მაშველებმა ლენტეხის რაიონში, მწვერვალ აილამადან კაცი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მწვერვალზე, 3 ათას მეტრ სიმაღლეზე მყოფ კაცს კიდურები მოეყინა და გადაადგილება არ შეეძლო. მყინვარიდან ჩამოყვანილი მოქალაქე თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

"მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. დაშავებული კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა", — აცხადებენ უწყებაში.