გაეროში საქართველოს ახალგაზრდა დელეგატის გამოსვლამ რუსი დიპლომატი გააღიზიანა
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, თათია დოლიძე, გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
დოლიძემ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდობის პრობლემებზე და გეგმებზე ისაუბრა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოკლედ გააცნო ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია. ახალგაზრდა დელეგატმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს უშლის ამ რეგიონებში ახალგაზრდების განვითარებას და მათთვის ხელმიუწვდომელს ხდის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა ჯანდაცვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება და სხვა.
თათია დოლიძემ კონკრეტული მაგალითებიც გაიხსენა:
"2005 წელს 11 წლის გენო პეტრიაშვილი სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში გაიტაცეს და ასდღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. 11 წლის შემდეგ ის გახდა ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და საქართველოს მედალიც მოუპოვა რიოს ოლიმპიადაზე. გენომ თავისი ოცნება აისრულა, მაგრამ ბავშვობაში მიღებულმა ამ საშინელმა ტრავმამ მას დაღი დაასვა და ის დღემდე იღებს მედიკამენტებს. რის გამოც, მან კინაღამ დაკარგა თავის ტიტული. კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდობის ისტორიები ყველამ უნდა გაიგოს, რათა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მათ შეძლონ გახდნენ ჩემპიონები და არა შიშისა და აგრესიის მსხვერპლნი", განაცხადა დოლიძემ.
ახალგაზრდა დელეგატის გამოსვლამ, რომელშიც გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის და მოსწავლეების პრობლემებიც გაჟღერდა, უკიდურესად გააღიზიანა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, რომელმაც ჩრდილოეთური დიპლომატიის საუკეთესო ტრადიციებში, თავხედურად და უტიფრად ისაუბრა იმის შესახებ, რომ "გარკვეულმა ქვეყნებმა" ასამბლეა "ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად გამოიყენეს და ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთოს სოციალურ თემებთან და ადამიანის უფლებებთან." მან ქართველებს ანგაჟირებული გამოსვლების ნაცვლად აფხაზებთან და ოსებთან შერიგებისკენ მოუწოდა.
რუსეთის ფედერაციას ახალგაზრდა დელეგატი არ ჰყავს, ამიტომ კომიტეტის განხილვას ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელი ესწრებოდა.
რუს დიპლომატს, რომელსაც სავარაუდოდ мгимо აქვს დამთავრებული, თათია დოლიძემ უპასუხა და კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა რთულია და მათ თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის საშუალება არ აქვთ.
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა

კომენტარები