ფოტოები: Fabrika-ს კედლებზე საპროტესტო ნახატები გამოჩნდა
ფოტო: გიორგი ტაბატაძე
დღეიდან, როცა ფაბრიკასთან ჩაივლით, შეგიძლიათ თვალი შეავლოთ ახალ სტრიტარტს, რომელიც ქართველ მხატვრებს, დანტესა და გამეზას ეკუთვნით.
ნახატები 20-21 ივნისის მოვლენებთანაა დაკავშირებული, როცა პოლიციის მიერ აქციის ძალის გადამეტებით დაშლისას რამდენიმე ადამიანმა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო.
ნახატები ეძღვნებათ მაკოს და გიორგის — მათ, ვინც 20 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგეს.
18 წლის მაკო გომური, რომელმაც ცალი თვალი დაკარგა, ამჟამად სამკურნალოდ ევროპაშია. ჭრილობების შეხორცების შემდეგ გაირკვევა, შეძლებენ თუ არა სპეციალისტები მისთვის ხელოვნური თვალის ჩასმას. მაკო საკუთარი განცხადებების გამო პროტესტის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
ერთ-ერთი ნამუშევრის ავტორი გამეზა ამბობს, რომ ეს ნახატი არის უპირველესად მხარდაჭერა იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც დაზარალდნენ, თუმცა ამავე დროს ზოგად იდეასაც გამოხატავს. "მხარდაჭერის მრავალ ფორმას შორის, ეს ერთ-ერთია".
20 ივნისის აქცია
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.
აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყო On.ge-ს სამი თანამშრომელი.
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
-
თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ
გადახედვა
-
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
-
კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
გადახედვა
-
ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს" ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს"
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
ახალციხეში 9 ავტომობილის და სილამაზის სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს ახალციხეში 9 ავტომობილის და სილამაზის სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს
გადახედვა
-
აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა
გადახედვა
-
ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს
გადახედვა
-
ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა
გადახედვა
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
კომენტარები