პრინცი ჰარი

3 Oct. 2019, 11:07

სამწუხაროდ, ჩემი ცოლი ბრიტანული ტაბლოიდის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია. ესაა უმოწყალო კამპანია პიროვნების წინააღმდეგ, რომელიც არ ცნობს შედეგებს და ბოლო წლის განმავლობაში გამძაფრდა, მაშინ როცა ის ორსულად იყო და მაშინაც, როცა ის ჩვენს ახალშობილზე ზრუნავდა.

ასეთ შეუვალ პროპაგანდას ადამიანი ეწირება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის აშკარად ყალბი და ბოროტი განზრახვისაა. და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მამაცი სახით ვეგებებით, ვერ აღვწერ, თუ რამდენად მტკივნეული იყო.

ჩვენ საშუალება არ გვქონდა შეგვეჩერებინა უწყვეტი არასწორი ინტერპრეტაციები. ისინი ხან პოზიტიურ ჭრილში აშუქებდნენ მას, ხან პირიქით — ყოველ დღე ქმნიდნენ ახალ ცრუ ამბებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დეკრეტული შვებულების დროს ის საჯაროდ აღარ ჩანდა. თუმცა ის იყო იგივე ქალი, რომელზეც ერთი წლის წინ ვიქორწინე და იგივე ქალი, რომელიც აფრიკის ტურნეზე იხილეთ.

ორმაგი სტანდარტი მედიისთვის ის თამაშია, რომელში მონაწილეობა ჩვენ არასდროს გვსურდა. მე მისი [მეგანის] ტანჯვის მდუმარე მოწმე ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში და ახლა ჩრდილში ყოფნა და არაფრის კეთება ჩემი რწმენის ღალატი იქნება.

ჩემი უდიდესი შიში ისტორიულად მეორდება. ერთხელ უკვე ვნახე, რა დაემართა ჩემს საყვარელ ადამიანს, რომელსაც აღარ ეპყრობოდნენ, როგორც პიროვნებას. მე დავკარგე დედა და ახლა ვუყურებ, როგორ აქცევენ ჩემს ცოლს მსხვერპლად იგივე გავლენიანი ძალები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
  2. კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
  3. კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
  4. ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
  5. 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის

ზოგ ხელოვნურ დამატკბობელს შეიძლება ნული კალორია აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ორგანიზმზე არ ზემოქმედებს. მათ…