გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საზღვარზე 12 ჩემოდანი სიგარეტი გადაჰქონდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.

მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქე ფრანკფურტში ქალაქ ათენიდან ჩავიდა. გამოცემის ინფორმაციით, ბარგის შემოწმებისას სიგარეტებით სავსე ჩემოდნები მებაჟეებმა სწრაფადვე აღმოაჩინეს. ჩემოდნებში, ჯამში, 48 ათასი ღერი სიგარეტი იყო. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულს სიგარეტების კონტრაბანდას ედავებიან.