პარტნიორის კონტენტი

როგორ შევარჩიო ახალი iPhone და სად ვიყიდო ყველაზე იაფად?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

სმარტფონი ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი შენაძენი და ის პირადი ნივთია, რომელთანაც ყველაზე ხშირად გვაქვს შეხება. სწორედ ამიტომ, მისი ჭკვიანურად შერჩევა, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ Apple-ის ფლაგმანის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი რჩევები.

რატომ iPhone?

ეს ერთ-ერთი ყველაზე “საშიში” კითხვაა, რომელიც შეიძლება ინტერნეტში დასვა. დაწერიდან რამდენიმე წუთში, გამოჩნდებიან ე.წ. მეომრები, რომლებიც ხმალამოღებულნი დაიწყებენ საკუთარი ფავორიტი ბრენდის დაცვას - დაიწყება დაუსრულებელი კამათი ყოველ დეტალზე, რომელი ფუნქცია როდის ჰქონდა Apple-ს და როდის - Android-ს, Samsung-ის რომელი მოდელი რამდენი გრამით უფრო მძიმეა ან მსუბუქია და ა.შ.

საბედნიეროდ, დღეს ორივე “ბანაკის” სმარტფონები განვითარების იმ ეტაპზე არიან, როდესაც მათ შორის არჩევანის გაკეთება, მხოლოდ საკუთარ გემოვნებას შეგვიძლია მივანდოთ. ცხადია, ორივე პლატფორმას - iOS-ს და Android-ს - აქვს თავისი უპირატესობები, მაგრამ ამჯერად აქცენტს iPhone-ზე გავაკეთებთ და შევეცდებით, მოკლედ გავცეთ პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც ახალი ტელეფონის და მისი შეძენის ადგილის არჩევისას უნდა დასვათ.

რა მოცულობის iPhone მჭირდება?

თქვენთვის ოპტიმალური მოცულობის შერჩევა არც ისე მარტივი ამოცანაა. თუმცა, თუ ჯერ არ გსმენიათ გეტყვით, რომ Apple-მა (როგორც იქნა), აწია საწყისი მოცულობის ზღვარი და ამიერიდან ყველაზე იაფიანი iPhone 7-ის მეხსიერება 32 გიგაბაიტიდან იწყება.

ასევე, ამ განახლებით, მეხსიერების ზომით მომდევნო iPhone ოთხჯერ დიდი - 128 გიგაბაიტია, რაც კიდევ უფრო მაცდური ვარიანტია.

მეხსიერება ზედმეტი არასოდესაა. თუ ბოლომდე ვერ იყენებ, მაინც უფრო მშვიდად ხარ, როდესაც იცი, რომ მოულოდნელი საჭიროებისას, რამდენიმე საათიან ვიდეოს უპრობლემოდ გადაიღებ. ასე რომ, თუ გაქვთ ამის საშუალება, ცხადია, 128 გიგაბაიტიანი მოდელი ყველაზე ოპტიმალური არჩევანია.

მაგრამ, თუ არ გსურთ მხოლოდ “მშვიდად ყოფნაში” ზედმეტი თანხის გადახდა, მაშინ დაფიქრდით, ნამდვილად დაგჭირდებათ ამდენი მეხსიერება? სინჯეთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა:

იყენებთ cloud-სერვისებს?

თუ ყველა მნიშვნელოვანი ფოტო facebook-ში გაქვთ, მუსიკას Apple Music-ით ან Spotify-თ უსმენთ და ვიდეოს გადაღების შემდეგ, მალევე გადაგაქვთ კომპიუტერში ან YouTube-ზე, მაშინ 32 გიგაბაიტი თქვენთვის საკმარისი იქნება.

რამდენად ხშირად იღებთ ფოტოს ან ვიდეოს?

ახალ iPhone 7-ს 12-მეგაპიქსელიანი კამერით 4K ვიდეოს გადაღება შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ფოტო და ვიდეო (თუ 4K-ში გადაიღებთ), კიდევ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს თქვენს ტელეფონში, ვიდრე ეს ადრე იყო.

თუ ფოტოს და ვიდეოს იშვიათად იღებთ, მაშინ 32 გიგაბაიტი საკმარისი უნდა იყოს. ხოლო თუ კინოში ყოველი გასეირნების შემდეგ, 231 ცალი სელფით ბრუნდებით სახლში, მაშინ ალბათ 128-ანზე ღირს დაფიქრება.

როგორ უსმენთ მუსიკას?

Apple Music

Apple Music

ფოტო: Apple

თუ კანონმორჩილი მომხმარებელი ხართ და მუსიკას ლიცენზირებული სერვისებიდან უსმენთ, უმეტესობა თქვენს ტელეფონში მხოლოდ მინიმალურ კონტენტს ინახავს და ძალიან ცოტა მეხსიერებას იკავებს. მართალია, Apple Music-ის ან Spotify-ს შესაძენად, საკმაოდ ბევრი წვალებაა საჭირო, მაგრამ ბევრს უღირს, რათა მილიონობით სიმღერას შორის, სასურველის პოვნა წამებში შეძლოს. ასე რომ, ამ შემთხვევაში 32 გიგაბაიტი საკმარისი იქნება.

მაგრამ, თუ მუსიკას ისევ “უფასო” საიტებიდან იწერთ და ტელეფონში გადაგაქვთ, მაშინ მოცულობა თქვენი მუსიკალური გემოვნების მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული და შესაძლოა, ღირდეს 128 გიგაბაიტიანის შეძენა.

როგორ თამაშებს თამაშობთ?

ფოტო: MobiWatch

თუ თქვენი მობილური გეიმინგი Angry Birds-ით, Candy Crush-ით ან სხვა, მცირე ზომის, მარტივი თავსატეხი-თამაშებით შემოიფარგლება, მაშინ 32 გიგაბაიტი საკმარისი იქნება, ასეთი თამაშები შედარებით ცოტა ადგილს იკავებენ.

მაგრამ, თუ უფრო ჩახლართული, 3D და რეალისტური თამაშები გიტაცებთ - ავტორბოლები, სტრატეგიები ან FPS-ები, მაშინ 32-იანი ტელეფონი რამდენიმე ასეთმა თამაშმაც კი შეიძლება მთლიანად გაავსოს.

რომელი მოდელი ვიყიდო, iPhone 7? სხვა რა ვარიანტებია?

იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მომხმარებელი ხართ, ან რაში აპირებთ ტელეფონის გამოყენებას, შესაძლოა სულაც არ იყოს “საუკეთესო” მოდელი თქვენთვის რეალურად საუკეთესო.

დღევანდელი დღისთვის, არჩევანი ასე გამოიყურება: iPhone SE, iPhone 6S ან iPhone 7. ზოგი თვლის, რომ iPhone 6 ან უფრო ადრინდელი მოდელებიც მშვენიერი არჩევანია, მაგრამ ახალი ტელეფონის შეძენისას, ასეთ ძველ მოდელებს მაინც არ გირჩევდით.

სმარტფონები და მათთვის დაწერილი პროგრამები ელვის სისწრაფით ვითარდება. შესაძლოა, უფრო წინა თაობის iPhone-მა კიდევ წლები იმუშაოს, მაგრამ ახალი პროგრამების, თამაშების და ოპერაციული სისტემების გამოსვლასთან ერთად, მისი სიძველე და დაბალი წარმადობა, უფრო და უფრო შესამჩნევი გახდება.

iPhone 6S თუ iPhone SE?

iPhone SE და iPhone 6S

iPhone SE და iPhone 6S

ფოტო: Gordon Kelly

ამ ორ მოდელს შორის არჩევანის გაკეთება ყველაზე მარტივია - განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც iPhone 6S ედიდება. iPhone SE კლასიკური, iPhone 5/5S-ის ზომისაა, რომელსაც ბევრი იდეალურად მიიჩნევს. ამ ზომის ტელეფონის ცალი ხელით გამოყენება ყველაზე მარტივია.

ასე რომ, თუ თქვენთვის ეკრანის ზომაზე მნიშვნელოვანი, ტელეფონის ცალი ხელით კომფორტული გამოყენებაა, არჩევანი iPhone SE-ზე უნდა შეაჩეროთ. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “შიგნეულობით” და კამერით, iPhone SE ზუსტად იმეორებს iPhone 6S-ის მონაცემებს. ერთადერთი, რაც iPhone SE-ს არ აქვს, ეს არის ე.წ. 3D Touch ტექნოლოგია, რომელიც ეკრანზე ძლიერად დაწოლას აფიქსირებს და ამ “მეორად” შეხებას ინტერფეისის სხვადასხვა დეტალებში იყენებს - დაახლოებით, კომპიუტერის მაუსის მარჯვენა ღილაკის მსგავსად (ნახეთ, როგორ მუშაობს 3D Touch).

iPhone 6S თუ iPhone 7?

iPhone 6S და iPhone 7

iPhone 6S და iPhone 7

ფოტო: Apple

თუ არჩევანს ამ ორ მოდელს შორის აკეთებთ, ალბათ უპირველესი, რა უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ, iPhone 7-ის წყალგამძლეობაა. პირველად, iPhone-ების ისტორიაში, წყალში ან საჭმელში ჩავარდნილი ტელეფონი, შეგიძლიათ მშვიდად ამოიღოთ და გაამშრალოთ - მას არაფერი დაემუქრება.

ოფიციალური მონაცემებით, iPhone 7 გაუძლებს წყალქვეშ ყოფნას 1 მეტრის სიღრმეზე, 30 წუთის მანძილზე. თუმცა, მომხმარებლების ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ტელეფონს ოფიციალურად გარანტირებულზე ბევრად რთული პირობების გაძლება შეუძლია.

გარდა ამისა, iPhone 7-ს ერთ-ერთი უსწრაფესი პროცესორი აქვს. მომხმარებლების ტესტების მიხედვით, მისი პროცესორი, Samsung Galaxy S7-ის პროცესორზე, თითქმის ორჯერ სწრაფიც კია. შესაბამისად, თუ თამაშების სისწრაფე და წარმადობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, iPhone 7-ს კონკურენტი არ ყავს.

iPhone 7-ის კამერა, წინა 6S-თან შედარებით, გაუმჯობესებულია. უკანა კამერის სენსორი ისევ 12 მეგაპიქსელი დარჩა, მაგრამ ახალი, 1,8 დიაფრაგმის წყალობით, დაბალი განათების პირობებში ბევრად უკეთესი ფოტოები გამოდის. ბევრისთვის მთავარი - წინა, ე.წ. სელფის კამერა კი iPhone 7-ში 5 მეგაპიქსელიდან 7-მდე გაიზარდა, რაც კიდევ უფრო მკვეთრ ფოტოებს გადაიღებს.

ელემენტის გამძლეობა iPhone 7-ში ოდნავაა გაუმჯობესებული. ეფლის განცხადებით, ინტერნეტის ან ვიდეოს ყურების დრო, ახალ აიფონში 2 საათით გაიზარდა, თუმცა, სავარაუდოდ, რეალურ მოხმარებაში ეს დრო უფრო მცირე იქნება.

მთავარი “სიახლე” კი ყურსასმენის შესაერთებლის გაქრობაა. ეფლის ხედვით, ეს მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია. iPhone 7-ს მხოლოდ ერთი, ე.წ. “USB დამტენის შესაერთებელი” (Lightning) აქვს და ყუთშიც სწორედ ასეთი შესაერთებლის მქონე ყურსასმენი იქნება მოთავსებული.

Apple-მა მათი ინტერესების გათვალისწინებაც სცადა, ვისაც არ მოსწონს iPhone-ის ყურსასმენი და საკუთარი აქვს შეძენილი, სტანდარტული, 3,5-მილიმეტრიანი ჯეკით. სპეციალურად მათთვის, ახალ აიფონს უფასოდ პატარა გადამყვანი მოჰყვება. ასე რომ, მომხმარებელთა უმეტესობისთვის, ყურსასმენის გამქრალი ჯეკი სერიოზულ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

მაგრამ, თუ ეს ასე არ არის, ალბათ ჯობს iPhone 6S-ს დასჯერდეთ. თუმცა, მომავლის იმედი არ გქონდეთ — 3,5-იანი შესაერთებელი iPhone-ებში ნამდვილად აღარ დაბრუნდება და, ყველა ლოგიკით, სხვა ტელეფონებიც მალე მიჰყვებიან ამ ტენდენციას.

რომ შევაჯამოთ: თუ ტელეფონს ფრთხილად ხმარობთ, არ გისველდებათ, ცუდ განათებაში ფოტოებს არ იღებთ, წინა თაობის მოდელის ქონა ემოციურად არ გაწუხებთ, თამაშებისთვის უსწრაფესი პროცესორი არ გჭირდებათ და არც ახალი, iPhone 7-ის შავი ფერები გიზიდავთ, მაშინ შეგიძლიათ, მშვიდად შეიძინოთ iPhone 6S ან iPhone SE.

სხვა შემთხვევაში კი, iPhone 7 აშკარად საუკეთესო არჩევანია.

ღირს iPhone 7-ის ყიდვა, თუ iPhone 6 ან 6S მაქვს?

ამ მომენტამდე ჩვენ განვიხილავდით შემთხვევას, როდესაც ადამიანი პირველად ყიდულობდა iPhone-ს ან ორი ან მეტი წლის წინანდელი მოდელიდან აპირებდა განახლებას.

ხოლო თუ თქვენ iPhone-ის წინა ან წინის-წინა მოდელი გაქვთ, ეს საკითხი ინდივიდუალური გადასაწყვეტია. პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ თქვენ არ ხართ ტექნიკაზე შეყვარებული ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს “ბოლო მოდელი” — წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კითხვას არც დასვამდით.

ამ შემთხვევაში, უნდა დაფიქრდეთ, რამდენად გიღირთ წინა კითხვაში ჩამოთვლილ ახალ შესაძლებლობებში ფულის გადახდა.

ახალ მოდელზე გადასვლა ყველაზე სასურველი, ალბათ, iPhone 6-ის მფლობელებისთვისაა. გარდა 3D Touch ტექნოლოგიისა, 6-დან გადაბარგებულები უდიდეს სხვაობას იგრძნობენ — iPhone 7-ს 6-თან შედარებით სამჯერ მეტი ოპერატიული მეხსიერება (RAM) აქვს! რაც იმას ნიშნავს, რომ “დახურული” პროგრამები, თავიდან გახსნისას, ბევრად სწრაფად ჩაიტვირთებიან და რომელიმე მძიმე თამაშიდან SMS-ის საპასუხოდ გამოსვლის შემდეგ, თამაშს თავიდან ჩატვირთვა აღარ დაჭირდება.

შესაბამისად, თუ თქვენთვის ამ სიახლეების ყველა ან დიდი ნაწილი მაინც მნიშვნელოვანია, მაშინ ახალი ტელეფონის შეძენის სიამოვნებას ვერაფერი შეედრება!

მაგრამ, თუ საკუთარ თავს გამოუტყდებით, რომ კიდევ ერთი წელი გაძლებთ ახალი ტელეფონის გარეშე, მითუმეტეს, რომ ვიზუალური სხვაობა ამ ორ მოდელს შორის მინიმალურია, არსებობს ჭორები, რომ მომდევნო მოდელისთვის Apple განსაკუთრებულ სიურპრიზებს ინახავს. შემდეგ წელს iPhone-ს 10 წელი უსრულდება, ამ მოვლენას კი მოკრძალებულად ნამდვიალდ არ აღნიშნავენ.

iPhone 7 თუ iPhone 7 Plus? რა განსხვავებაა?

iPhone 7 (Gold და Rose Gold) და iPhone 7 Plus (Silver)

iPhone 7 (Gold და Rose Gold) და iPhone 7 Plus (Silver)

პირველ რიგში, თუ Plus მოდელი არასოდეს გქონიათ, აუცილებლად უნდა დაიჭიროთ იგი ხელში, რომ მიხვდეთ, რამდენად აიტანთ დიდ ტელეფონს. ცხადია, პირველი მომენტის შემდეგ, ამ ზომას მიეჩვევით, მაგრამ დიდი შანსია, რომ ვერასოდეს იყოს დიდი iPhone თქვენთვის ისეთივე კომფორტული, როგორიც ჩვეულებრივი მოდელი.

ჩამოყალიბდით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დიდი ეკრანი. უდავოა, რომ ვიდეო და ფოტო დიდ ეკრანზე საუკეთესოდ გამოიყურება. მაგრამ მაინც, არჩევანი თქვენი გასაკეთებელია — რამდენად გიღირთ შედარებით დიდი ეკრანი უფრო მძიმე მოწყობილობის სატარებლად და, რათქმაუნდა, უფრო დიდ ხარჯად?

თუ თქვენთვის ტელეფონის დიდი ზომა პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ განსხვავებად ორი მარტივი პარამეტრიღა რჩება - კამერა და ელემენტის მოცულობა.

iPhone 7 Plus-ს ორმაგი უკანა კამერა აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ორი ლინზის გამოყენებით, შეგეძლებათ ფოტოს გადაღებისას კადრი ორმაგად მიაახლოოთ (Zoom) ხარისხის გაფუჭების გარეშე.

iPhone 7 Plus-ის ორი კამერა

iPhone 7 Plus-ის ორი კამერა

ფოტო: Apple

ჩვეულებრივ შემთხვევაში, მიახლოების გამოყენებისას, ტელეფონი ციფრულად “ადიდებს” კადრს და ხარისხი მნიშვნელოვნად ფუჭდება. 7 Plus-ის დამატებითი ლინზის წყალობით კი, მიახლოება ოპტიკურად ხდება და ხარისხს არაფერი უშავდება. უბრალოდ, ერთი დეტალია გასათვალისწინებელი — ამ მეთოდით, მაგალითად, 1,5-ჯერ ვერ მიაახლოებთ, მხოლოდ ერთმაგი (სტანდარტული) ან ორმაგი Zoom-ის შესაძლებლობაა ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება დატენვის გამძლეობას, ზომიდან გამომდინარე, iPhone 7 Plus-ში უფრო დიდი ელემენტია მოთავსებული და, შესაბამისად, ტელეფონიც შესამჩნევად დიდხანს ძლებს. ოფიციალური მონაცემებით, სმარტფონის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებისას, Plus მოდელის ელემენტი 4-6 საათამდე მეტხანს ძლებს, ვიდრე — ჩვეულებრივი მოდელის. რეალურ გამოყენებაში ეს დრო ნაკლებია, მაგრამ დამატებითი 3 საათიც კი, ძალიან დიდი კომფორტია.

ანუ, iPhone 7 Plus გაძლევთ უკეთეს კამერას, უფრო დიდ ელემენტს და უფრო დიდ ეკრანს. პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება და სხვა პარამეტრები კი ამ ორ ტელეფონს იდენტური აქვს. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.

გადავწყვიტე, მინდა iPhone 7! სად ვიყიდო?

საქართველოში iPhone 7-ის ყიდვა ბევრგან შეგიძლიათ, მთავარი ფაქტორი ფასი და ხარისხია. თბილისში ნახავთ 7 777 ლარიან iPhone-ს, ოქროს iPhone-ს, ნახმარ და ახლად გასაღებულ iPhone-ს, შეიძლება, მსოფლიოში პირველი ან სტივ ჯობსის ნაქონი iPhone 7-იც კი გაჩვენოთ ვინმემ.

ამ კუთხით, ქართული ბაზარი უნიკალურია და, ალბათ, მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ცხადია, თუ გსურთ ექსპერიმენტების ჩატარება, გაქვთ ბევრი ფული და არ იცით, სად წაიღოთ, ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ მისი გადაყრა.

მაგრამ, თუ თქვენ პასუხისმგებლიანი მომხმარებელი ხართ და ეძებთ ყველაზე დაბალ ფასს, მაშინ უნდა მიხვიდეთ ზუმერში. სადაც, ამ დროის მონაცემებით, ახალი iPhone 7 თბილისში ყველაზე იაფად იყიდება და სულ რაღაც 2 229 ლარი ღირს — რაც, სხვა მაღაზიებთან შედარებით, 200-დან 500 ლარამდე იაფია.

წინასწარ გილოცავთ ახალ შენაძენს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს ხვდება. საუბრის…