მაკო გომური

17 Nov. 2019, 19:33

მე მჭირდება კარგი მომავალი, მე მჭირდება თავისუფალი ქვეყანა, მე მჭირდება წარმატებული ცხოვრება. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ამ ყველაფრისთვის მე თვითონ ვიბრძოლო. 

დღეს ჩემს მშობლებს ეშინიათ რომ აქ ვდგავარ, რადგან პირველად რომ ვიყავი, ცუდად დასრულდა, ეს ყველამ ვიცით. დღესაც ეშინიათ, რომ იგივე არ განმეორდეს. 

როცა სახელმწიფო ცდილობს საზოგადოებაში ჩანერგოს შიში, ეს ნაწილობრივ გამოსდის. თუმცა ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს არაა ერთეულ ადამიანებში, რომელთა ძალაც არის ფული. ძალა არის, აი, ამ ადამიანებში, რომლებიც ასე იცავენ ქვეყანას და ცდილობენ მიაღწიონ იმ შედეგს, რომლისთვისაც იბრძვიან. არ მინდა, რომ გაჩერდეს ეს მუხტი. 

მე არ ვარ დღეს იმ ადამიანის სახე, რომელიც განეკუთვნება, რომელიც პოლიტიკურ ძალას. ჯანდაბაშიც წასულა პოლიტიკა. მე ვარ დღეს იმისთვის, რომ მე მქონდეს კარგი მომავალი, მქონდეს ჯანსაღი მომავალი და ვიცხოვრო ისეთ მომავალში, რომელიც არ იქნება რომელიმე ქვეყნის დამოკიდებულებაში. მინდა ვიცხოვრო ერთიან, ძლიერ ქვეყანაში. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ერთეული ჩინოვნიკების. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი…