სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით
ფოტო: ტექნოლოგიების სააგენტო
ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმებას. ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, 18:00 საათზე.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე განმარტავს:
"საქართველოს ისტორიაში პირველად ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკთან ერთობლივი მუშაობით, ევროკავშირიდან 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნოლოგიების კომერციალიზაციისთვის მიიღო. სააგენტოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იქმნება სისტემა, რომელშიც განხორციელდება ტექნოლოგიების გადაცემის პროცესი".
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას ჰქონდეს კიდევ უფრო ინოვაციური ეკონომიკა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით ჩვენ საუკეთესო იდეებს ნოვატორულ პროდუქტებად და სერვისებად ვაქცევთ", — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ.
ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და გამოწვევებს. შედეგად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს შეუწყობს სამეცნიერო ინოვაციების განვითარებას კომერციალიზაციისთვის მომზადებასა და ტექნოლოგიების გადაცემას. პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილ იქნა აპლიკაციები, რომელთა შესწავლის შედეგად შეირჩა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტები. 2019 წლის აპრილიდან აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიების მზაობის მე-4 დონეზე (TRL4) და ტექნოლოგიის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დეტალური შესწავლა და მათი ბიზნეს-პოტენციალის შეფასება. შერჩეულ პროექტებზე მომზადდება კომერციალიზაციის გეგმა, რომელზე დაყრდნობით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკთან ერთად უზრუნველყოფს კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე პროექტების დაფინანსებას; ამას გარდა, მოხდება პოტენციური ბიზნეს-პარტნიორებისთვის პროექტების შეთავაზება ტექნოლოგიის დანერგვის მიზნითა და აღნიშული ტექნოლოგიის ლიცენზირების გზით.
2020 წელს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შერჩეული პროექტებისთვის 1 მილიონ ევრომდე ფინანსურ მხარდაჭერას განახორციელებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები