ეგრეთ წოდებული "პეკინის ბიკინი" ჩინელი კაცებისთვის გასაგრილებლად პოპულარული გზაა, თუმცა ჩინეთის ოფიციალური პირები მას "არაცივილიზებულ ქცევას" უწოდებენ.

ადგილობრივი კაცები მაისურებს იკეცავენ და საჯარო ადგილებში ასე გადაადგილდებიან. ჩინეთის ამ კულტურულ ფენომენს 2016 წელს The New York Times-მა სტატიაც მიუძღვნა.

ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჯინანის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს კულტურა ქალაქის იერსახეზე მოქმედებს. მათ ქალაქის საჯარო ადგილებში აკრძალვა შემოიღეს, კონკრეტულად კი პარკებში, მოედნებზე, ავტობუსებზე და სამუშაო სივრცეში.

რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში კაცები 200 იენით (დაახლოები $30) დაჯარიმდებიან. უამრავი ადამიანი აკრძალვას ემხრობა, თუმცა ზოგი ამბობს, რომ კაცები ამით არაფერს აშავებენ.

ფოტო: UPI / Alamy Stock Photo