შსს-მ ომბუდსმენის მეშვეობით შემოგვითვალა "რაც გინდათ, ის ქენით" — თბილისი პრაიდის განცხადება
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
თბილისი პრაიდმა პარტიზანულ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ მოუწოდა მათ მარშის გაუქმებისკენ და არ დაიცვა ლგბტ+ თემის უფლებები.
თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განმარტებით, პოლიტიკური პროცესების შედარებით დასტაბილურების შემდეგ, 6 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით აცნობეს, რომ "ღირსების მარშის" ახალი თარიღი 8 ივლისი იქნებოდა.
"არ მივიღეთ რა მათგან არანაირი პასუხი, 7 ივლისს, თბილისი პრაიდის გუნდმა უკვე საჯაროდ დააანონსა შემდეგი დღისათვის დაგეგმილი გადადებული მარში, იმ იმედით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ითანამშრომლებდა ჩვენთან მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", — ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს თანამშრომლები პირდაპირ კონტაქტზე კვლავ არ გამოვიდნენ. 7 ივლისს მათ სახალხო დამცველის მეშვეობით შემოუთვალეს: "რაც გინდათ ის ქენით, თანამშრომლობა არ შედგება".
"სამინისტრომ ასევე უარი გვითხრა ჩვენს თხოვნაზე უზრუნველყოფა გაეკეთებინათ ასობით მონაწილის შეკრების ადგილებიდან მარშის დაწყების პუნქტამდე სატრანსპორტო საშუალებით გადაყვანაზე", — აცხადებენ პრაიდის ორგანიზატორები.
მათივე თქმით, იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განუცხადა, რომ თბილისი პრაიდი "პროვოკაციას აწყობს" და რომ ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას:
"სამინისტროს წარმომადგენლებიც და მმართველი პარტიის ლიდერებიც თანმიმდევრულად ცდილობდნენ პრაიდის დელეგიტიმაციას — ისინი ჩვენ ღიად მოგვიხსენიებდნენ ოპოზიციური პარტიების მიერ მართულ ჯგუფად".
თბილისი პრაიდი წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულება პრაიდის ორგანიზების პროცესში პირველი არ ყოფილა. მათივე ცნობით, გასული კვირების განმავლობაში, შსს-ს მაღალჩინოსნები და ქართული ოცნების ლიდერები დახურულ შეხვედრებზე პირდაპირ მოგვიწოდებდნენ გაგვეუქმებინა ღირსების მარში, რადგან ისინი "ხედავდნენ რისკებს" და არ შეეძლოთ ჩვენი დაცვა.
"ჩვენ გვჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ყველა რესურსი ღირსების მარშის დასაცავად — მითუმეტეს, რომ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში ჰქონდათ ინფორმაცია. თუმცა, მმართველ გუნდში არ აღმოჩნდა პოლიტიკური ნება დაეცვა საკუთარი მშვიდობიანი ლგბტქი მოქალაქეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
შექმნილ პირობებში, ასობით ადამიანის მონაწილეობით საჯარო ღონისძიების ჩატარება შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, გავაუქმეთ 8 ივლისის დილას დაგეგმილი მარში. თუმცა ლგბტქი აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა სრულად არ დავთმეთ საჯარო სივრცე და პარტიზანულად მოვაწყვეთ აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
პრაიდის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების მხრივ ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო:
"აშკარაა, რომ მმართველი გუნდი ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ თბილისში ხანმოკლე მშვიდობიანი აქციის გამართვის დაშვებას თავისთვის პოლიტიკურად წამგებიანად აღიქვამს, ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული არ არის და არც მისი დაცვის პოლიტიკური ნება არსებობს".
განცხადებაში თბილისი პრაიდის აქტივობებით მიღებული შედეგებიცაა შეჯამებული:
"უკანასკნელ თვეებში ლგბტქი თემის ხილვადობა გაიზარდა და საზოგადოებაში კიდევ უფრო გააქტიურდა ლგბტქი საკითხებზე დისკუსია. ჩვენ მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წინაშე მწვავედ დაისვა რამდენიმე პოლიტიკის რეფორმის აუცილებლობის საკითხი. თბილისი პრაიდი უწყვეტად აგრძელებს საქმიანობას. ჩვენ ვაპირებთ არაერთი პოლიტიკური, კულტურული თუ სოციალური ღონისძიების განხორციელებას მომავალი თვეების და წლების განმავლობაში იმისთვის, რათა ხელი შევუწყოთ ჰომო/ტრანსფობიის შემცირებას და ლგბტქი ადამიანებისთვის თანასწორი და თავისუფალი გარემოს ფორმირებას. ბრძოლა გრძელდება!"
შეგახსენებთ, რომ, თავდაპირველად, თბილისი პრაიდი 22 ივნისისთვის დაგეგმილ ღირსების მარშში მონაწილეობის მისაღებად ათასამდე ადამიანი იყო დარეგისტრირებული, თუმცა 20 ივნისს, თბილისში განვითარებული შემზარავი მოვლენების შემდეგ, თბილისი პრაიდის მსვლელობა გადადო.
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
კომენტარები