ეს (ცოცხალი) სალამანდრა 7 წლის განმავლობაში ერთი ადგილიდან არ განძრეულა
Journal of Zoology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ბოსნია და ჰერცოგოვინის ერთ-ერთ გამოქვაბულში მცხოვრებმა წყლის სალამანდრამ ერთ ადგილას 2 569 დღე გაატარა.
კვლევის ავტორები ევროპული სალამანდრების (რომლებსაც ოლმებს უწოდებენ) ჯგუფს აკვირდებოდნენ. ოლმებს ბუნებაში მტაცებლები არ ჰყავთ, შესაბამისად არც დამალვა უწევთ და არც გაქცევა. სწორედ ამიტომ, სალამანდრები თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ცოცხლობენ. გარდა ამისა, ოლმები სხვა სახეობის მსგავსად რეგულარულად არ ჯვარდებიან — ისინი ამ საქმიანობას დროს მხოლოდ 12,5 წელიწადში ერთხელ უთმობენ.
ოლმების პასიურობის დონის დასადგენად მკვლევრები 2010-2018 წლებში 350 მეტრის სიგრძის გვირაბში 26 ინდივიდს აკვირდებოდნენ. ისინი ოლმებს ყოველ 100 დღეში ერთხელ ამოწმებდნენ, რა დროსაც მათ 10 მეტრით გადადგილების 10 შემთხვევა დააფიქსირეს, ხოლო ოცი მეტრით გადაადგილების — მხოლოდ ერთი.
ეს კონკრეტული სალამანდრა კი ყოველ ჯერზე ზუსტად ერთი და იგივე ადგილას იმყოფებოდა.
საშუალოდ, სალამანდრები წელიწადში ხუთ მეტრს გადიან. თუმცა, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ჰიპერაქტიურმა ინდივიდმა მთელი 38 მეტრი 230 დღეში გაიარა.
ოლმებს თვალები არ აქვთ, თუმცა ისინი ქიმიური, მაგნიტური და აკუსტიკური შეგრძნებებით გამოირჩევიან.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის მიხედვით, ოლმებს "ნადირობის" საინტერესო მეთოდი გააჩნიათ. ისინი პატარა კიბოსნაირებით იკვებებიან, ნადირობის დროს კი დადევნების ნაცვლად იქამდე იცდიან, სანამ ნადავლი თავად არ მიუახლოვდებათ. ხანდახან ეს პროცესი წლები გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სალამანდრები უკიდურესად მშვიდები არიან, შესაძლოა, მათ სანერვიულოც ჰქონდეთ. მათი მოძრაობის მიმართ ანტიპათიისა და რეპროდუქციის დაბალი მაჩვენებელის გამო, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებზე რეაგირება საკმარისად სწრაფად ვერ მოახერხონ.
კომენტარები