ჩვენი მხარდამჭერების კერძო თანხებია — არჩილ თალაკვაძე ყალბი გვერდების დაფინანსებაზე
ფოტო: ქართული ოცნება
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ფეისბუქის მიერ გამოვლენილ და წაშლილ ყალბ გვერდებს კერძო ფულით, მათდამი ლოიალურად განწყობილი სუბიექტები მართავდნენ. 22 დეკემბერს გადაცემა იმედის კვირაში საუბრისას არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ამაში ბიუჯეტის ფული დახარჯულიყო. ფეისბუქის განცხადებით, წაშლილი გვერდებისა და ანგარიშების რეკლამირებაში თითქმის $316 ათასი დაიხარჯა.
"ეს არის სრულიად გამჭვირვალე. არავითარი ბიუჯეტის ფული და სახელისუფლებო რესურსი მანდ არ არის დახარჯული. ეს არის კერძო თანხები, რომელსაც ოპოზიციაც დიდი ალბათობით ხარჯავს და რომელსაც ამ შემთხვევაში ხარჯავდა ჩვენდამი ლოიალური სხვადასხვა სუბიექტი. ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ჩვენს მხარდამჭერებს, რომელბმაც შექმნეს ესეთი სუბიექტები, ვუთხრათ, ნუ ხართ ჩვენი მხარდამჭერები და ოპოზიციას ვუთხრათ, რომ გააგრძელეთ დეზინფორმაციის კეთება? ასე ვერ მოხდება", — ამბობს არჩილ თალაკვაძე.
20 დეკემბერს ფეისბუქმა ასეულობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა, რომელიც მათი განცხადებით, მმართველ გუნდთან იყვნენ კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ ძალასთან, ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები, თუმცა თავს პარტიებად, მედიებად, რეალურ პირებად და აქტივისტთა ჯგუფებად აჩვენებდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, შეენიღბათ კოორდინირებული მუშაობა, კვალს სარეკლამო კომპანია პანდასთან და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მივყავართ", — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია აცხადებს, გვერდები უმეტესად ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდნენ და ავრცელებდნენ ისეთ სოციო-პოლიტიკურ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ეწეოდა.
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
კომენტარები