ეს პორტრეტი განსხვავებულად გამოიყურება იმის მიხედვით, თუ რომელ ბრაუზერში ნახავთ მას, რადგან ის რეალურად "სურათი" სულაც არ არის. ის კოდია, რომელსაც ბრაუზერი ყოველ გახსნაზე პორტრეტად გარდაქმნის. განსხვავებით .jpg ან სხვა ფორმატის სურათებისგან, რომლებიც ყოველთვის ერთნაირად გამოიყურება.

PureCSS Lace ციფრული არტისტის, დიანა სმიტის მიერ კოდით შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ბოლო პორტრეტია.

ეს ნიშნავს, რომ ამ "ფოტოების" გადმოწერას ვერ მოახერხებთ. ერთ-ერთი ვარიანტი, მათთვის სურათის გადაღებაა და ამ სტატიაში მათ წარმოსადგენად სწორედ ამ ხერხს მივმართეთ. თუმცა, თუ ფოტოს "კოდური" ვერსიის ნახვა გსურთ, შეგიძლიათ ეს ბმული გამოიყენოთ.

"პროექტის შემოქმედებითი ბუნებიდან გამომდინარე, კოდის სხვადასხვა ბრაუზერთან თავსებადობაზე არ მიზრუნია, შესაბამისად, ისინი Chrome-ის გარდა ყველა ბრაუზერში, დიდი ალბათობით, სასაცილოდ გამოჩნდება", — ამბობს სმიტი.

ყველა ბრაუზერის ცალ-ცალკე დაყენება რომ არ მოგიწიოთ, საქმე გაგიადვილეთ და სხვადასხვა ბრაუზერში დარენდერებულ კოდს აქვე წარმოგიდგენთ.

მაგალითად, Safari-ში კაბის ნაწილი რატომღაც სახეს ეფარება.

2014 წლის Opera-ში ყველაფერი უფრო საშიშია.

Microsoft Edge-ში ასეთ სურათს ვიღებთ.

Netscape Navigator...

სმიტის თქმით, ამ კოდის სხვადასხვა ბრაუზერში გახსნით ინტერნეტის ერთგვარ ისტორიასაც ვხედავთ. თუმცა, ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ახლა უამრავი ბრაუზერი გუგლის მიერ შექმნილ ყველასთვის ხელმისაწვდომ ძრავას, Chromium-ს იყენებს, რაც ნიშნავს, რომ პორტრეტი ახალი ბრაუზერების უმეტესობაში ერთნაირად გამოიყურება.

დიანა სმიტს კოდის გამოყენებთ სხვა ფოტოებიც აქვს შექმნილი.