ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული წიგნები ჩაიტანეს

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები განსაკუთრებული მისიით თურქეთს ესტუმრნენ. მათ ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე სოფელში ქართული წიგნები ჩაიტანეს.
"ისტორიული ამბავი თურქეთიდან. ეროვნული ბიბლოთეკა სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის დახმარებით იწყებს ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ქართული საკვირაო სკოლებისთვის მცირე ბიბლიოთეკების მოწყობას — სპეციალური სასწავლო დედაენები, ლექსიკონები, საბავშვო საკითხავები.
წელიწადში სამჯერ ჩვენი გუნდი სწორედ ამ მისიით ეწვევა თურქეთს. ამჯერად ოთხ ადგილს ვესტუმრერ ან გავუგზავნეთ წიგნები — ბორჩხას, მურღულს, მაჭახელას, იუსუფელს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგზურს, მეგობარსა და პარტნიორს გიორგი ირემაძეს", — განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები