5 ცნობილი განხეთქილება პოპსამყაროში მომღერლებს შორის
პოპსამყაროში ყოველწლიურად იმდენი ახალი შემსრულებელი გვევლინება, რომ გასაკვირი სულაც არაა, თუ მათ შორის მუდმივად კონკურენციის მაღალი ტემპერატურა იგრძნობა: ახალი შემსრულებლები თავის დასამკვიდრებლად იბრძვიან, ძველებს კი არ სურთ დიდებაში სხვები შეეცილონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოპულარული ადამიანები საერთო პროდუქტის შესაქმნელად ხშირად ერთადაც თანამშრომლობენ და სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალზე ერთმანეთის პერფორმანსების შემდეგ ფეხზე წამოდგომით მქუხარედ ტაშის დაკვრასაც არ ინანებენ, არც ისე იშვიათად ერთმანეთის მტრებადაც გვევლინებიან, რომელთა შუღლი წლების განმავლობაშიც კი გრძელდება.
1. კანიე ვესტი VS ტეილორ სვიფტი
ყველაფერი 2009 წელს, MTV-ის Video Music Awards-ზე დაიწყო: ნომინაციაში ქალი შემსრულებლის საუკეთესო ვიდეოკლიპი გაიმარჯვა ტეილორ სვიფტმა სიმღერით - You Belong With Me. როცა მაშინ ჯერ კიდევ ქანთრის შემსრულებელი ეს მომღერალი სცენაზე ჯილდოს ასაღებად და მადლობის სათქმელად ავიდა, ამერიკელმა რეპერმა, კანიე ვესტმა მიკროფონი გამოართვა, მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და საჯაროდ განაცხადა, რომ ამ კატეგორიაში ბიონსეს უნდა გაემარჯვა თავისი Single Ladies-ით.
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ვესტმა ამ საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და მედიაშიც თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა, 2016 წელს დაპირისპირება კვლავ განახლდა: კანიემ გამოუშვა ახალი სიმღერა, სახელწოდებით Famous, რომლის ტექსტშიც ტეილორ სვიფტის მისამართად შეურაცხმყოფელი სიტყვებია გამოყენებული: "ასე მგონია, მე და ტეილორს მაინც შეიძლება გვქონდეს სექსი/ რატომ?/ იმიტომ, რომ მე გავხადე ეგ ძუ*ნა პოპულარული". მოგვიანებით ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპიც გადაიღო, რომელშიც სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად საწოლში ტეილორის შიშველი ცვილის ფიგურაც წევს კანიე ვესტის გვერდით.
კანიე ვესტმა ამასთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა, რომ ეს დეტალი წინასწარ იყო შეთანხმებული მომღერალთან, რასაც ტეილორ სვიფტი უარყოფდა. მოგვიანებით ვესტის ცოლმა, კიმ კარდაშიანმა გამოაქვეყნა არალეგალურად ჩაწერილი ვიდეო, სადაც ჩაწერილი იყო კანიესა და ტეილორის საუბარი ამ საკითხის განხილვისას. იმის მიუხედავად, რომ ტეილორს კანიე მხოლოდ ერთ ფრაზას "ასე მგონია, მე და ტეილორს მაინც შეიძლება გვქონდეს სექსი" უთანხმებს, კარდაშიანის ვიდეომ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და სვიფტს ყველა "გველს" უწოდებდა. ამის პასუხად სვიფტმა 2017 წელს გამოუშვა ახალი სინგლი და მასზე გადაღებული კლიპი Look What You Made Me Do, რომლის ტექსტიცა და ვიზუალური შინაარსიც მის მოწინააღმდეგე ვესტისა და კარდაშიანის დამოკიდებულებაზე ერთგვარ პასუხს წარმოადგენდა. ამის გარდა, მან ალბომის მსოფლიო ტურნეზე და AMAs-ს დაჯილდოებაზე გამოიყენა ვეება გველის დეკორაცია, რომელსაც კარინი ერქვა.
როგორც მედიაში განიხილავენ, მუსიკოსების დავა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
2. ლედი გაგა VS მადონა
არც ისე დიდხნიანი, თუმცა საოცრად წარმატებული კარიერის შემდეგ 2011 წელს ლედი გაგამ გამოუშვა სინგლი Born This Way, რომელმაც ჩარტები მალევე დაიპყრო და ბევრმა მომღერალი პოპის დედოფლად აღიარა. თუმცა, მადონამ მუსიკალურ სამყაროს მალევე შეახსენა, რომ პოპის ძველი დედოფალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო: მან გაგას ახალი სიმღერა თავის 1989 წელს გამოქვეყნებულ სინგლს - Express Yourself-ს შეადარა და მათ შორის ბევრ მსგავსებაზე ისაუბრა.
2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ მოხარული იყო გაგას სიმღერის დაწერაში რომ დაეხმარა. ამან მომღერლებს შორის ურთიერთობა გაამწვავა და დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეებიდან პირდაპირ თუ ირიბად ერთმანეთს მუდმივად აკრიტიკებდნენ, თუმცა 2015 წელს მადონამ განაცხადა, რომ ეს დაპირისპირება უკვე მოსაწყენი იყო და ის უნდა დასრულებულიყო, რისი საბოლოო დადასტურებაც 2019 წელს, ოსკარების დაჯილდოებაზე ლედი გაგას გამარჯვების შემდეგ მათი საერთო სელფის გამოქვეყნებით ვიხილეთ.
3. მაილი საირუსი VS შინეიდ ო’კონორი
2013 წელი მაილი საირუსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა: მან მთლიანად შეიცვალა თავისი სასცენო იმიჯი და ახალი სიმღერით Wrecking Ball მსოფლიო აალაპარაკა. სწორედ ამ საოცარი წარმატების მომტან სინგლზე საუბრისას მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მასზე მუშაობისას მთავარი ინსპირაცია ირლანდიელი მომღერალი, შინეიდ ო’კონორი იყო. ამ განცხადებიდან მალევე ო’კონორმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მაილი საირუსს დედობრივად ურჩევდა, რომ შეეწყვიტა თავისი თავის სექსუალიზება, რადგან "სიშიშვლე სულაც არ არის კაი ტიპობა". ამაზე პასუხად საირუსმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც გამოსახული იყო, თუ როგორ ხევს შინეიდ ო’კონორი რომის პაპის ფოტოს, რითიც მან მომღერალს ახალგაზრდა ასაკში გადადგმულ თავის პროვოკაციულ და სკანდალურ ნაბიჯებზე მიუთითა.
ამის შემდეგ ო’კონორმა კიდევ არაერთხელ გამოაქვეყნა ღია წერილი, თუმცა მაილი საირუსი პასუხს აღარ სცემდა და მედიასთან აცხადებდა, რომ მათ შორის მტრობა მორჩა. ყვითელ პრესაში მაილის "დანებებას" შინეიდ ო’კონორის ბოლო პერიოდში გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობით ხსნიდნენ, თუმცა ბოლო სიტყვა ამ დაპირისპირებაში მაინც ო’კონორმა თქვა: 2014 წელს მან მაილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მომღერალს პირით დოლარის კუპიურები უჭირავს, წარწერით: "ვინმემ იცის სად არიან ამ გოგოს მშობლები?"
4. შერი VS მადონა
1991 წელს მიცემულ ინტერვიუში შერიმ თქვა, რომ მადონა არ მოსწონდა:
"არის რაღაც, რას მასში არ მომწონს. ის ბოროტია და ეს არ მომწონს. შონ პენთან მეგობრობის გამო, ის ჩემთან სახლში რამდენჯერმე მოვიწვიე და ყველას ძალიან უხეშად მოექცა.
ის უწესო ბავშვივით იქცეოდა. როდესაც ისეთ აღიარებას მოიპოვებ, როგორიც მას აქვს, შეგიძლია ის აკეთო, რაც გსურს, მაგრამ ცოტა მეტად ღირსეული და ცოტა ნაკლებად ძუკნა უნდა იყო".
თუმცა, 2013 წელს, შერიმ თქვა, რომ მადონა მისი ერთ-ერთი საყვარელი ხელოვანი იყო, იმის მიუხედავად, რომ "მთლად ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, არ მოსწონდა".
მუსიკოსები 2017 წელს, ტრამპის წინააღმდეგ მიძღვნილ ქალთა მარშზე სიტყვით გამოვიდნენ და იმავე დღეს, კულისებში საერთო ფოტოც გადაიღეს ერთად.
თუმცა 2018 წლის სექტემბერში მან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ პოპის დედოფლის, მადონას მიმართ, არც ისე დადებითი განწყობები აქვს.
ელენ დეჯენერესის შოუში, თამაშში 5 Second Rule, შერის 5 წამში უნდა დაესახელებინა სამი მომღერალი, რომელთანაც ერთად დუეტს ჩაწერდა.
"ოჰ, ადელი, პინკი და... მადონა არა", - თქვა შერიმ.
დეჯენერესი მაშინვე შეეცადა შერისთვის შეეხსენებინა, რომ მისი გადაცემა ქალებს შორის დაპირისპირების აფიშირების არენა არ იყო.
"მის ნეგატიურობავ, კითხვა ის იყო, ვისთან ჩაწერდი დუეტს და არა ის, ვისთან არ ჩაწერდი", - უთხრა მან შერის.
5. ნიკი მინაჟი და ქარდი ბი
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება ჰიპ-ჰოპის ორ ქალ შემსრულებს შორის გაჩაღდა. ნიკი მინაჟმა შეძლო და გამორჩეული სლენგითა და შესრულების მისთვის დამახასიათებელი მანერით საყოველთაო აღიარება მოიპოვა. თუმცა, როცა 2016 წელს შოუბიზნესში მის სასცენო იმიჯთან ახლოს მყოფი კიდევ ერთი რეპერი გამოჩნდა, მათ შორის მაშინვე დაძაბული ატმოსფერო შეიქმნა.
ქარდი ბიმ მოახერხა და დროის მცირე მონაკვეთში დაიპყრო ჩარტები, რამაც არა მარტო ამ ორ ვარსკვლავს შორის, არამედ მათ ფანებს შორისაც გაამწვავა ურთიერთობა. ერთმანეთის სალანძღავად დაწერილი სიმღერებიდან დაწყებული, საჯარო გამოსვლებით დამთავრებული, საქმე იქამდე მივიდა, რომ 2018 წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ქარდი ბი ნიკი მინაჟს ფიზიკურად დაუპირისპირდა, თუმცა მხოლოდ თავად დაზარალდა.
ამ დაპირისპირების ისტორია იმდენად მრავალ დეტალს მოიცავს, რომ მასში გასარკვევად ცალკე ვრცელი სტატიის დაწერაა საჭირო, ალბათ. თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: ნიკი მინაჟმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მუსიკიდან მიდის. ჰოდა, ბურთი და მოედანიც ქარდი ბის ხელში რჩება!
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები