არჩევნები: უკრაინა პოლიტიკურ გზაჯვარედინთან
ფოტო: Reuters
სულ რამდენიმე თვის წინ უკრაინაში ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ახალმა პოლიტიკურმა ტალღამ სახელმწიფოს ლიდერად მოიყვანა სრულიად გამოუცდელი პოლიტიკოსი ვოლოდიმირ ზელენსკი. ის კომიკოსი იყო, პოპულარული შოუს წამყვანი მსახიობი.
არ არის გამორიცხული, ეს უქმეებიც შევიდეს უკრაინის ისტორიაში. კვირას იქ საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელზეც მოქალაქეები ისეთი ენთუზიაზმით არ დადიან, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ რუსეთთან ომით შეძრული ქვეყნისთვის ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური სუვერენიტეტისთვის ბრძოლა თითქმის ყოველდღიურად უწევს.
ამას გარდა, უკრაინის პარლამენტი, უმაღლესი რადა, ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ბევრ კრიტიკული მნიშვნელობის საკითხს წყვეტს, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, ბიუჯეტის დაგეგმვას, მინისტრების უმეტესი ნაწილის დანიშვნას და ა. შ. მართალია, კონსტიტუცია პრეზიდენტ ზელენსკის აძლევს უფლებას თავად შეარჩიოს კაბინეტიდან საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატს მხოლოდ რადა არჩევს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცების შემდეგ კი პრემიერი კაბინეტის დანარჩენ მინისტრებს წარადგენს, რის შემდეგაც დამტკიცების მორიგი რაუნდი იწყება.
გამოკითხვის შედეგები
უკრაინაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების მიხედვით, პარლამენტში მოხვედრის შანსი 5 პარტიას აქვს. რადაში მოსახვედრად აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახონ.
გამოკითხვებში ზელენსკის პარტია ლიდერობს, სახელად ხალხის მსახური. მას ელექტორატის უმეტესი ნაწილი უჭერს მხარს და რამდენიმე გამოკითხვის მიხედვით, ის საშუალოდ 41-დან 52 პროცენტიანი რეიტინგით სარგებლობს.
ეს არის ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო იდეების მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი, რომელსაც ძალიან მცირე კანონშემოქმედებითი გამოცდილება აქვს. პარტიის პოპულარობას უმეტესად არა მისი იდეოლოგია, არამედ პრეზიდენტის ფიგურა განსაზღვრავს.
მეორე ადგილზე 10-12%-ით მოდის პრორუსული პარტია სახელწოდებით ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის. მისი ლიდერია ვიქტორ მედვედჩუკი, ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას თანამებრძოლი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყოფილი თანაშემწე.
თუ გამოკითხვების პროგნოზი სწორი აღმოჩნდა, პარლამეტში ასევე მოხვდება ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტია ევროპული სოლიდარობა. მას საშუალოდ 8%-იანი რეიტინგი აქვს. ამ პარტიაში ერთიანდებიან წინა პარლამენტის სპიკერი და ვიცე-სპიკერი, ასევე ყირიმელ თათართა ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.
დაახლოებით იმდენივე ხმას, სავარაუდოდ ცოტა ნაკლებს 6-7%-ს აიღებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პარტია ბატკივშინა, ანუ მამული. ზედა ხუთეულში ბოლო ადგილზეა როკ-ვარსკვლავის სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია ხმა.
ანალიტიკოსების პროგნოზი
სპეციალისტები ამბობენ, რომ პარტიების რეიტინგები მათთვის გამარჯვების მოპოვების გარანტი არ არის. პრეზიდენტ ზელენსკის ხალხის მსახურის პოპულარობა არ ნიშნავს, რომ პარლამენტში ის უმრავლესობას მოიპოვებს.
ამ გარემოების მთავარი მიზეზი ის არის, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ნახევარი თითომანდატიანი ოლქებიდან კომპლექტდება. ამ ოლქებში ადგილობრივ პოლიტიკოსებს აქვთ მეტი შანსი პარტიების პოპულარობა დაძლიონ და თავად გაიმარჯვონ.
თითომანდატიანი ოლქების კანდიდატებში ზოგი პარტიის წევრი ან საერთოდ არ არის, ან პარტიებთან სუსტი კავშირი აქვს. ზოგი ისეთ პარტიაშია, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი საერთოდ არ გააჩნია.
აქედან გამომდინარე, ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი მელინდა ჰარინგი ფიქრობს, რომ ზელენსკის პარტიამ რადაში უმრავლესობა შეიძლება ვერც კი მოიპოვოს. "უმრავლესობა რომც მოიპოვონ, პოლიტიკურად სისულელე იქნებოდა, რომ ეს საქმე მარტო თვითონ იტვირთონ" — უთხრა ანალიტიკოსმა ამერიკის ხმის უკრაინულ რედაქციას. მელინდა ჰარინგის აზრით, ზელენსკის სავარაუდოდ, მოკავშირედ მეორე პარტია დასჭირდება, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში ხმების უმრავლესობის გარანტია ჰქონდეს და რადაში პრობლემებს თავი გაართვას.
ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ექსპერტი კატერინა სმაგლი ამბობს, რომ თავად ზელენსკის პარტიის შიგნითაც აზრთა ისეთი სხვადასხვაობაა, რომ ზელენსკის პარტიის კონსოლიდაციის და ერთი იდეით გაერთიანების პრობლემა ექნება. "მას დანამდვილებით დასჭირდება პარტნიორი პარლამენტში", — აღნიშნავს მაკკეინის ინსტიტუტის ანალიტიკოსი. ის მედვედჩუკის ბლოკთან გაერთიანების შანსს ვერ ხედავს. კატერინა სმაგლის აზრით, კოალიციაში ზელენსკის სავარაუდო პარტნიორები იქნებიან ტიმოშენკოს და ვაკარჩუკის პარტიები.
ერთპარტიული მმართველობის რისკი
პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წარმატებული კოალიციის ფორმირების შემთხვევაში, უკრაინაში ძალაუფლების ერთ ხელში კონსოლიდაციის რისკი ჩნდება. მართალია ეს ზელენსკის სოციალური და ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების, მათი სწრაფად დანერგვის საშუალებას მისცემს, მაგრამ ქვეყანა ერთპარტიული მმართველობის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.
"ჩვენ ერთპარტიული მართვის პრეცედენტი უკვე გვქონდა, ეს იყო ვიქტორ იანუკოვიჩის დროს რეგიონების პარტია, რომელიც ძალაუფლების ყველა შტოს აკონტროლებდა", — აღნიშნავს უკრაინაში მცხოვრები პოლიტოლოგი ოლესია იახნო. მისი თქმით, ასეთი მმართველობის კულმინაცია, ევრომაიდანზე მომხდარი რევოლუციის სახით, უკრაინამ უკვე გამოსცადა.
ოლესია იახნო არც იმას გამორიცხავს, რომ ზელენსკიმ კოალიცია პრორუსულ პარტიასთან ჩამოაყალიბოს. მისი თქმით, თუ ხალხის მსახურ ვიქტორ მედვედჩუკის პრორუსულ პარტიასთან ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის გაერთიანდა, შესაძლოა უკრაინამ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისგან ოდნავ უკან დაიხიოს, შედარებით ზომიერი პოლიტიკა არჩიოს და რამდენიმე შემხვედრი ნაბიჯი რუსეთისკენაც გადადგას.
საარჩევნო უბნები უკრაინაში კვირას დილით გაიხსნება. უკრაინელი ხალხი კენჭს უყრის არამარტო საკუთარ მომავალს, არამედ შესაძლოა, ევროპის მომავალსაც. უკრაინა რუსეთის შემდეგ, მიწის ფართობით, ევროპის მეორე უდიდესი ქვეყანაა.
-
"რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი "რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
-
ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება
გადახედვა
-
ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
-
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს?
-
გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
გადახედვა
-
ემის 2026 წლის ნომინაციები — The Pitt ლიდერობს, Stranger Things მთავარ კატეგორიებში ვერ მოხვდა ემის 2026 წლის ნომინაციები — The Pitt ლიდერობს, Stranger Things მთავარ კატეგორიებში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლად დასახელდა მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლად დასახელდა
გადახედვა
-
Tegeta Fest — თეგეტა მოტორსი წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს Tegeta Fest — თეგეტა მოტორსი წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
-
POG: 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია POG: 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია
გადახედვა
-
Lets fight against DMD: ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა Lets fight against DMD: ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა
გადახედვა
-
თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლები საზმაუს შენობასთან შეიკრიბნენ — ისინი ეთერის დათმობას სთხოვენ სინდისის პატიმრების მშობლები საზმაუს შენობასთან შეიკრიბნენ — ისინი ეთერის დათმობას სთხოვენ
გადახედვა
-
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
-
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
-
"სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია "სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი — უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის თიბისი კამპუსი — უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
-
"დაძინების შემდეგ ვეღარ გაიღვიძა" — გაგიკ წარუკიანის ლომი ზოოპარკში მოკვდა "დაძინების შემდეგ ვეღარ გაიღვიძა" — გაგიკ წარუკიანის ლომი ზოოპარკში მოკვდა
გადახედვა
კომენტარები