ნოდარ მელაძე: არის ძალიან დიდი რისკი, რომ თავისუფლების ფანჯარას დაგვიხურავენ
ფოტო: Nodar Meladze / Facebook
"არის ძალიან დიდი რისკი, რომ თავისუფლების ფანჯარას აქ დაგვიხურავენ", — ამ სიტყვებით მიმართა რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ მაყურებელს.
შაბათის კურიერის მონოლოგში, მან რუსთავი 2-ში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ მას იმის გარანტიაც კი არ აქვს, რომ მომავალ შაბათს მაყურებელს იგივე ფორმატით შეხვდება.
ნოდარ მელაძის მონოლოგს უცვლელად გთავაზობთ:
"თავისუფლება, ყველა ადამიანის მონაპოვარია. როცა მოიპოვებ, ის უნდა დაიცვა, იმიტომ თუ დაკარგავ თავისუფლებას დაკარგავ შენს თავს. როდესაც ერთხელ შეიგრძნობ თავისუფლების ფასს შემდეგ ძალიან რთულია, რამის სანაცვლოდ ეს ყველაფერი დათმო. რუსთავი 2 ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე ერთი ტელევიზია. ეს არის თავისუფლების ციხესიმაგრე, სადაც ბევრი ადამიანი ერთმანეთთან შედუღაბებულია. ჩვენთვის, კურიერის გუნდისთვის, ეს არის მეტი, ვიდრე სამსახური და ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს არის უბრალოდ თავისუფლების ტერიტორია. რუსთავი 2 არის ხსნა ადამიანებისთვის, ვისაც ხელისუფლება უსამართლოდ ჩაგრავს, რუსთავი 2 არის ინფორმაციის წყარო ადამიანებისთვის, ვინც არ იცის, ჩინოვნიკები როგორ იპარავენ მათ ფულს, მაშინ როდესაც ხალხი ქუჩაში შიმშილით სულს ღაფავს. უკვე საუკუნის მეოთხედია, ეს არხი წერს საქართველოს ისტორიას, უკვე საუკუნის მეოთხედია, ეს არხი არის ინფორმაციის პირველწყარო. ახალი ამბები ჩვენი პროფესიაა, ერთადერთი, რის კეთებაც ვიცით და რის კეთებაც გამოგვდის. რუსთავი 2 არის მეხამრიდი საქართველოსთვის, რომ ხელისუფლებამ დიქტატურის უფსკრულში საბოლოოდ არ გადაჩეხოს.
რუსთავი 2-ის ხელისუფლებას ძალიან ეშინია, იციან რომ, როდესაც მოიპარავენ, როდესაც ვინმეს დაჩაგრავენ, როდესაც სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა იქნება, ჩვენ ძალიან ხმამაღლა ამ ამბავს გავაგონებთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს.
გაიხსენეთ, რამდენი ამბავი, იყო, რომელსაც უბრალოდ ვერ გაიგებდი, რომ არ ყოფილიყო კურიერის გუნდი. რამდენი კადრი გინახავს პირდაპირ ეთერში, როდესაც ეს გუნდი, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდა, მუშაობდა, რომ შენ ეს ამბები გცოდნოდა პირველს.
აქ სამუშაოდ ექვსი წლის წინ მოვედი, და როდესაც პირველად შემოვედი ამ სტუდიაში, როდესაც პირველად გავხდი კურიერის წამყვანი, დავრწმუნდი რომ ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე საქართველოს მოქალაქეების ხელში. ის უნდა დავიცვათ. დღეს ახალი რეალობის წინაშე ვართ, ტელევიზიას ჰყავს ახალი მფლობელი, არის ძალიან დიდი რისკი, რომ თავისუფლების ფანჯარას აქ უბრალოდ დაიხურება. ახლა პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ და პირველად, არ ვიცი, როდის შევძლებ თქვენთან ისევ შეხვედრას, ეს არის უკანასკნელი შაბათის კურიერი, ერთერთი ბოლო, თუ ეგ გადაცემა გაგრძელდება.
არჩევანი გვაქვს, ან ვაკეთოთ ახალი ამბები ხელისუფლების ინტერესებით, სადაც მოგიყვებით, მაგალითად, რა მაგარია, გიგანტური ხეების გადარგვა, მაგრამ დაგიმალავთ და არ მოგიყვებით, რომ ამას მთელი რეგიონის ეკო სისტემა ეწირება, დაგიმალავთ, რომ ამ ხეების წინ და უკან თრევით ნადგურდება გარემო, დაგიმალავთ, რომ ხალხს ამის გამო სახლებს უნგრევენ, გზას უკეტავენ და დენს უთიშავენ. ჩვენ არჩევანია - ჩვენ ასეთ ახალ ამბებს არ გავაკეთებთ.
ჩვენ ყველა ვრჩებით ამ არხზე, ვრჩებით, იმიტომ რომ ეს ტელევიზია ჩვენია. ჩვენი დიდი შრომით ის საქართველოს მთავარი არხია. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ თქვენ მოგიყვეთ რეალური და არა გამოგონილი ახალ ამბები, სანამ ამას შევძლებთ, ჩვენ ისევ ვიქნებით კურიერის გუნდი!
ეს პროფესია 20 წლის წინ ავირჩიე და ვთქვი რომ ვიქნები ჟურნალისტი. დავუშვი ბევრი შეცდომა, ვმუშაობდი ტელევიზიებში, რომელიც იყო სახელისუფლებო, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ შეცდომების უფლება არც მე და არც ამ გუნდს აღარ აქვს. დღეს მე მაქვს პასუხისმგებლობა თქვენთან, ბოლომდე ვიბრძოლო იმისთვის, რომ აქ, ამ ეთერში თქვენ ისევ ხედავდეთ საკუთარ თავს, ვიყოთ ისევ ისეთი კრიტიკულები, როგორც დღემდე, ვიყოთ ისევ ინფორმაციის პირველწყარო თქვენთვის, მოგიყვეთ რეალური და არა გამოგონილი ახალი ამბები.
მადლობა ნიკა გვარამიას, მადლობა, რომ იბრძოდა და შვიდი წელი ამ ტელევიზიაში ისმოდა თავისუფალი სიტყვა, მადლობა ჩემგან, რომ მომცა შანსი მემუშავა რუსთავი 2-ში. მადლობა იმ ადამიანების სახელით, რომლისთვისაც იყო საუკეთესო მენეჯერი".
რუსთავი 2 და სტრასბურგის სასამართლო
სტრასბუგრის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი, არხზე ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია მივიდა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები და თანამშრომლები ღიად საუბრობენ, რომ ხელისუფლებას ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს და კომპანიის ერთ დღეში გადაფორმებაც ამის დასტურია.
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა. ცვლილება საჯარო რეესტში ტელეკომპანიის ახალი მფლობელის თხოვნის საფუძველზე აისახა. ამავე დოკუმენტაციით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამია მისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანაცვლა. მანამდე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრმა რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა და შეხვდა, როგორც ჟურნალისტენს, ისე ფინანსურ დირექტორს.
ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიას, მისი ადვოკატი პაატა სალია შეცვლის. ნიკა გვარამიას თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და მის კონტრაქტში არის საკმაოდ სოლიდური გარანტია, რომლის გადახდის გარეშეც მისი გაშვების უფლება არავის აქვს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
რუსთავი 2 სტრასბურგში რამდენიმე მუხლის დარღვევას დავობდა, ესენია: სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები; საკუთრების დაცვა. შედეგად, საქმეში რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ არც ერთი ამ მუხლის დარღვევა არ დაადგინა. რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა. ეს ის დათქმაა, რომლის მოქმედების გამოც ქიბარ ხალვაშმა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილები ვეღარ გადაიფორმა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ქიბარ ხალვაშს დღესვე შეუძლია წილების გადაფორმება, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია კი თქვა, რომ ტელევიზიას ვერავინ შეეხება იქამდე, სანამ საქმის წარმოება სტრასბურგშიც არ დასრულდება. რუსთავი 2 სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უმაღლეს პალატაში აპირებს.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.
2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.
რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, მათი მენეჯმენტი და ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ქიბარ ხალვაში ამჯერადაც ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ტელეარხის დადუმებაა. საქართველოს მთავრობა სასამართლო დავის დაწყებიდან განაჩენის გამოცხადებამდე, მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე კერძო ქონებრივი დავა იყო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-მა სტრასბურგში გაასაჩივრა. ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა.
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
-
ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი) ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი)
-
მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
გადახედვა
-
ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს
გადახედვა
-
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
-
იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს
-
რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა
გადახედვა
კომენტარები