პარიზში დღეს შანელის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოდების ჩვენება გაიმართა. თუმცა, შოუს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია.

ჩვენების დროს, მაყურებლებიდან შანელის ტანისამოსში გამოწყობილი ტროლი სცენაზე აიჭრა და შოუს დაცინვა სცადა, თუმცა ის სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა შეაჩერა და სცენიდან ჩასვლისკენ მიუთითა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ჩანს, რომ მოდელი მას მთავარი სცენისკენ არ უშვებს.

ფრანგი ქალი 28 წლის მარია სილფინტერია, რომელიც სოციალურ ქსელებში სატირული ვიდეოებითაა ცნობილი. ის მოდის კვირეულის დასაწყისში Etam-ის პოდიუმზე შევარდა. სილფინტერი შემთხვევას ინსტაგრამზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ შანელის შოუსთან შედარებით, Etam-ის ჩვენება ბევრი არაფერი იყო.