მესტია საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტია, რომელსაც ყოველწლიურად, ზამთარ-ზაფხულ, უამრავი ტურისტი სტუმრობს. განსაკუთრებით ბოლო წლებში, სვანეთმა საერთაშორისო მასშტაბითაც გაითქვა სახელი - აქ ხშირად შეხვდებით დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსულ მოგზაურებს, რომლებიც სვანეთის სილამაზის აღმოსაჩენად ხან ფეხით დაიარებიან, ხანაც მანქანით. მათი ჩამოსვლის მიზანი მრავალფეროვანია - ზოგიერთებს მთები და კოშკები აინტერესებთ, ზოგი კი უფრო მეტად თხილამურებით სრიალის ჟინით არის შეპყრობილი.

მესტია სვანეთის ცენტრია და აქედან ყველა ღირსშენიშნაობამდე მისვლა მარტივია. სწორედ ამიტომ, მესტიაში დაბინავება და სვანეთში მოგზაურობის დაწყება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა ხოლმე. სწორედ ასე იქცევა მოგზაურების უმრავლესობა, მითუმეტეს, რომ მესტიაში სასტუმროების ბიზნესი ძალიან განვითარდა.

ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო, რომელიც სვანეთის ვიზიტორებს ხიბლავს, ბანგურიანია. კოტეჯის ტიპის შენობები, რომლებშიც მაღალი კლასის ნომრები და მომსახურება დაგხვდებათ, მესტიის ცენტრთან ახლოს, შემაღლებულ გორაზე დგას. სწორედ ამ ადგილიდან მოსჩანს მთა ბანგურიანის ულამაზესი ხედი, რომლის დანახვაც თქვენს განწყობას უთუოდ აამაღლებს.

სასტუმრო ბანგურიანში მრავალფეროვანი გარემო, 36 ნომერი და მომსახურების უმაღლესი სერვისი აქვთ დანერგილი. თითოეული ნომერი ევროპული სტანდარტებით არის შექმნილი, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემებით, უფასო ინტერნეტით, ტელევიზორებითა და ყველა საჭირო ჰიგიენური ნივთებით. თუ ბანგურიანს ეწვევით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ განსხვავებული მომსახურება და სხვადასხვა კლასის სერვისი, რომელშიც შეიძლება შედიოდეს სამჯერადი კვება, მხოლოდ საუზმე ან საუზმე და ვახშამი.

სასტუმრო ბანგურიანის რესტორანი გამჭვირვალე შუშებით არის აშენებული და ზედ გორაზე დგას, რომელიც დანარჩენ შენობას უერთდება. იქიდან მთელი სვანეთის ულამაზესი ხედებია გადაშლილი. თქვენს თვალწინ გადაიშლება უძველესი სვანური კოშკების სილამაზე, მესტიის ცენტრი, მთა ბანგურიანი, მდინარე მესტიაჭალა და ყველაფერი, რაც ასეთ მომაჯადოვებელს ხდის მესტიას. ბანგურიანის სამზარეულო აერთიანებს როგორც სვანური კულინარიის შედევრებს, ისე სხვა ქართულ და ევროპულ კერძებს.

ის, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის აქაურობას, სასტუმროს მიერ ორგანიზებული პროფესიონალური შიდა ტურებია, რომლითაც დამსვენებლების უმრავლესობა სარგებლობს. სასტუმრო ბანგურიანის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს თქვენთვის უსაფრთხო ტურებსა და გიდის მომსახურებას მთელი სვანეთის მასშტაბით, რაც შესაძლებლობას მოგცემთ მოინახულოთ თეთნულდი, შხარა, უშგული და სხვა ღირსშესანიშნაობები და აღმოაჩინოთ განსხვავებული, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი სვანეთი.

სასტუმრო ბანგურიანი ზამთარ-ზაფხულ დამსვენებლებით არის სავსე, ამის მიზეზი კი სათხილამურო სეზონია. სასტუმროს ზამთარში თხილამურების გაქირავებისა და სათხილამურო ზონამდე გადაყვანის სერვისიც აქვს, რომლითაც ნებისმიერ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის სილამაზე, რომელსაც თოვლი ამ ტერიტორიაზე ქმნის. ზამთარში სასტუმრო ბანგურიანი არაერთი ფოტოგრაფისა თუ ვიდეოგრაფის ინსპირაცია გამხდარა.

ფოტო: სასტუმრო ბანგურიანი

თუ მესტიაში ვიზიტს გადაწყვეტთ და სასტუმრო ბანგურიანში დარჩებით, თქვენ არ მოგიწევთ მესტიის ცენტრიდან ფეხით ან ტაქსით მისვლა ბანგურიანამდე, რადგან სასტუმროს ტრანსფერის სერვისიც აქვს. ისინი დაგხვდებიან მესტიის ცენტრში და თავად წამოგიყვანენ.

მესტიაში ლამაზი ხედებისა და შიდა ტურების გარდა, კიდევ უამრავი თავშესაქცევია. ქალაქის ცენტრში მოწყობილია უმაღლესი დონის კაფე-რესტორნები, სადაც დამსვენებლების უმრავლესობა საღამოობით დროს ატარებს. სასტუმრო ბანგურიანის ახალგაზრდა ადმინისტრაცია არც ამ ადგილების შესახებ ინფორმაციის მოწოდებასა და დაკვალიანებას დაგზარდებათ.

უფრო ფართო სურათის დასანახად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბანგურიანის ოფიციალურ საიტსა და ფეისბუქის გვერდს.