დეკემბერი მოვიდა. და, რა თქმა უნდა, ტრადიციული შეკითხვა უფრო და უფრო ხშირად ისმის - "როდის იხსნება ზამთრის სეზონი?" , "სვანეთში ხომ არ წავიდეთ?" "აბა, როდის ავდივართ გუდაურში სასრიალოდ?". ეს თარიღი კალენდარში გაწერილი მოძრავი დღესასწაულივითაა - ზოგისთვის ყველაზე სასიხარულო, მნიშვნელოვანი, მოლოდინისგან სასიამოვნოდ რომ განერვიულებს და წინა წლის ადრენალინს გახსენებს.

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

წელს საქართველოს მთის კურორტებმა და თიბისიმ გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს.

"ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის. უკვე დავიწყეთ ერთად მუშაობა სერვისებისა და სისტემის გაუმჯობესებაზე. პარალელურად კი სეზონის გახსნის დიდი სადღესასწაულო ღონისძიებისთვის ვემზადებით. საბაგიროები უკვე გამართულია - ისღა დაგვრჩენია თოვლის მოსვლას დაველოდოთ"

თაზო გამცემლიძე, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი

ყოველ წელს კურორტებს უფროდაუფრო მეტი ადამიანი სტუმრობს, ეცნობა ერთმანეთს და ერთ დიდ "სამეგობროს" ქმნის. გუდაურში, სვანეთში, გოდერძიზე, ბაკურიანში წასვლამდე კი ეს ხალხი მაინც ცნობს ერთმანეთს უკვე ტრადიციად ქცეული "კაცუნებიანი" ჰუდიებით.

ეს თიბისის ყოველწლიური ზამთრის კამპანიის პირველი ნაწილია - საჩუქარი მაშინ, როცა ჯერ არ ელოდები - წინასაახალწლოდ! 2020-ის დადგომამდე კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს საყვარელ ჰუდის და ასე კიდევ უფრო ბევრი იცნობს ქუჩაში ერთმანეთს.

ფოტო: tailored by Funduki

ანიმირებული კაცუნები ფაქტობრივად "სპორტული ზამთრის" ვიზუალურ სტილად იქცა. უკვე მეოთხე წელია დიზაინერი სანდრო კაპანაძე ზაფხულის მიწურულს იწყებს პერსონაჟების ხატვას, რომლებიც მართალია ანიმირებულია, თუმცა სინამდვილეში ყველაზე კარგად გვახსენებს საკუთარ თავებს მაშინ, როცა მთაში ფოტოებს ვიღებთ ხოლმე - ხან ჯგუფურად მწკრივში, ხან სრიალისას, ხანაც საბაგიროზე. კურორტებზე ხალხის რაოდენობა იზრდება და ვიზუალურ სტილშიც, რა თქმა უნდა, მრავლდებიან ფერადი პერსონაჟები.

"ვცდილობ, ისეთი სტილი გავაკეთო ხოლმე, რომლის არაანიმირებული ვერსიები ჩემს ირგვლივ ისედაც ძალიან ბევრია ფოტოების სახით. მთაში ყოფნისას ვუყურებ ჩემი მეგობრების ქცევას და მათ ჩვევებს, რომ პერსონაჟები ქმედითი და "ცოცხლები" იყვნენ. ამიტომაც, სულ ვაახლებთ სტილს და "კომიქსიც" ყოველ ზამთრის სეზონზე ახალ გვერდებს იმატებს"

სანდრო კაპანაძე, დიზაინერი

სეზონის დასაწყისთან ერთად ახალ მუსიკალურ ვიდეოსაც უნდა ველოდოთ. კლიპი ამბიციურ მიზანს ისახავს - ის უნდა მოხვდეს ყველაზე ენერგიული და ხალისიანი ზამთრის გრძელი მუსიკალური ნაკრების პირველ რიგებში - ასე მთებში ასვლის მოლოდინი კიდევ უფრო გამძაფრდება.

შევხვდებით სეზონის გახსნაზე! ტრასებზე ისევ ბევრი მოთხილამურე და სნოუბორდერი. ზოგს გული უკვე ოფროუდისკენ მიუწევს და უერთდება გაუკვალავში მოსრიალეთა რიგებს. რაც მთავარია, ზამთარი ყველას გვიყვარდება და ახალ წელსაც ასე, მომზადებულ-ენერგიულები ვხვდებით.

ასე რომ, #ამოდი!