ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ გასულ თვეს, 20 აგვისტოს ArchDaily & Strelka Award-ის ფინალისტები გამოვლინდნენ.

გუშინ, 10 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ საუკეთესოთა შორის, საუკეთესო პროექტად ქართველი არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის პროექტი დასახელდა.

ფოტო: Giorgi Khmaladze

ყავის ქარხანა, რომელიც ArchDaily & Strelka Award-ის გამარჯვებული გახდა, თებერვალში ევროკავშირის არქიტექტურის საერთაშორისო დაჯილდოებაზეც მონაწილეობდა.

ფოტო: Giorgi Khmaladze

აღსანშნავია, რომ ხმალაძის პროექტის მიხედვით შექმნილი ბათუმის მაკდონალდსი TED გალერიის მიერ მომავლის არქიტექტურის ათ შენობას შორის მოხვდა, 2014 წელს კი ArchDaily-ის მიერ 2014 წლის საუკეთესო შენობად დასახელდა.