ინგლისის სკოლაში ბავშვის დაგვიანებით გაყვანის გამო მშობელს დააჯარიმებენ
ინგლისის ქალაქ გრეივსენდში მდებარე წმინდა სამების სახელობის დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მშობლების "არასასურველი ქცევის გასაუმჯობესებლად" ახალი რეგულაციები შეიმუშავოს.
თუ მოსწავლის მშობელი სწავლის დასრულების — 15:40 საათის შემდეგ შვილის წასაყვანად სკოლაში დააგვიანებს, ყოველ 5 წუთზე 1 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის 16:00 საათამდე არ გამოჩნდება, მაშინ სოციალურ სამსახურს დაუკავშირდებიან.
განათლების ეროვნულ გაერთიანებაში, რომელიც ძირითადად მასწავლებლებითაა დაკომპლექტებული და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე მუშაობს, შიშობენ, რომ ისეთ სოციალურ ინსტიტუტში, როგორიც სკოლაა, "დასჯისა" და "მუქარის" შემცველი ჯარიმები "მშობლებთან პოზიტიურ ურთიერთობას გააფუჭებს".
სკოლაში კი აცხადებენ, რომ მშობლების დაგვიანების გამო მასწავლებლები დიდ დროს კარგავენ, რის გამოც სკოლას ზეგანაკვეთური სამუშაოს გამო დამატებითი ანაზღაურების გადახდა უწევს.
სკოლის დირექტორის, დენის გიბსის განცხადებით, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა მშობლები ნახევარი საათის დაგვიანებით მოდიან შვილების წასაყვანად. ხოლო ის ბავშვები, ვისაც მშობლები გვიან აკითხავენ სახლში წასაყვანად, ხშირად "შფოთავენ და ისტრესებიან".
ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავად მშობლებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ: ზოგიერთ მათგანს მოსწონს ახალი წამოწყება, ნაწილი კი ეწინააღმდეგება მას.
სკოლის ახალი პოლიტიკა გამონაკლის გარემოებებსაც ითვალისწინებს და ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა "უბედური შემთხვევა ან ჯანმრთელობის გაუარესება", ჯარიმას არ ექვემდებარება.
დაგვიანების შემთხვევაში მშობლებს სამჯერ გააფრთხილებენ, კვლავ განმეორების შემდეგ კი ერთ მოსწავლეზე ყოველი 5 წუთის გასვლის შემდეგ 1 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმებენ.
განათლების ეროვნულ გაერთიანების წარმომადგენელი, ჯერი გლეზიერი ეჭვქვეშ აყენებს სკოლის ამ გადაწყვეტილების კანონიერებას, რადგან ის დარწმუნებული არ არის, სკოლას საერთოდ აქვს თუ არა უფლება მშობლებისთვის მსგავსი სადამსჯელო პოლიტიკა გაატაროს.
ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს სკოლა, თუ მშობელი ჯარიმის გადახდაზე უარს იტყვის.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები