ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი

8 Sep. 2019, 10:15

ევროპულმა საქართველომ საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა გიორგი გახარიას სახე, რომ ის არანაირი სახელმწიფოებრივი ხერხემალი არ არის, ის არის გაფუყული მატყუარა, რომელიც თავხედურად იტყუება ტრიბუნიდან და ის არის პასუხისმგებელი ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრაზე.

კითხვები, რაც არსებობს გახარიას მიმართ, ძალიან ნათელია. ეს უკავშირდება 20 ივლისის გავრილოვის სისხლიან ღამეს და უკავშირდება ია კერზაიას, სარალიძის და სხვა ძალიან ცნობილ სახეებს, სადაც პირდაპირ არის ბატონი გახარია პასუხისმგებელი. ქვეყნის მდგომარეობა სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზეა ასახული. ეს არის სრული უპერსპექტივობა, სიღარიბე, უმუშევრობა და ფასების ზრდა. გამოსავალი არის საპარლამენტო არჩევნების გზით ივანიშვილისა და ქართული ოცნების ჩამოცილება ხელისუფლებისგან.

განაცხადა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის დამტკიცების პლენარული სხდომის დაწყების წინ. ევროპული საქართველო სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ