ბათუმი. ლოტო 6/42
21 იანვარს კვაჭაძეების ოჯახისთვის ჩვეულებრივად გათენდა. ოჯახის საკმაოდ სევდიანი ისტორია მალევე მოექცა მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში. კვაჭაძეების ოჯახმა გრძელი გზა განვლო კათარზისიდან მილიონამდე, ვალიკო კვაჭაძე ყოველ დილით საკვებისთვის სოციალურად დაუცველთა სასადილოში დადიოდა, გზად კი ლატარიის ბილეთს ავსებდა და მოგების იმედით დევნილთა დასახლებაში მდებარე ნაქირავებ ბინაში ბრუნდებოდა, რადგან საკუთარი ბინა უკვე წლებია, ოჯახს დაგირავებული აქვს.
იმ დღესაც, ჩვეულებისამებრ, ვალიკო კვაჭაძემ კათარზისიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე ნაცნობ მეჯიხურესთან ლოტო 6/42-ის ბილეთი შეიძინა, მისმა შვილმა გიორგიმ კი შეავსო. მამამ, რომელსაც 17 იანვარს 77 წელი შეუსრულდა, იღბლიანი ციფრები უკარნახა და სწორედ ამ კომბინაციამ შეცვალა კვაჭაძეების ცხოვრება სამუდამოდ.
ახალ მილიონერს საქართველოს ეროვნული ლატარია მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღე ეძებდა და საბოლოოდ ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.
ჯეკპოტი 857 007 ლარი — ლალი ზურაბიშვილი, თბილისი. ლოტო 6/36
ლალი ზურაბიშვილი ლოტო 6/36-ს სისტემატურად თამაშობს. იმ ჯადოსნურ დღესაც, ტრადიციულად, სახლთან ახლოს მდებარე ლატარიის ჯიხურში "ლოტო 6/36"-ის რამდენიმე ბილეთი შეიძინა, თუმცა რატომღაც უკან მიბრუნდა და კიდევ ორი ბილეთი დაამატა. სწორედ ამ ორი ბილეთიდან ერთ-ერთმა მოიგო ჯეკპოტი! გათამაშების დროს ის რამდენიმე წუთით ეკრანს მოსცილდა და ვერ გაიგო, როდესაც მისი ბილეთის ექვსივე რიცხვი ლოტოტრონმა თანმიმდევრობით გამოავლინა, სწორედ ამიტომ ბილეთის მფლობელს მოგება გაცილებით ნაკლები — 4565 ლარი ეგონა.
მხოლოდ საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვისცენტრში მისვლის შემდეგ შემდეგ შეიტყო ლალი ზურაბიშვილმა, რომ მან ჯეკპოტი მოხსნა - 857 007 ლარი!
ლალი ზურაბიშვილმა პირველად შვილს დაურეკა. მან მოგებული თანხა ბევრ კეთილ საქმეს მოახმარა, მშვიდი და უზრუნველი ხანდაზმულობა უზრუნველყო და ყველაზე მთავარი - დიდი ხნის ოცნება აისრულა, სოფელში სახლი ააშენა. რა თქმა უნდა, ლატარიის თამაშს კვლავაც განაგრძობს.
ჯეკპოტი 547 235 ლარი — ივანე სომხიშვილი, თბილისი. ლოტო 6/36
ივანე სომხიშვილმა ლოტო 6/36-ის ბილეთი ორთაჭალაში იყიდა, იღბლიანი რიცხვების გამოვლენა პროგრამას მიანდო და ბილეთი ავტომატური შერჩევის წესით ამობეჭდა. ის ლოტოს დღეებში, სამშაბათსა და პარასკევს, ლოტო-6/36-ის ბილეთებს სისტემატურად ყიდულობდა, ერთ დღესაც მისთვის ლოტოს ბილეთის შეძენა ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა.
ივანე სომხიშვილმა 547 235 ლარი მოიგო და თანხის ძირითადი ნაწილით შვილიშვილს ბინა შეუძინა.
ჯეკპოტი 218 322 ლარი — ქრისტინა ბურჯანაძე, ქუთაისი. ლოტო 5/35-ოქროს ბურთი
22 წლის სტუდენტმა ქუთაისიდან ქრისტინა ბურჯანაძემ ლოტო 5/35-ოქროს ბურთის ჯეკპოტი - 218 322 ლარი 2020 წლის 3 იანვარს მოიგო! ის ლატარიას მამასთან ერთად სისტემატურად თამაშობს, 2020 წლის დადგომა კი მისთვის და მისი ოჯახისთვის განსაკუთრებულად იღბლიანი აღმოჩნდა. ქრისტინამ 1-ლარიანი ლოტო 5/35-ოქროს ბურთის ბილეთით 218 322 ლარი მოიგო!
ქრისტინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტია. მოგებული ჯეკპოტით ბავშვობის ოცნების ახდენას და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას აპირებს.
ჯეკპოტი 129 751 ლარი — ნანული ოსიტაშვილი, რუსთავი. ლოტო 5/35-ოქროს ბურთი
ნანული ოსიტაშვილმა რუსთავში უკანასკნელი ერთი ლარით ლოტო 5/35-ოქროს ბურთის მხოლოდ ერთი ბილეთი შეიძინა და საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ლოტოტრონმა მის მიერ შემოხაზული ციფრები გამოავლინა და ოქროს ბურთიც ჩამოვარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისმა ბილეთმა ჯეკპოტი - 129 751 ლარი მოიგო!
მოგებულმა კადრიც კი დააპაუზა და დიდხანს ადარებდა ლოტოტრონის მიერ გამოვლენილ რიცხვებს საკუთარ ბილეთს. ნანული ოსიტაშვილი ლოტო 5/35-ოქროს ბურთის ჯეკპოტის მოგებამდე რუსთავში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, მოგებული 129 741 ლარით მან საკუთარი ბინა შეიძინა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა





კომენტარები