10 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ სახლის ეკოლოგიური წმენდა დღესვე
როცა საქმე სახლის დალაგებას ეხება, საწმენდი საშუალებების ქიმიურ შემადგენლობაზე ფიქრის დრო ნაკლებად გვრჩება. უამრავ მძაფრსუნიან ქიმიურ საშუალებას ვიყენებთ იმისთვის, რომ ოთახის ყველა კუთხე და ზედაპირი იდეალურად პრიალებდეს, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, რომ არსებობს ეკოლოგიური წმენდის მეთოდები და "მწვანე" პროდუქტები, რომლითაც ნაკლებ ზიანს მივაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოს. ამიტომ, ქვემოთ გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა გადახვიდეთ ეკოლოგიურ წმენდაზე დაუყოვნებლივ.
1. თავს ბევრად დაცულად იგრძნობთ
საწმენდი საშუალებების შეფუთვებზე ხშირად შეხვდებით გაფრთხილებას აალებადი და ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის შესახებ. ასეთი საშუალებები განსაკუთრებით საშიშია თუ სახლში ბავშვი ან შინაური ცხოველი გყავთ. მოწამვლის შემთხვევაში კი საავადმყოფოში მოხვედრის რისკიც მაღალია. ამგვარად, "მწვანე" მეთოდებით სახლის წმენდა გაცილებით უსაფრთხო არჩევანია.
2. შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას
სხვადასხვა ქიმიური საწმენდი საშუალებების გამოყენებას ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი, ცემინება, ქავილი და გამონაყარი. ზოგიერთი მათგანი კი კიბოს გამომწვევ ნივთიერებასაც შეიცავს. მათი ეკო-მეგობრული პროდუქტებით ჩანაცვლება მომავალში ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან, რადგან ასეთი საშუალებები არ შეიცავს საღებავებს, სურნელოვან დანამატებს ან ჯანმრთელობისთვის საშიშ სხვა ინგრედიენტებს.
3. მოუფრთხილდებით გარემოს
"მწვანე" საწმენდი პროდუქტები ძირითადად ბუნებრივად მოპოვებული, უსაფრთხო, არა-მომწამლავი ინგრედიენტებისგან შედგება და ბიოდეგრადირებადი შეფუთვები აქვს. ამგვარად, მათი გამოყენებით თქვენ ნაკლებად დააბინძურებთ წყალს, ჰაერს, დაიცავთ ოზონის შრეს და გარემოსდამცველთა რიგებსაც შეუერთდებით.
4. დაზოგავთ ფულს
ეკო-მეგობრული საწმენდი საშუალებები სხვადასხვა დანიშნულებას ითავსებენ. როგორც წესი, ერთი "მწვანე" პროდუქტით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ყველა ის სითხე თუ ფხვნილი, რომელიც აბაზანის და სამზარეულოს კარადებში დიდ ადგილს იკავებს. ასე რომ, ფულთან ერთად მათ შესანახ სივრცესაც ადვილად დაზოგავთ.
5. ზუსტად გეცოდინებათ, რომ ცხოველებს საფრთხეს არ უქმნით
თანამედროვე მეთოდებით წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებები არ საჭიროებს ცხოველებზე ტესტირებას და ვეგანურია — მათი მწარმოებლები უფრო მეტად ცდილობენ დაიცვან ეთიკურ სტანდარტები ბაზარზე.
6. სასიამოვნოა იმის ცოდნა, ზუსტად რა ინგრედიენტები შედის საწმენდ საშუალებაში
ასეთი მწარმოებლები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უთითებენ შეფუთვაზე შემცველობას, რადგან მათ დასამალიც არაფერი აქვთ — მათი პროდუქტები არ შეიცავს ფორმალდეჰიდსა და ფოსფატებს.
7. შეინარჩუნებთ სასიამოვნო სურნელს სახლში
სახლში მათეთრებელი საშუალებების ან ამიაკის სუნი არავის მოსწონს. უხეში საწმენდი საშუალებები მძაფრი, უსიამოვნო სუნით გამოირჩევა და წმენდის შემდეგ ოთახის განიავება აუცილებელია ხოლმე, რაც ზამთარში კომფორტული ნამდვილად არაა. ეკოლოგიური პროდუქტებს კი ბუნებრივი, ნაკლებად გამაღიზიანებელი სურნელი აქვს. ის შეიცავს ალოე ვერას, ლიმონს, ყურძენს, ან ფორთოხალს, შესაბამისად, დასუფთავების პროცესიც და შედეგიც ბევრად სასიამოვნოა.
8. ნივთები უფრო დიდხანს გაძლებს
ხის ზედაპირები თუ ნაზი ქსოვილები ადვილად ზიანდება უხეში ქიმიური საშუალებების გამოყენებისას. ეკო-მეგობრული პროდუქტები კი, გარემოსთან ერთად თქვენს ნივთებსაც დაუმეგობრდებიან და მათზე დიდი ხნის განმავლობაში იზრუნებენ.
9. წვლილს შეიტანთ საზოგადოებრივ სიკეთეში
ეკოლოგიური საწმენდი საშუალებების მწარმოებლები ბაზარზე სწორ მიდგომებს ამკვიდრებენ, ასე რომ, მათი პროდუქტების ყიდვით, თქვენ ეხმარებით საზოგადოებას ადგილობრივ თუ გლობალურ მასშტაბებზე.
10. ეკო-მეგობრული საწმენდი საშუალებები ისეთივე ეფექტურია, როგორც სხვა ფართოდ გავრცელებული პროდუქტები
სკეპტიკოსები ეჭვობენ, რომ ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებები ნაკლებად მძლავრია, ვიდრე ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილები ან სითხეები, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ეკო-მეგობრული პროდუქტები არა მხოლოდ გარემოსა და ჯანმრთელობის დასაცავად იქმნება, არამედ იმისთვის, რომ შეასრულოს მთავარი ფუნქცია — შეინარჩუნოს სისუფთავე თქვენს სახლში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები