კიდევ არის დასაზუსტებელი და მისაწოდებელი ინფორმაცია — ოხანაშვილი კონგრესმენების წერილზე
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე ამბობს, რომ პარტნიორებისათვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო. მისივე თქმით, ვერავის მისცემენ უფლებას, რომ ქვეყნის განვითარებაში არეულობა შემოიტანოს.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენოთ იმ პროცესების თაობაზე, რაც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა. კერძოდ, რის გაკეთებას ცდილობდნენ დესტრუქციული ჯგუფები და რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. ჩვენი და ჩვენი პარტიონირების მიზანი ერთია, საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება", — განაცხადა ოხანაშვილმა.
გუშინ, 16 დეკემბერს, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ ე. კონოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. მათ პრემიერი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკეს. მათივე წერილში აღნიშნულია, რომ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ ხალხს "მოძალადე ბოროტმოქმედები დაუპირისპირეს".
კონგრესმენების წერილს უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც და განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის შეფასებით კი, ვაშინგტონამდე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის, მაგრამ "ჩვენი სტრატეგიული პარნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება".
ზალკანიანის მსგავსად, აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძეც ფიქრობს, პარტნიორებთან წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის, თუმცა ობიექტურ ინფორმაციას მათგან იღებენ.
კონგრესმენების კრიტიკულ წერილს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც, რომელმაც თქვა, რომ მათ მიერ გაჟღერებული ფაქტები ვერ გადაფარავს "საქართველოს ხელშესახებ პროგრესს".
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები