დღეს, 29 ივნისს აქცია #სირცხვილია დასრულდა. მოქალაქეები ხვალ, 30 ივნისს, 19 საათზე გეგმავენ შეხვედრას.

"ხვალ, 7-ზე საქართველოს სამსახურში", — ამ სიტყვებით დაემშვიდობნენ აქციის მონაწილეები ერთმანეთს.

დღეს აქცია თავისუფლების მარშით 19 საათზე დაიწყო. რამდენიმე ათასმა ადამიანმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მარში მოაწყო, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა. ამ დრომდე უცვლელია მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ.