ზარდიაშვილი არ პასუხობს კითხვას, სთხოვა თუ არა ივანიშვილმა პარლამენტში დარჩენა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მმართველი პარტიის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც ახლახანს განაცხადა, რომ მანდატს ტოვებს, ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული იყო. მან არ უპასუხა კითხვას, სთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში დარჩენა.
ჟურნალისტებმა დეპუტატს ჰკითხეს, რა პოზიცია ჰქონდა ივანიშვილსა და პარტიას მისი წასვლის შესახებ, რაზეც მან განაცხადა:
"პარტიაშიც, პარლამენტშიც ერთხმად იყო პოზიცია, რომ მე თავი შემეკავებინა და არ გადამედგა ეს ნაბიჯი".
ამის შემდეგ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტმა დეპუტატს არაერთხელ ჰკითხა კონკრეტულად რა პოზიცია ჰქონდა ივანიშვილს და სთხოვდა თუ არა მას დარჩენას. თუმცა, დეპუტატმა არცერთ კითხვას არ უპასუხა.
მადნატის დატოვების შესახებ განცხადებაში ის ამბობს, რომ სიმართლე მის მხარესაა, მაგრამ არ სურს იყოს პროვოკაციების წყარო. მისი თქმით, პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ცდილობენ შავი პიარი აუგორონ.
"ამისდა მიუხედავად ამ სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის ფონზე ვერ მოიძიეს ვერცერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება, რომ რაიმე კანონის საწინააღმდეგო ან რამე ცუდი ჩამედინოს", — ამბობს ის.
დეპუტატი მოკლედ გამოეხმაურა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასაც:
"სამწუხაროდ, პოლიტიკაში მრავლად აღმოჩნდნენ ასეთი კამპანიის ავტორი ადამიანები - ხალხი, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ. სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას".
ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2016 წელს გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილად მოიხსენიებს. მისი ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია კი ამტკიცებს, რომ ის მოსამართლეთა პირველი ათკაციანი სიის გატანას ცდილობდა პარლამენტში.
როცა ბესელიამ მოსამართლეთა სიის გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ ზარდიაშვილის გადადგომას ელოდებოდა, რადგან არ სურდა მისთვის თანამდებობის დატოვება. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებებმა და დაპირისპირებამ იმატა. ზარდიაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტიდან წავიდოდა, თუ ბესელიაც იტყოდა უარს მანდატზე.
რამდენიმე დღის წინ, 26 სექტემბერს პარლამენტში, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ზარდიაშვილმა მოსამართლეების მოსმენის დროს ახსენა სიტყვები "ბესელიას მორალი", რის გამოც ბესელია მას ხელით შეეხო.
"ამ არარაობასთან არაფერი საქმე არა მაქვს. მას, რა თქმა უნდა, თავი არ უნდა გაუყადრო ადამიანმა, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, ის შეურაცხყოფები რაც მესმოდა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, გავატარო", — განაცხადა ბესელიამ კონფლიქტის შემდეგ.
მომხდარში თავის დანაშაულს ვერ ხედავდა ზარდიაშვილიც. ინციდენტის შემდეგ მან მომხდარი სექსისტურად შეაფასა, როცა ტელეკომპანია პირველის წამყვანს ჰკითხა: "როგორც ქალს და როგორც მანდილოსანს, სუსტი სქესის წარმომადგენელს, ობიექტურ ჟურნალისტს, თქვენ მოგეწონათ ბესელიას დღევანდელი საქციელი?"
გარდა ამისა, ზარადიაშვილი ამტკიცებდა, რომ ჰქონდა კომპრომატები ეკა ბესელიას წინააღმდეგ, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენდა. ის მიწვეული იყო ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრად ამ საკითხზე სასაუბროდ, თუმცა როგორც წამყვანმა, ნანა ლეჟავამ განაცხადა, დეპუტატმა გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა უარი ჩაწერაზე. მისი თქმით, ზარდიაშვილი კომპრომატებს ჯერ კიდევ აგროვებდა.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები