ტვინის რუკა, 3D პრინტერის მეშვეობით დაბეჭდილი ალვეოლი და გენმოდიფიცირებული ხორბალი — ეს მოკლე ჩამონათვალია იმ შთამბეჭდავი ფოტოებისა, რომლებსაც ამ სტატიაში ნახავთ.

1. ღრუბლებს მიღმა

ფოტო: SANTIAGO BORJA

წყნარი ოკეანის თავზე არსებული ქარიშხლები ზოგჯერ 18 კილომეტრის სიმაღლეზე აღწევს და სტრატოსფეროს კვეთს.

2. მწვანე ტბები

ფოტო: CAVAN IMAGES/ALAMY STOCK PHOTO

ნავი კვეთს მწვანე ტბას, სადაც ადამიანის ქმედებების შედეგად აზოტის გადაჭარბებული დონე შეინიშნება, რაც, თავის მხრივ, წყალმცენარეების აყვავებას იწვევს.

3. მყინვარზე დაკვირვება

ფოტო: ADAM LEWINTER

გრეგ ჰალონი, აშშ-ს არმიის საინჟინრო დანაყოფის უფროსი, აკვირდება მყინვარში შემოღწეულ სინათლეს. მისი გუნდი იკვლევს, რამდენად დააჩქარებს წყლის დონის მატებას მყინვარის გამდნარი წყლისა და ოკეანის წყლის ერთმანეთში არევა.

4. ორაგულები საფრთხის წინაშე

ფოტო: JASON CHING

ალასკაში არსებული ილიამნის ტბასთან მსოფლიოში ოქროს ყველაზე დიდი მაღაროს აშენება იგეგმება, რაც ადგილობრივი ორაგულის გამრავლების პროცესს უდიდესი საფრთხის ქვეშ აყენებს.

5. CRISPR

ფოტო: STEFEN CHOW

ფოტოზე ვხედავთ CRISPR-ზე მომუშავე ერთ-ერთ წამყვან მეცნიერს, მის მიერვე შექმნილ გენმოდიფიცირებულ ხორბალთან ერთად. იგი იმედოვნებს რომ მისი მცენარეები ჩინეთს გადაჭარბებული მოსახლეობის გამოკვებაში დაეხმარება.

6.რგოლებს შორის

ფოტო: NASA

თანამგზავრ დაფნისის მიერ წარმოქმნილი ტალღები სატურნის რგოლებს შორის. ეს ფოტო ერთ-ერთია კასინის კოსმოსური ხომალდის მიერ გადაღებულთა შორის.

7. პერიოდული სისტემის იუბილე

ფოტო: MIKE WALKER

წელს პერიოდული სისტემის 150 წლის იუბილე აღინიშნება. პროფესორმა თეოდორ გრეიმ თავი მოუყარა სხვადასხვა ელემენტს და ისინი პერიოდულ სისტემაზე განათავსა.

8. წყალქვეშა გიგანტები

ფოტო: KARIM ILIYA

გიგანტური მამრი ვეშაპი იბრძვის პარტნიორისთვის ტონგას სანაპიროზე, წყნარ ოკეანეში.

9. პალმის პლანტაციები

ფოტო: ARROWHEAD FILMS

დაუმუშავებელი მიწის გორაკი, რომელიც პალმების პლანტაციის ცენტრშია მოქცეული.

10. ბრჭყალები ფრთებზე

ფოტო: AMAZON-IMAGES/ALAMY STOCK PHOTO

ჰოაცინის ბარტყი ფრთებზე ბრჭყალებით, რომელსაც ის ზრდასრულ ასაკში დაკარგავს. 2019 წელს მეცნიერებმა აღწერეს თუ როგორ იყენებენს ბარტყი ჰოაცინები ბრჭყალებს ცოცვისას.

11. კარტოფილის თაიგული

ფოტო: GUSTAVO RAMIREZ

პერუში კარტოფილის მრავალ სხვადასხვა სახეობას ზრდიან. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სახეობაში მრავალფეროვნების შეტანით კარტოფილი კლიმატის ცვლილებებს უკეთ გაუძლებს.

12. დავიცვათ პანგოლინები

ფოტო: JEN GUYTON

პანგოლინების საკვებად გამოყენება საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოში, შესაბამისად მათზე ნადირობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის გამო პანგოლინებს გადაშენების საფრთხე ემუქრება.

14. ტვინის რუკა

ფოტო: MATTHEW BENDER/JAMES BARTOLOZZI

ფიზიკოსი დანიელ ბესეტი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან თავის ლაბორატორიულ ნამუშევართან ერთად. ფოტო წარმოგვიდგენს ტვინის სტრუქტურულ კავშირებს, რომელიც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით მიღებული მონაცემების საფუძველზეა შექმნილი. დენიელი ერთ-ერთი პირველი მეცნიერია, რომელიც ტვინის შესასწავლად ფიზიკასა და მათემატიკას იყენებს.

15. დაბეჭდილი ფილტვი

ფოტო: DAN SAZER/JEFF FITLOW/JORDAN MILLER

სურათზე ვხედავთ 3D პრინტერით დაბეჭდილ პაწაწინა ალვეოლს. მეცნიერებს ეს ალვეოლი ხელოვნურად გამოყვანილი ქსოვილების უკეთ შესასწავლაში დაეხმარება.