72 წლის ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა სიფხიზლის 29 წელი აღნიშნა. მან სოციალურ მედიაში ანონიმური ალკოჰოლიკების სიფხიზლის ნიშანი გააზიარა, რომელსაც 29 რომაულად აწერია.

"29 წლის წინ, ამ დღეს, მე განადგურებული კაცი ვიყავი.

საბოლოოდ, ჩემს თავში ვიპოვე ძალა, რომ მეთქვა სამი სიტყვა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა: "მე დახმარება მჭირდება". მადლობა, ყველა უანგარო ადამიანს, რომელიც სიფხიზლის გზაზე დამეხმარა.

უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

სიყვარულით, ელტონი".

ნარკოტიკებისა და სასმელების მიმართ ელტონ ჯონის დამოკიდებულება კარგადაა აღწერილი 2109 წლის ბიოგრაფიულ ფილმში Rocketman.