ბრიტანეთის საკონსულოს კვლევის მიხედვით, სტუდენტები რამდენიმე კრიტერიუმის გამო ირჩევენ უცხოეთში სწავლას. მათ შორისაა ახალი კულტურისა და ცხოვრების სტილის გაცნობა. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ეს გამოცდილება მათ პროფესიულ კარიერას სამომავლოდ მეტ პერსპექტივას შესძენს.

საზღვარგარეთ განათლებას და გაცვლით პროგრამებს მართლაც უამრავი სარგებელი აქვს — ახალი, საინტერესო გარემო, გამოცდილებები, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარისხი, შესაძლებლობები — რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ვერ მიიღებ. ასევე უცხო ენაზე ხარისხიანი განათლების მიღების შანსი და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან ინტერპერსონალური ურთიერთობები. საზღვარგარეთ განათლების დროს სტუდენტები ხშირად ხვდებიან, რომ მათი შესაძლებლობების საზღვრები იმაზე ფართოა, ვიდრე ამას მანამდე აცნობიერებდნენ.

ყოველწლიურად ათასობით სტუდენტი მიდის საქართველოდან უცხოეთში განათლების მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მონდომებულ ახალგაზრდას შეუძლია შეუერთდეს საუკეთესოთა რიგებს.

LEAF-ის შესახებ

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF-ის მოსწავლეების 80%-ზე მეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას იღებს. ცენტრი 2008 წლიდან წარმატებით ეხმარება მსურველებს ინგლისურენოვან საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ ჩაბარებაში.

LEAF საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ICEF-ის მიერ აღიარებული განათლების ცენტრია. ცენტრს მუდმივი კომუნიკაცია აქვს მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და სკოლებთან და ფლობს განახლებად ინფორმაციას საერთაშორისო ტესტებისა და მიღების კრიტერიუმების შესახებ.

გვსურს, ყველა მსურველს დავეხმაროთ ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლაში, აკადემიურ და პროფესიულ ზრდაში. გვინდა, რომ საზღვარგარეთ სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოების ინფორმირებულობა და სწორი მიმართულების ჩვენება. ხელმისაწვდომი და სწორი ინფორმაცია არის გზა, რომელიც თითოეულ ახალგზარდას მიზნამდე მიიყვანს.

ცენტრის გენერალური დირექტორი გივი გუნცაძე.

LEAF-ის სერვისები

განათლების ცენტრში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მოემზადონ ისეთი საერთაშორისო ტესტებისთვის, როგორიცაა SAT, TOEFL, IELTS, FCE. ისინი გაივლიან ინგლისური ენის კურსებსაც.

კონსულტაციების დეპარტამენტს უძღვება გიორგი ჩავლეიშვილი, რომელსაც 10-წლიანი გამოცდილება აქვს College Counseling-ში და მისი დახმარებით სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით ასობით მოსწავლე მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობს.

განათლების საერთაშორისო გამოფენა

LEAF ამ შემოდგომაზე განათლების მორიგ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ის 5 ოქტომბერს, შუადღის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება და სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობენ უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და დასწრების შემთხვევაში, მათ წარმომადგენლებთან პირადად გასაუბრებას შეძლებთ. განათლების კონსულტანტები მოგაწვდიან ინფორმაციას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, ფასების, დაფინანსების, მიღების კრიტერიუმებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

ყველა დამსწრეს გადაეცემა TOEFL-ის ან SAT-ის ვაუჩერი, რაც ნიშნავს, რომ ისინი უფასოდ გაივლიან TOEFL-ის ან SAT-ის სრულ სიმულაციურ ტესტს და მიიღებენ ამომწურავ შეფასებაა LEAF-ის პედაგოგებისგან. გამოფენაზე დასწრება უფასოა.

გამოფენაზე წარმოდგენილი უნივერსიტეტები

  • Vilnius University;
  • EU Business School;
  • Tio University of Applied Sciences;
  • Wittenborg University of Applied Sciences;
  • Middlesex University Dubai;
  • University of Padova;
  • KTU - Kaunas University of Technology;
  • MRU - Mykolas Romeris University;
  • Schiller International University;
  • IUBH University of Applied Sciences;
  • European School of Economics;
  • Rotterdam University of Applied Sciences;
  • Solbridge International School of Business;
  • Saxion University of Applied Sciences;
  • Budapest Metropolitan University;
  • Riseba University;
  • Quasar Institute for Advanced Design;
  • LUISS Business School.