რა არის მპპდ და რა უნდა იცოდე მის შესახებ
უპრობლემო ავტოავარია არ არსებობს — ნებისმიერ შემთხვევაში ეს მძღოლისთვის თავის ტკივილია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ზიანი სხვასაც ადგება.
შსს-ს მონაცემებით საქართველოში აქტიური სტატუსის მქონე მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში 3000-მდე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად იმატებს ავარიების რიცხვიც. დაზღვეული კი ამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაწილე მანქანების ძალზე მცირე ნაწილია.
წარმოიდგინე რომ ავტოავარიაში სხვა მანქანას დაეჯახე. ამ შემთხვევაში შენ ორმაგად მოგიწევს გადახდა: საკუთარი ავტომობილის გარდა დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებაც შენი სახსრებით იქნება გასარემონტებელი. შესაძლოა საკუთარი ავტომობილის შეკეთება არ იჩქარო, მაგრამ დაზარალებული დიდხანს არ გადროვებს.
სწორედ ასეთ კრიტიკულ დროს გჭირდება მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა, ანუ მპპდ.
რა არის მპპდ?
მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა (მპპდ) ანაზღაურებს ავტოავარიის შედეგად მესამე პირის ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულ ხარჯებს. ასეთი ტიპის დაზღვევა ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან არსებობს.
რისთვის გჭირდება მპპდ?
ბევრ ქვეყანაში მპპდ სავალდებულო დაზღვევაა. საუბარი ჩვენთანაც დაიწყო და შესაბამისი კანონპროექტიც გამზადდა, რის საფუძველზეც მპპდ ჩვენთანაც სავალდებულო გახდება. ამას გარდა იგი ძალზე პრაქტიკული საშუალებაა ასეთ უსიამოვნო სიტუაციებში: თუ შენ სხვის ავტომობილს ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახე და დადგინდა, რომ ამაში დამნაშავე შენ ხარ, დაზარალებულის კომპენსაციისთვის თანხების სახელდახელოდ მოძიება აღარ მოგიწევს — მპპდ ამას შენს მაგივრად გააკეთებს.
რისგან გიცავს მპპდ?
ამგვარი გაუთვალისწინებელი ხარჯების სწრაფად მოძიება ყოველთვის პრობლემურია, მითუმეტეს, როდესაც საქმე სხვისთვის ზიანის ანაზღაურებას ეხება. მპპდ გიცავს ამგვარი რისკისგან და "ხელფასამდე" ახლობლების შეწუხება აღარ მოგიწევს.
რას ანაზღაურებს მპპდ?
მპპდ მოქმედებას ავარიის ადგილიდანვე იწყებს. ზარალის მენეჯერი ოპერატიულად შეაფასებს არსებულ სიტუაციას და შენს ნაცვლად დაიწყებს პრობლემების მოგვარებას. შესაძლოა, შენს მიერ დაზიანებული მანქანა ევაკუატორის გადასაყვანი გახდეს. მპპდ ამაშიც კი დაგეხმარება და რაც მთავარია იგი ანაზღაურებს არა მარტო შენს მიერ დაზიანებულ სხვის მანქანას, არამედ ზოგადად, ნებისმიერი სახის ქონებას, რომელიც შენ დააზიანე, იქნება ეს განათების ბოძი თუ რაიმე სხვა.
რა ღირებულების ზიანს აანაზღაურებს მპპდ?
ეს ყოველივე შენს მიერ შეძენილ პოლისზეა დამოკიდებული. დაზღვევის ეს ფორმა გათვლილია 5 000$-დან 100 000$ ზარალის ანაზღაურებაზე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია აქ მოიძიო.
რა დროს არ მოქმედებს მპპდ?
მპპდ-ს ვერ გამოიყენებ იმ შემთხვევაში თუ საჭესთან არაფხიზელი იჯექი. ან თუ ავტომობილს მაინც მართავდი, როდესაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული გქონდა.
რატომ მაინცადამაინც ახლა?
თუ 1 ოქტომბრამდე ავტოდაზღვევას ალდაგში შეიძენ, საჩუქრად გადმოგეცემა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა, იგივე მპპდ.
დამატებითი საჩუქრები კი ავტოდაზღვევის შემძენთათვის შემდეგია:
- 15 თეთრიანი მომენტალური ფასდაკლება საწვავზე სოკარის ქსელში;
- 12 თეთრიანი მომენტალური ფასდაკლება საწვავზე ვისოლის ქსელში;
- 15%-იანი ფასდაკლება სრულ პროდუქციასა და მომსახურებაზე ვიანორში;
- 20%-მდე ფასდაკლება ამბოლში;
- ტექინსპექტირების 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები