როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის საახალწლო განწყობის გაუფუჭებლად
იანვრის გამოცდების აჩრდილს სადღესასწაულო განწყობის ჩახშობა შეუძლია, მაგრამ ეს მარტივად გასათვალისწინებელი რჩევები სტუდენტებს მეცადინეობისა და დროის ტარების დაბალანსებაში დაეხმარებათ.
ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია. მაგრამ ამ ჯადოსნობის შენარჩუნება მაშინ, როცა იძულებული ხარ, მთელი რიგი ფინალური გამოცდებისთვის მოემზადო, არც ისე მარტივია. თუმცა არსებობს გზები, რომლებიც სტუდენტებს დაეხმარებათ, საახალწლო არდადეგები გამოიყენონ ისე, რომ გამოცდებისთვისაც საფუძვლიანად იმეცადინონ და ამაღლებული განწყობაც შეინარჩუნონ.
მართლაც, ცოტა რამ თუ აფუჭებს საახალწლო ატმოსფეროს ისე, როგორც გამოცდისთვის მზადება. მაგრამ თუ დაგეგმავთ მომზადების პროცესს, მიჰყვებით თქვენ მიერ შემუშავებულ გეგმას და დიდ მასალას კარგად დააორგანიზებთ, საქმე გამარტივდება და, მაქსიმალური ქულების აღებასთან ერთად, მაინც გამოძებნით დროს განტვირთვისთვის.
1. შექმენით ჩანაწერები
საკუთარი ჩანაწერების ხელახლა გადაწერა და მათი ხმამაღლა წაკითხვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა მასალის დასამახსოვრებლად. ჩანაწერების გაკეთება ინფორმაციის სისტემატიზებაში დაგეხმარებათ, რის შედეგადაც მასალას მარტივად და სრულყოფილად შეითვისებთ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაწერილის ხმამაღლა გამოთქმისას ჩვენი ტვინი ინფორმაციას იმაზე კარგად იმახსოვრებს, ვიდრე ტექსტის ჩუმად კითხვისას.
2. აირჩიეთ მუშაობის თქვენთვის საუკეთესო გზა
იმისათვის, რომ გამოცდებისთვის მომზადების პროცესი სტრესული არ იყოს, დააკვირდით, ეფექტიანად იყენებთ თუ არა დროს. ამისათვის უნდა გაარკვიოთ, როდის ხართ უფრო მეტად პროდუქტიული და მეცადინეობის განრიგიც ამის მიხედვით უნდა დაგეგმოთ: დილით უფრო ადვილად სწავლობთ თუ ღამით? ხანგრძლივი დროით მეცადინეობა უკეთ გამოგდით თუ დროდადრო მოკლე შესვენებების აღება გიმარტივებთ სწავლის პროცესს?
გავრცელებული აზრია, რომ დილით სწავლა მეტად პროდუქტიულია, მაგრამ მოსწავლეთა მომზადებაზე ორიენტირებული ონლაინ კომპანიის, MyTutor-ის მეცნიერული ხელმძღვანელის, სოფი ვალენტინის მიხედვით, ეს უნივერსალური წესი არ არის. "ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თინეიჯერებს, საშუალოდ, რვა-ათი საათის ხანგრძლივობით სჭირდებათ გამოძინება იმისთვის, რომ მათმა ტვინმა ბოლომდე დაისვენოს", — ამბობს ის, — "მათგან განსხვავებით, ზრდასრულთა ტვინისთვის შვიდი საათით ძილიც საკმარისი შეიძლება იყოს. შესაბამისად, უკეთესი იქნება, თუ ტვინს უფლებას მისცემთ, ასი პროცენტით განიტვირთოს, მეცადინეობას კი მოგვიანებით შეუდგეთ".
3. დაყავით დრო და დაუწესეთ თავს ჯილდოები
შექმენით მზადებისა და გადამეორების რეალისტური გეგმა. თუ თქვენ მიზნად დაისახავთ დილის შვიდი საათიდან შუაღამემდე მეცადინეობას, რომლის განმავლობაშიც ორჯერ წახემსებისთვის ხუთ-ხუთი წუთით შესვენებას გამოყოფთ, საკუთარ თავს წარუმატებლობისთვის გაწირავთ: დაღლას მალევე იგრძნობთ, დანებდებით და მეცადინეობას შეწყვეტთ. სანაცვლოდ, რეალისტური განრიგი შეიძლება შედგებოდეს ორმოც-ორმოცწუთიანი თავაუღებელი მეცადინეობებისგან, რომელთა შორისაც რეგულარულად დაისვენებთ; ასევე, გამოყოფთ ერთ საათს კვებისთვის და დამატებით დროს შუადღის საფუძვლიანი დასვენებისთვის, რომლის დროსაც სუფთა ჰაერზე შეგეძლებათ გასეირნება. კარგი იქნება, თუ არ დაგავიწყდებათ პატარა ჯილდოებიც, რომლითაც ისეთი სასურველი შედეგის მიღწევისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ერთი თავის სწავლა, საკუთარ თავს წაახალისებთ. შესაძლოა, შოკოლადი აღმოჩნდეს ის ჯილდო, რომელიც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ინტენსიურ მეცადინეობას.
4. დახატეთ დიაგრამები, გამოიყენეთ გონებრივი რუკა, შეადგინეთ სია
დიაგრამები დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ანატომიის ან ბიოლოგიის გამოცდისთვის ემზადებით და რაიმე პროცესის, მიზეზშედეგობრივი კავშირების ან ურთიერთობათა ფორმების დამახსოვრებას ცდილობთ. ზოგადად, გადამეორება ინდივიდუალური პროცესია, მაგრამ თუ თქვენი მეგობარიც იმავე გამოცდითვის ემზადება, ერთად მეცადინეობა დაგეხმარებათ, ნასწავლი უკეთ ჩაიბეჭდოთ ტვინში და შეძლებთ, ერთმანეთი გამოკითხოთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ისეთი ვებგვერდები, როგორიცაა Quizlet; აქ თქვენ შეგეძლებათ, შექმნათ მოკლე ჩანაწერები, მინი-ტესტები და ფაქტების დასამახსოვრებელი თამაშებიც კი. აქვეა ხელმისაწვდომი სხვა სტუდენტების მიერ შექმნილი სასწავლო ტესტები, რომლებიც მოიცავენ ისეთ დარგებს, როგორებიცაა კინოხელოვნება, გრაფიკული დიზაინი, მეცნიერება, ეკონომიკა თუ ენები.
5. არ მიეჯაჭვოთ თქვენს სამეცადინო მაგიდას
მიაწებეთ ფურცლები, რომლებზეც გადასამეორებელი ფაქტებია დაწერილი, სარკეზე, ჩაიდანის გვერდით ან თუნდაც საპირფარეშოში. ეს არამარტო დაგეხმარებათ, მუდამ თვალში მოგხვდეთ და კვლავ გადაიკითხოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არამედ, ამასთან, გამოცდის დროს ასეთი ფორმით დამახსოვრებული მასალა სწრაფადაც გაგახსენდებათ: "აჰ! ღვიძლის მიერ ნაღვლის გამოყოფა... ეს სარკეზე იყო...".
6. გამოიყენეთ ძველი ტესტები
წინა წლის საგამოცდო ტესტები კარგი სასწავლო რესურსია, მაგრამ ვალენტინი სტუდენტებს აფრთხილებს, რომ არ ეცადონ, მათი დახმარებით განსაზღვრონ, რა საკითხები მოვა გამოცდაზე. "თუ მათ შესწავლას დიდ დროს დაუთმობთ, ეს ტესტები, რა თქმა უნდა, შეიძლება, დაგეხმაროთ იმის გამოცნობაში, თუ რა ტიპის კითხვები მოვა გამოცდაზე", — ამბობს ის, — "მაგრამ მეცადინეობისთვის განკუთვნილი დროის ამაში დაკარგვა ნამდვილად არაა სწორი გამოსავალი. თუ მხოლოდ წინა ტესტებში ამოკითხული მინიშნებების იმედად იქნებით, დიდი შანსია, რომ გამოცდაზე მოსული საკითხებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდეთ".
7. მოერიდეთ თქვენს სმარტფონს
გამოცდებისთვის მომზადების პროცესში მაქსიმალურად აარიდეთ თავი ტელეფონის გამოყენებას. ამაში ისეთი აპლიკაციები შეიძლება დაგეხმაროთ, როგორიცაა Offtime, რომელიც ბლოკავს შეტყობინებებს და გიზღუდავთ სხვა აპლიკაციებთან წვდომას. ეს კი, საბოლოოდ, შეამცირებს თქვენ მიერ ტელეფონის გამოყენების დროს.
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
კომენტარები