5 რჩევა, როგორ უნდა გადაურჩე სხვებთან ერთად მოგზაურობას, თუ ინტროვერტი ხარ
ფოტო: Richard Drury / Getty Images
გავრცელებული აზრის თანახმად, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვისაც ხალხთან ერთად ყოფნა უყვარს და ისინი, ვისაც ურჩევნია, თავი შორს დაიჭიროს. სიმართლე, ცხადია, ასეთი სწორხაზოვანი არაა. უამრავ ადამიანს მოსწონს სხვებთან ურთიერთობა, მაგრამ კონკრეტული დროით. ხალხმრავალი სიტუაციების შემდეგ ასეთ ადამიანებს "დატენვა" სჭირდებათ, რაც სახლში ყოფნას, ნეტფლიქსის ყურებას და სოციალიზაციისგან თავის შეკავებას გულისხმობს. ალბათ, ამ მომენტისთვის უკვე იცით, რომ ინტროვერტებზე ვსაუბრობთ.
ჯგუფთან ერთად მოგზაურობა ინტროვერტებისთვის დასვენების საუკეთესო ფორმა არაა, თუმცა ასეთი სიტუაციების თავიდან არიდება ხანდახან შეუძლებელია. სიმართლე რომ ვთქვათ, რატომ უნდა თქვა მოგზაურობაზე უარი მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა ადამიანებთან ერთად მოგიწევს დროის გატარება? უამრავი ქვეყანაა სანახავი, უამრავი გემრიელი საჭმელი - გასასინჯი და უამრავი თავგადასავალი, რომელიც კომფორტის ზონის გარეთ გელოდება.
ვეცდებით, ამ რჩევებით ცოტათი გაგიადვილოთ ჯგუფთან ერთად მოგზაურობა.
1. ისუნთქე ღრმად და შეეცადე, თავი უარყოფითი აზრებით არ დატვირთო
ფოტო: Lily / Dribble
პირველ რიგში, მითებისგან უნდა გათავისუფლდე. მომზადება დადებითი ემოციებით დაიწყე. იფიქრე იმაზე, რომ ეს არის შანსი, უკეთ გაიცნო საკუთარი თავი, გარშემომყოფებს კი კიდევ ერთხელ შეახსენო, რომ ხანდახან მარტო ყოფნის სურვილი სულაც არ ნიშნავს მორცხვობას ან ადამიანების სიძულვილს.
რა თქმა უნდა, რამდენიმე წამში შეგიძლია ჩამოთვალო უამრავი მიზეზი, რის გამოც არ ხარ ჯგუფური მოგზაურობის გულშემატკივარი. თუმცა ისიც ხომ ფაქტია, რომ შენი მეგობრები ძალიან გიყვარს და სულაც არაა აუცილებელი, მოგზაურობისას აბსულუტურად ყველა აქტივობაში ერთად ჩაერთოთ.
2. იგრძენი თავი ისე, როგორც საკუთარ სახლში
ფოტო: Lily / Dribble
უნდა გახსოვდეს, რომ მარტოობის შექმნა ყველგან შეგიძლია, სწორედ ამისთვის არსებობს ყურსასმენები, წიგნები და ფილმები. თუ ბინას Airbnb-ზე ქირაობთ, მოძებნე და მოიწყვე შენი კუთხე, სადაც ყველაფერი იქნება, რაც კომფორტისთვის გჭირდება. ამ გზით, რამდენიმე წამში შეიქმნი იდეალურ გარემოს, მაშინაც კი, თუ სახლიდან შორს ხარ.
3. მოდი, დავიცვათ წესები
ფოტო: Lily / Dribble
მოგზაურობის დაწყებამდე შეუთანხმდი ჯგუფის წევრებს გარკვეულ წესებზე. მაგალითად, თუ ყველა მუზეუმის მოვლას არ აპირებ, თავიდანვე თქვი. თუ ხანდახან სახლში ან სასტუმროში მოგინდება დარჩენა, ესეც არ უნდა იქცეს პრობლემად. მოგზაურობა არ ნიშნავს ყველაფრის ერთად კეთებას და სულაც არ ხარ ვალდებული, სხვებთან ერთად არჩიო საჩუქრები მათი ოჯახის წევრებისათვის. არ მოგერიდოს იმის თქმა, კონკრეტულად რას ელი ამ გამოცდილებიდან.
ეს არ გააფუჭებს თქვენს საერთო ჩანაფიქრს, უფრო - პირიქით.
4. ვისთან ერთადაც ვართ, იმათ ქუდებს არ ვიხურავთ
ფოტო: Lily / Dribble
ჯგუფური მოგზაურობის დროს აუცილებელია, დააბალანსო მარტოობა და სოციალიზაცია. ამის მიღწევა შედარებით რთულია, თუმცა შეუძლებელი არაა. არასდროს დათანხმდე შენთვის არც ისე მიმზიდველ იდეას იმის გამო, რომ უარის თქმა გერიდება. მნიშვნელოვანია, დააკვირდე, რას გრძნობ მთელი მოგზაურობის დროს. თუ მოგზაურობისას ხვდები, რომ ფიზიკურად ან ემოციურად გადაიღალე, შეისვენე, ყავა დალიე და შენს თავს გაახსენე, რა გეგმები გქონდა უცხო ქვეყნის უკეთესად შესაგრძნობად. თუ შენი გეგმები დასვენება იყო, წამითაც არ დაიდანაშაულო თავი იმაში, რომ მთელი დილა საწოლში გაატარე და არა - ღირსშესანიშნაობების მონახულებაში.
5. და ბოლოს: მოგზაურობის შემდეგაც რომ უნდა გახსოვდეთ, აი, ის რჩევა
ფოტო: Lily / Dribble
საჭიროებისამებრ, რამდენიმე საათი გამოყავი მხოლოდ შენთვის. შეგიძლია დილაობით "სამეზობლოში" იხეტიალო, გასინჯო ადგილობრივი კერძები, დააკვირდე ქალაქის ტემპს, მოსახლეობას და მათ ცხოვრების სტილს და თვეების განმავლობაში სამყოფი ენერგიით დაიმუხტო. გახსოვდეს, თავის დაძვრენა მარტივად შეგიძლია სიტყვათა კომბინაციით "სუფთა ჰაერზე გავივლი". არა მხოლოდ მოგზაურობისას, არამედ - ზოგადადაც. რომელმა მონსტრმა უნდა დაგიშალოს სუფთა ჰაერზე გასეირნება?!
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჯგუფური მოგზაურობისას საკუთარი პრიორიტეტები გადაგავიწყდეს, მაგრამ ეს არის შანსი, რომელმაც შეიძლება უკეთესი გაგხადოს შენც და შენი თანამგზავრებიც.
ამიტომ სანამ რაიმეს არ გამოცდი, ნუ იტყვი, რომ ეს საშენო არაა. ინტროვერტებსაც შეუძლიათ სხვებთან ერთად სიამოვნების მიღება და გაზიარება.
დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე იაფი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
კომენტარები